;
27 მაი 2012      Ancho.     21 კომენტარი     ნანახია 4994-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

მგზნებარე სიყვარული:ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

ელიზაბეტ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის მგზნებარე სიყვარული

ცნობილმა ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა ელიზაბეტ ტეილორმა საკმაოდ გვიან გამოაქვეყნა
თავისი უკანასკნელი სასიყვარულო წერილები, რომლებიც ცნობილი მსახიობისადმი რიჩარდ
ბარტონისადმი იყო მიძღვნილი. ბარტონი 1984 წელს გარდაიცვალა. წყვილი ორჯერ დაშორდა
ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის გრძნობა ყოველთვის ძლიერად რჩებოდა.

♝ ჯადოსნური ძალა.

ელიზაბეტ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის რომანს ხშირად საუკუნის რომანსაც უწოდებენ.
ამ გრძნობას თან ახლდა მფლანგველობა, ლოთობა, გარყვნილება, დაუჯერებელი
ძვირფასეულობა და ვნებიანი სიყვარული, რომელიც აჯადოებდა მსოფლიოს 16 წლის განმავლობაში,
სანამ ისინი იყვნენ ერთად. როდესაც ისინი კვლავ ერთმანეთს დაუბრუნდნენ, ელიზაბეტი
პოპულარობის პიკზე იყო და ამავე დროს, ბარტონი მიღებული იყო ლონდონის სცენაზე.
ყველაფერი დაიწყო კოცნის სცენით "კლეოპატრას" გადაღებებზე, მათ გააგრძელეს კოცნა, მაშინაც კი
როდესაც რეჟისორმა დაიყვირა "გადაღებულია"! ამის შემდეგ ისინი განუყრელები გახდნენ.


მგზნებარე სიყვარული:ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

♝ შეყვარებულები.

მათი შეხვედრის მომენტში, ელიზაბეტს უკვე მილიონი დოლარი ჰქონდა გამომუშავებული
კლეოპატრას როლიდან და ამასთან უკვე 4-ჯერ მოესწრო დაქორწინება. მეორე ქმრისგან
მაიკლ ვილდინგისგან 2 ბიჭი ჰყავდა, მაიკლი(ფოტოზე ელიზაბეტთან ერთად) და კრისტოფერი.
მესამე ქმრისგან მაიკლ ტოდისგან ქალიშვილი ჰყავდა-ელიზაბეტი, ცნობილი როგორც ლიზა.

მგზნებარე სიყვარული:ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

♝ არაკანონიერი ურთიერთობა.

როდესაც მათი ურთერთობა დაიწყო, არცერთი მათგანი იყო თავისუფალი. ბარტონს ჰყავდა
ცოლი-სიბილ ვილიამი(უელსის მკვიდრი), ელიზაბეტი კი მეოთხე ქორწინებაში იყო ედი ფიშერთან.
როგორც ელიზაბეტი აღნიშნავდა ედი მან ამერიკელ თაყვანისმცემლებში აღმოაჩინა.
ყველას თვალწინ წყვილი სეირნობდა იახტით, პაპარაცები მათ ყოველ ჯერზე აფიქსირებდნენ.
პუბლიკის განსაკუთრებული ყურადღება კი სკანდალური ფოტოთი მიიქციეს, სადაც ისინი იახტაზე
არიან წამოკოტრიალებულები, იტალიის კუნძულ ისკიაზე.

მგზნებარე სიყვარული:ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

♝ მოხიბლული.

მათ ერთმანეთისადმი მიწერილ სასიყვარულო წერილებში საოცარი სიყვარულის ენაა გამოყენებული.
ერთ-ერთ პირველად მიწერილ წერილში ბარტონი შეყვარებულს წერდა: "მე თავბრუს მახვევს შენი სუნი...
მრგვალი მუცელი, ნელი, მიმზიდველი თეძოების მიხრა-მოხრა, ჩვილი ბავშვის უკანალი, ტუჩები,
მცირეოდენი აგრესიული ცეცხლი თვალებში, როდესაც ძლიერად ხარ გაბრაზებული- როცა შენს უელსელ
ქმართან ერთად ხარ."


მგზნებარე სიყვარული:ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

♝ სასიყვარულო კავშირი.

ტეილორი და ბარტონი თავს აღწევდნენ ყოველდღიურობას და კავდებოდნენ სიყვარულით, სადაც კი
ეს შესაძლებელი იყო. ელიზაბეტი საუბრობდა პარტნიორის ჰოპნუზურ მომხიბვლელობაზე: "უბრალოდ
წარმოიდგინეთ, რომ რიჩარდ ბარტონი გეჩურჩულებათ რაიმეს ყურში, სანამდ თქვენ სიყვარულით
ხართ დაკავებულნი. მაშინვე ქრება ყველანაირი პრობლემები და უსიამოვნებები."


მგზნებარე სიყვარული:ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

♝ გაცვლა ფიცით.

6 დღის შემდეგ რაც ტეილორი ედი ფიშერს გაშორდა, ელიზაბეტმა და რიჩარდმა იქორწინეს
მონრეალში, რიც-კარლტონში. პატარძალი შთამბეჭდავი იყო ყვითელ შიფონის კაბაში, ზურმუხტისა
და ალმასის "ბროშკით", რომელიც რიჩარდმა აჩუქა 32-ე დაბადების დღეზე.

მგზნებარე სიყვარული:ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

♝ ჰოლივუდური სამეფო.

მთლიანად უიმედოდ შეყვარებული ბარტონი წერდა: "ჩემს საწყალ მტანჯველ ახალგაზრდობაში,
მე ვოცნებობდი მხოლოდ ასეთ ქალზე. და ახლა, როდესაც ოცნება უფრო და უფრო მიახლოვდება,
მე ხელს ვუწვდენ და ვხვდები, რომ ჩემი ოცნება აქაა, ჩემს ახლოს. თუ თქვენ არ შეხვედრილხართ
მას ან არ გინახავთ ის, თქვენ ძალიან ბევრი დაკარგეთ ცხოვრებაში."


მგზნებარე სიყვარული:ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

♝ სამწუხარო შემთხვევა.

ვნების კორიანტელი უფრო და უფრო ბერდებოდა, სუსტდებოდა და არსებობდა საფუძვლიანი
მტკიცებულებები, რომლებიც უბიძგებდა სიყვარულს ალკოჰოლისა და ღალატისაკენ. ერთ-ერთ
წერილში ბარტონი წერდა: "მე ვიცი, რომ ზოგჯერ საშინელი მატყუარა ვარ, მაგრამ, გთხოვთ,
დაიჯერე, რომ მე არასდროს მიღალატია შენთვის არც სიტყვითა და არც ქმედებით. მე შენს ძლიერ
მიყვარხარ!"


მგზნებარე სიყვარული:ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

♝ დაბადების დღის მილოცვა.

ელიზაბეტი 32-ე დაბადების დღეს აღნიშნავს ნიუ-იორკში ბარტონთან ერთად, რომელიც იმ პერიოდში
მთავარ როლს ასრულებდა ბროდვეის დადგმაში "ჰამლეტი". (რეჟ. ჯონ გლიფელდი) ტორტზე ეწერა:
"ჩვენს თილისმას, ჩვენი გუნდის ლიდერს ბედნიერი დაბადების დღე, სიყვარულით კოლეგები."

მგზნებარე სიყვარული:ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

♝ აურზაური.

მათი ქორწინების დროსტეილორმა და ბარტონმა ბევრ ცნობილ ფილმში მიიღეს მონაწილეობა.
ფილმისათვის "ვის ეშინია ვირჯინია ვულფის" ელიზაბეტმა თავისი მეორე ოსკარი დაიმსახურა,
ხოლო რიჩარდი მეექვსეჯერ იყო ნომინირებული ამ ჯილდოზე. როლები, რომლებსაც ისინი
თამაშOბდნენ ხშირად ასახავდა მათ რეალურ ურთიერთობას.

მგზნებარე სიყვარული:ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

♝ კვლავ ერთად.

დაშორების შემდეგ, 1974 წლის ივნისში წყვილი შერიგდა და 16 თვის შემდეგ, კვლავ, საიდუმლოდ
დაქორწინდნენ ნაციონალურ პარკში ბოტსტვანში. მეორე ქორწინება წააგავდა პირველს, უბრალოდ
უფრო იშვიათად ჩხუბობდნენ, ვიდრე რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდეგ. ისინი რჩებოდნენ
საუკეთესო მეგობრებად ბარტონის სიკვდილამდე. წლების შემდეგ კი ელიზაბეტი ამბობდა თუ რამხელა
ადგილი ეკავა ბარტონს მის გულში: "პირველი ნახვიდანვე, რომში, ჩვენ ყოველთვის ვიყავით სიგიჟემდე
შეყვარებულნი ერთმანეთზე."


მგზნებარე სიყვარული:ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი



კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

21


  • Kapa თქვა:
    28 მაი 2012 22:26 - ID: 21,
    feel

  • aNn_♥_memi თქვა:
    28 მაი 2012 22:17 - ID: 20,
    კაი იყოო მაგარი სიახლეააა love

  • ninuccaa თქვა:
    28 მაი 2012 21:41 - ID: 19,
    love love love

  • Ggvantsa თქვა:
    28 მაი 2012 21:03 - ID: 18,
    არასდროს მესმოდა ამ ქალის, რა საჭირო იყო ამდენი ქორწინება, ვისთანაც კი დაწვა ყველასთან ოფიციალურად გაფორმდა მგონი belay

  • Queen.M თქვა:
    28 მაი 2012 19:13 - ID: 17,
    ყოჩაღ ავტორო მაგარი სტატიაა love აი ესეთი საინტერესო სტატიები მიყვარსს love

  • Ancho. თქვა:
    28 მაი 2012 18:40 - ID: 16,
    keetaa, ქეთა რა საყვარელი ხარ love :*
    ta_mo, ჩემი თამო ♥
    VforVendetta, გაიხარე!!!♥♥♥
    elga,ეკაააააააა love
    kristi_, მადლობა ძვირფასო!
    MaRihanna,
    Johnny depp,
    ოჰოჰ თქვე ყველაზე უსაყვარლესებოო მიყვარხართ ძეტკი request
    MarinkA,
    lalaa,მაადლობთთთთთთთთ**

  • Johnny depp თქვა:
    28 მაი 2012 18:25 - ID: 15,
    ნუ რა ვთქვა არ ვიცი . ანის ნიუსებზე ლაპარაკი რომ არ დავიწყო არ შემიძლიაააა .გვერდს ვერ ავუვლი ხოლმე!!! უამგრესი იყო მიყვარს ასეთი დახვეწილი და საინტერესო ნიუსები და მოკლედ ანი მაგარი ხარრ !!! მაგარი ნიუსების ოქრო ავტოორი!!!! feel

    ელიზაბეტი feel
    ქალის იდეალია!!! love

  • Baby Girl თქვა:
    28 მაი 2012 16:18 - ID: 14,
    ძალიან საინტერესო იყო...

  • MaRihanna თქვა:
    28 მაი 2012 15:10 - ID: 13,
    ანი აი არ ვიცი საოცარი სტილი გაქვს , უაღრესად დახვეწილი ნიუსების ავტორი
    ხარ და რაც მთავარია - უ ნ ი ჭ ი ე რ ე ს ი ! ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ენჯელი love

    ოო , ელიზაბეტი ღვთაებაა feel

  • dim თქვა:
    28 მაი 2012 13:04 - ID: 12,
    ოჰოოო აი ვნებიანი სიყვარულიიი. საინტერესო ისტორია იყოო love

  • anii:):):) თქვა:
    28 მაი 2012 12:33 - ID: 11,
    ulamazesi qali iyo love

  • kristi_ თქვა:
    28 მაი 2012 11:04 - ID: 10,
    ლიზა ჩემი საყვარელი მსახიობა, ვგიჟდები და ეს ნუსიც სამჯერ გადავიკითხე რომ არაფერი გამომრჩენოდა love ფავორიტებში. უმაგრესი ნიუსებით გვანებივრებ და დიდი მადლობა love

  • ((( anukiiii თქვა:
    28 მაი 2012 01:27 - ID: 9,
    აუუ ბოლომდე წავიკითხე lol შემოყოლია lol love

  • MarinkA თქვა:
    28 მაი 2012 01:14 - ID: 8,
    ოჰ ეს ვნებიანი მსახიობები:)თუ არ ვცდები ტეილორი ექვსჯერ იყო გათხოვილი,აი ამას ქვია იცხოვრაა wink საინტერესო ნიუსი იყი feel

  • zula თქვა:
    28 მაი 2012 00:47 - ID: 7,
    რიჩარდ ბარტონი.... უმაგრესი კაცი მიყვარს

  • ReaL-gvaNca თქვა:
    28 მაი 2012 00:38 - ID: 6,
    საოცარიააა love

  • elga თქვა:
    28 მაი 2012 00:21 - ID: 5,
    წავიდა ფავორითებშიი უმაგრესი ნიუსი love

  • VforVendetta თქვა:
    28 მაი 2012 00:17 - ID: 4,
    ოო ანჩო ! კაკ ვსეგდა! საინტერესო ნიუსი!

  • keetaa თქვა:
    28 მაი 2012 00:08 - ID: 3,
    გავგიჟდი რა მაგარი ნიუსია ანჩიკო ძალიან მომეწონა და ძალიან საინტერესო იყო მაგარი გოგო ხარ რა ! love ლიზი ყველაზე ლამაზი ქალია დედამიწის ზურგზე ამაზე ლამაზი არ არსებობს love love წერილეი როგორ მომეწონააააა აი ლიზი რო აღწერა განსაკუთრებით love love ქალის იდეალია

  • lalaa თქვა:
    28 მაი 2012 00:07 - ID: 2,
    ვაიმეე love ვგიჟდები ესეთ ნიუსებზეე <3 love როგორ უყვარდათ ერთმანეთი <3

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top