;
26 მაი 2012      lady_tamo     34 კომენტარი     ნანახია 4551-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ბოლოდროინდელი საინტერესო სიახლეების ცნობილ ადამიანებზე

მეგან ფოქსი გოგონას ელოდება

სიახლეები სელებრითებზე


მეგან ფოქსის ორსულობაზე ჭორები მტკიცდება. ამ დღეებში პაპარაცებმა მეგანი დააფიქსირეს წამოზრდილი მუცელით, თუმცა წყვილი მეგანის ფეხმძიმობაზე კომენტარს არ აკეთებენ. 26 წლის ულამაზესი მსახიობისთვის ეს იქნება პირველი შვილი, ხოლო მის მეუღლეს, ბრაინს 10 წლის ბიჭუნა, კასიუსი ყავს წინა ქორწინებიდან.

"მეგან ფოქსს აქვს ბიჭუნას აღზრდის გამოცდილება, ახლა კი გოგონას აღზრდის გამოცდილებასაც შეიძენს, რა თქმა უნდა წყვილისთვის მნიშვნელობა არ ქონდა ბავშვის სქესს, მაგრამ ისინი გახარებულები არიან იმით, რომ კასიუსს სექტემბერში დაიკო ეყოლება" აცხადებენ ჟურნალისტები.

ანა ვიალიცინამ (ადამ ლევინის ყოფილი შეყვარებული) ახალი ბოიფრენდი იპოვა?
სიახლეები სელებრითებზე
ვიქტორია სიქრეთის მოდელმა ერთი მუსიკოსი მეორეთი შეცვალა: გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ ანა ვილიაცინა ხვდება ასევე ცნობილი როკ-ჯგუფის 30 Seconds To Mars სოლისტს, ჯარედ ლეტოს. შეგახსენებთ, რომ ანა და ადამი ერთმანეთს დაშორდნენ აპრილში.

"მე და ადამმა გადავწყვიტეთ ერთმანეთს დავცილებოდით მშვიდობიანად, ჩვენ ერთმანეთი კვლავ გვიყვარს და ვაფასებთ ერთმანეთს, როგორც მეგობრები. მე მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ." აცხადებს ანა.
ჯარედი და ანა ლოს-ანჟელესში დააფიქსირეს რესტორანის დატოვებისას და სწორედ მაშინ ჩაეყარა მათი სავარაუდო რომანის შესახებ ჭორებს საფუძველი. 40 წლის მუსიკოსი 14 წლით უფროსია მოდელზე.


ანჯელინა ჯოლი მოაწყობს იუველირულ გამოფენას
სიახლეები სელებრითებზე


დიზაინი ბევრი სელებრითისთვის წარმოადგენს ჰობის და გამონაკლისი არაა არც ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტის მეუღლე და მრავალშვილიანი დედა თავისუფალ დროს უთმობს ექსკლუზიური სამკაულების დამზადებას. ის თანამშრომლობს ცნობილ იუველირთან, რობერტ პროკოპთან. რობერტმა განაცხადა, რომ ანჯელინასა და მისი საერთო ნამუშევრების გამოფენა შედგება საფრანგეთში. უფრო ზუსტად კი, გამოფენა შედგება Grand Hotel და Hotel de Paris 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე.



როზი ჰანტიგტონ-უაითლის იღებენ ახალ ბლოგბასტერში

სიახლეები სელებრითებზე

როზი ჰანტიგტონ-უაითლის კარიერა დაიწყო ბლოგბასტერ "ტრანსფრომერებში", მსგავსი დონის ფილმებში არც ისე ბევრი დამწყები მსახიობი ხვდება, ამიტომაც როზის ნამდვილად გაუმართლა. ამასთანავე ის იღებს მოწვევებს არაერთი რეჟირორისგან. გავრცელდა ჭორები, რომ როზიმ მოწვევა მიიღო ავსტრალიელი რეჟისორიგან, ჯორჯ მილერისგან, რომელიც აპირებს ლეგენდარული ფილმის "Mad Max" გაგრძელებას, რომელმაც თავის დრო მელ გიბსონი გახადა ვარსკვლავი. ფილმში ტოპ მოდელის გარდა მონაწილეობას მიიღებენ ტომ ჰარდი, შარლიზ ტერონი, ლენი კრავიცის ქალიშვილი ზოი და მოდელი ები ლი კერშოუ.

ლანა დელ რეის ფილმში იღებენ


სიახლეები სელებრითებზე


პოპ-სენსაცია, ლანა დელ რეი, შეიძლება მალე ვიხილოთ კინო-ინდუსტრიაში. მომღერლით დაინტერესდა ცნობილი რეჟისორი ჰარვი ვაინშტეინი, რომლის შედევრებია "Iron Lady" და "Artist". ჟურნალისტებმა კანის ფესტივვალზე დააფიქსირეს ჰარვი, რომელიც ლანას ელაპარაკებოდა და რეჟისორმა მომღერალს უთხრა, რომ 'კამერას უყვარს ლანა'.

"ჰარვი თვლის, რომ ლანაში არის რაღაც.ის კარგად იცნობს ლანას შემოქმედებას და ფიქრობს, რომ ის შეიძლება გახდეს კინოვარსკვლავი. ლანას აქვს შესანიშნავი გარეგნობა და ჰარვი თვლის, რომ ის იდეალურად გამოჩნდება დიდ ეკრანზე" აცხადებს გამომცემლობა The Sun.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

34


  • lovejohnnydepp თქვა:
    2 ივლისი 2012 15:56 - ID: 34,
    ogond chemi jaredi da es ana ara raaa....mokled jaredi da tavisi qeratmiani sheyvarebulebi raaaa wink ra iyo bicho uketesi gemovneba ar gaqvs wink genacvale chemi sixaruli xar love

  • m_a_n_ch_o თქვა:
    2 ივნისი 2012 21:18 - ID: 33,
    ყოჩაღ მეგან wink fellow

  • .sweet. თქვა:
    28 მაი 2012 00:01 - ID: 32,
    es ana debili yopila chemi adami visshi gacvala:S sad

  • ROCK_Angel თქვა:
    27 მაი 2012 19:00 - ID: 31,
    ააა ეს გათახსირებული გოგო wink
    რა უნდა ჩემს ჯარედთან...ჩემი ადამი ჩემივე ჯარედით შეცვალა request

  • aNNuKKi თქვა:
    27 მაი 2012 17:50 - ID: 30,
    Megaaaniii love

  • Be Original თქვა:
    27 მაი 2012 09:41 - ID: 29,
    უიმეე რა ანა, რის ანაა am
    საიდან მოიტანეთ

  • aNn_♥_memi თქვა:
    27 მაი 2012 00:19 - ID: 28,
    ააუ ადამისნაერი მაინც არა ჯერალდიი დებილი გოოგ როგორ დაშორდაა ადამს angry
    მეგანს ვულოცავ love

  • -Diana- თქვა:
    27 მაი 2012 00:14 - ID: 27,
    - ჯარედიი?? ამ გოგოს მაგარი გემოვნება აქვს მაგრამ ჯარედს ან ადამს ეს როგორ შეუყვარდა,,
    რა უშნო ყურები აქვს ანას fellow

    ლანა უმაგრესი ქალიაა love

  • Maryyy თქვა:
    26 მაი 2012 23:31 - ID: 26,
    ანჯელინაააააა love

  • Tiko :P თქვა:
    26 მაი 2012 23:19 - ID: 25,
    ყველა მიყვარს love love

  • Anch_Bey თქვა:
    26 მაი 2012 22:34 - ID: 24,
    ვა, საღოლ ლანას feel

  • Mariaaam თქვა:
    26 მაი 2012 22:23 - ID: 23,
    ები და როზი ერთად ნეტა რა გამოვა ?:)) <3
    ვაიმეე ამ ვიალიცინამ გააფრინდა რა ბიჭი ყავდა და ეს ვინაა :X

  • Ggvantsa თქვა:
    26 მაი 2012 22:18 - ID: 22,
    ჰმ ლეტო დიდხანს არ გაიცერებს ვიალიცინას wink
    ანჯელინას ანიმაცია მომეწონა winked

  • Nii♥ თქვა:
    26 მაი 2012 22:00 - ID: 21,
    ანჯელინა ჩემო სილამაზევ ვგიჟდებიი შენზე ,ვაიმე როგორ მიყვარხარ და რატოო ასე ძალიან,არა ვიცი რატომაც love

  • - ქეთი )) თქვა:
    26 მაი 2012 21:37 - ID: 20,
    ანჯელინა ჯოლი love

  • ancho_ano თქვა:
    26 მაი 2012 21:33 - ID: 19,
    ვაიმე ანჯელინა შოკი <3

    მეგანის ორსულობის არ მჯერა და მომკალით

  • Greene თქვა:
    26 მაი 2012 21:26 - ID: 18,
    ლანა <3

  • Queen.M თქვა:
    26 მაი 2012 20:46 - ID: 17,
    ლანა როგორ მიყვარს love ძალიან ლამაზიააა love მისი ხმაც და სიმღერებიც მიყვარს love

  • ბაჭია♥ თქვა:
    26 მაი 2012 20:45 - ID: 16,
    ლანა და ანჯელინა love feel ..

  • darkangel თქვა:
    26 მაი 2012 20:42 - ID: 15,
    რა კარგი ნიუსია love
    მეგანზე ძალიან გამიხარდაა love
    ლანა დელ რეი love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top