;

20 May 2012      ta_mo     Views 1822    
Category: Stars

<< ჯილიან ცინსერის ინტერვიუ ჟურნალ Instyle-ისთვის >>

27 წლის ამერიკელმა მსახიობმა ჯილიან ცინსერმა დაამშვენა ჟურნალ Instyle-ის გერმანული
გამოცემის, ივნისის ნომრის ყდა. ცინსერმა ინტერვიუში ისაუბრა საკუთარ სტილზე, ოჯახზე, მშობლიურ
გერმანიაზე, სერიალზე, სამეგობრო წრეზე და მეორადი სამოსის მაღაზიებისადმი სიყვარულზე.

ჯილიან ცინსერი ჟურნალ Instyle-ის ივნისის ნომერშიჯილიან ცინსერი ჟურნალ Instyle-ის ივნისის ნომერში

- ჯილიან, თქვენი დედა ნიუ-იორკიდანაა, მამა კი გერმანელია, საინტერესოა თუ საუბრობთ გერმანულად?

- კი რა თქმა უნდა, მამა ბავშვობიდან მესაუბრებოდა გერმანულად, შესაბამისად ენას ვფლობ გარკვეულწილად.

- ხშირად სტუმრობთ მშობლიურ გერმანიას?

- დიახ, ბერლინი ჩემთვის მსოფლიოს დედაქალაქია, ჩემი უმცროსი ძმა მაქსი ზუსტად ერთი თვის წინ
გადმობარგდა ნიუ-იოკში, რადგან ოჯახისგან შორს ყოფნა ძალიან უჭირდა, თუმცა ნოსტალგიასთან გამკლავებაც ძალიან
რთულია. პირადად მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ გერმანიაში ხშირად ჩასვლას, დროის უქონლობის გამო.

- 90210-ში შენი გმირი შეუდარებელია, საკუთარი ინდივიდუალური სტილისა და გამორჩეული ხასიათების
მქონე, ბვშვობაში უყურებდი თუ არა სერიალის პირველ ვერსიას?


- ვუყურებდი და დიდი ფანი ვიყავი ბევერლი ჰილსის, ჩემი მშობლები ხშირად მიკრძალავდნენ ამ ტიპის
სერიალების ყურებას, რადგან თვლიდნენ, რომ მე ჯერ პატარა ვიყავი.

ჯილიან ცინსერი ჟურნალ Instyle-ის ივნისის ნომერშიჯილიან ცინსერი ჟურნალ Instyle-ის ივნისის ნომერში

- სერიალში როგორ მიმდინარეობს კოსტიუმების შერჩევის პროცესი?

- შესანიშნავი კოსტიუმერი მუშაობს ჩვენზე, კიმ ბუზელი, ყოველდღიურად ორი საათია განკუთვნილი
სამოსის მოსარგებისთვის, ხშირად ჩემი გემოვნებით ვიმოსები და საკუთარი გარდერობითაც ვსარგებლობ,
სერიალის მესვეურებსა და სტილისტებს კი ხშირ შემთქვევაში არ აქვთ პრეტენზიები ჩემს არჩევანთან,
ასე, რომ აივი სულივანისა და გილიან ცინსერის სტილი პრაქტიკულად იდენტურია.

- შეგიძლია საკუთარი სტილი აგვიღწერო რამოდენიმე სიტყვით?

- სამოსი აუცილებლად უნდა ასახავდეს ჩემს შინაგან სამყაროს, შოპოინგის დროს სწორედ ამ
პრინციპით ვიძენ აქსესუარებსა თუ ტანისსამოსს. არასდროს ვსტუმრობ ცნობილი ბრენდების მაღაზიებს,
რადგან არ მივიჩნევ სწორად ბრენდში დიდი თანხის გადახდას, თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოში დიდი გაჭირვებაა
და თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი ჩემი ფინანსები სამოსში, რომ გამეფლანგა.

ჯილიან ცინსერი ჟურნალ Instyle-ის ივნისის ნომერშიჯილიან ცინსერი ჟურნალ Instyle-ის ივნისის ნომერში

- და საინტერესოა შოპინგზე რომელ მაღაზიებში დადიხართ?

- მიყვარს ვინტაჟი, მაგრამ სიმართლე ვიტყვი და გავამხელ, რომ სექენდ ჰენდშია შეძენილი ჩემი
გარდერობის უმეტესი ნაწილი, ხშირად დედაც მჩუქნის მისი ახალგაზრდობის სამოსს,
ამ ყოველივეს კი ბებიის დანატოვარ აქსესუარებს ვუხამებ.

- მიუხედავად შენი ასეთი დამოკიდებულებისა სამოსის მიმართ, ყოველთვის სექსუალურად გამოიყურები,
ვერასდროს იფიქრებს ადამიანი, რომ შენი ლუქი მთლიანობაში იაფფასიანია, რაში მდგომარეობს შენი საიდუმლო?



- ჩემი საიდმულო ჩემს ბუნებრივობაშია, არასდროს ვცდილობ ჩემი სამოსით სხვაზე შთაბეჭდილების მოხდენას,
ალბათ ამით ყველაფერი ითქვა უკვე, ვცდილობ სიამოვნება მივიღო ჩემი, თუნდაც 5 დოლარიანი კაბით.

ჯილიან ცინსერი ჟურნალ Instyle-ის ივნისის ნომერშიჯილიან ცინსერი ჟურნალ Instyle-ის ივნისის ნომერში

- სად გაიცანი შენი შეყვარებული?

- შუქნიშანზე, დიდი საცობი იყო ლოს ანჯელესში, ასეთ უცნაურ ვითარებაში მოხდა ჩვენი შეხვედრა.
( ჯილიანის შეყვარებული მსახიობი ლუკ გრიმსი გახლავთ)

- რთულია მეგობერების შეძენა ლოს-ანჯელესში?

- შეიძლება ითქვა, რომ კი. ამ ქალაქში ხალხი ორიენტირებულია სამსახურზე, ასე, რომ ყველა ვერ
ახერხებს მეგობრების შეძენას, მე გამიმართლა მყავს პატარა, მაგრამ ძალიან ერთგული სამეგობრო წრე.

ჯილიან ცინსერი ჟურნალ Instyle-ის ივნისის ნომერშიჯილიან ცინსერი ჟურნალ Instyle-ის ივნისის ნომერში


- და ბოლოს, შევნიშნე, რომ მუდმივად ატარებ ერთ ბეჭედს.

- დიახ, ეს ჩემი მშობლების საქორწინო ბეჭედია, მე მათთან ურთიერთობას ხშირად ვერ
ვახერხებ, ამიტომ დედამ მე მაჩუქა მისი ბეჭედი, რადგან მე არ მეგრძნო თავი მარტომ, ამიტომ
მე მუდმივად ვატარებ მის ბეჭედს.

ჯილიან ცინსერი ჟურნალ Instyle-ის ივნისის ნომერშიჯილიან ცინსერი ჟურნალ Instyle-ის ივნისის ნომერში


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top