;
31 მაი 2012      kristi_     43 კომენტარი     ნანახია 3738-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები


ტაირა ლინ ბენქსი არის მოდელი, მსახიობი, მომღერალი ,ტელეწამყვანი , ბიზნესვომანი და მწერალი. სუპერმოდელმა კარიერა 1991 წელს დაიწყო. ცნობილია ვიქტორია სიკრეტიდან. ტაირა ვიესიდან 2005 წელს წამოვიდა და დაიწყო ტელეწამყვანად მუშაობა. მისი the tyra banks show საკმაოდ ყურებადია. დღეს ტაირა America's Next Top Model-ში ჟიურის წევრია და პოპულარობასაც არ კარგავს.


1973 წლის 4 დეკემბერს კალიფორნიაში დაიბადა ტაირა. დედა ფოტოგრაფი, მამა კი კომპიუტერული კონსულტანტი იყო. ლინს ასევე ჰყავს მასზე 5 წლით უფრო ძმა დევინი. როდესაც გოგონა 6 წლის იყო მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. პატარა ტაირას ძალიან გაუჭირდა მამის გარეშე , თუმცა ამას მის წარმატებაში ხელი არ შეუშლია.

15 წლის ტაირა განსაკუთრებულად გატაცებულია მოდელირებით. დადის სხვადასხვა ქასთინგებზე, თუმცა 4 სააგენტო მას უარით ისტუმრებს ასაკის გამო. ლინს საშუალება უჩნდება და ევროპაში მიემგზავრება. გამოდის მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებზე. ახალგაზრდა მოდელი 1991 წელს რეკორდულად 25 ჩვენებაზე გამოდის პარიზში. მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებაში , როგორებიც არიან: Chanel, Isaac Mizrahi, Anna Sui, Sonia Rykiel, Todd Oldham, Christian Lacroix, Christian Dior, Karl Lagerfeld, Calvin Klein, Badgley Mischka, Marina Spadafora, Michael Kors, Perry Ellis, Gemma Kahng, Valentino, Tracy Reese, Nicole Miller და Fendi. ტაირამ მიიპყრო ცნობილი მოდური ჟურნალების ყურადღება. მას ელე და ვოგი იღებს. 1990 წელს ტაირა სამშობლოში ბრუნდება და იმავე წელს იღებენ GQ-ს Swimsuit Issue-ში. უნდა აღინიშნოს , რომ ლინი პირველი შავკანიანი ქალია , რომელიც ამ ჟურნალში მოხვდა. 1997 წელს ტაირა "წლის სუპერმოდელად" აღიარეს. ამავე წელს ხდება ვიქტორია სიკრეტის მოდელი. ის ვიესმა მალევე "ანგელოზის" სტატუსით დააჯილდოვა. ტაირას ძალიან ბევრი მოწვევა მოუდიოდა სხვადასხვა შოუებიდან. გოგონას გრაფიკის გადატვირთვის შემდეგ ჩნდება ჭორები, რომ ტაირა ნარკოტიკებს ეტანება. გარდა ამისა ეძაბება ურთიერთობა ნაომი კემპბელთან.




ტაირა ბენქსი
Naomi Campbell, Tyra Banks, and Bevery Peele by Patrick Demarchelier for Vogue 1992

2005 წელს სუპერმოდელი მოულოდნელად ტოვებს სამოდელო ბიზნესს და გვევლინება ტელეწამყვანის ამპულაში. მანამდე კი აქტიურად იყო დაკავებული სამსახიობო კარიერით და რამოდენიმე სერიალსა თუ ფილმშიც უთამაშია. ტაირას შოუ საკმაოდ საინტერესო იყო. უამრავი სკანდალითა და სასაცილო მომენტებით. სხვათაშორის ამ შოუში ლინმა ნაომი "შესარიგებლად" მოიწვია. შოუმ არაჩვეულებრივად ჩაიარა სუპერმოდელები შერიგდნენ , თუმცა ეჭვი არც არავის ეპარებოდა ,რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მაყურებელების მოსაზიდად იყო დადგმული. დღემდე არც ტაირას და არც ნაომის არანაირი ურთიერთობა არ აქვთ. the tyra banks show სულ 5 სეზონისაგან შედგება. შოუ 2010 წლის 28 მაისს დასრულდა. ამავე წელს the tyra banks show-Hell to Pay: Gay Teen Exorcisms ნომინირებული იყო GLAAD-ის დაჯილდოვებაზე, როგორც "საუკეთესო თოქ შოუს ეპიზოდი"




მუსიკა

ცოტამ თუ იცის, რომ ტაირას აქვს სიმღერა ჩაწერილი "shake ya body". " მალევე მივხვდი , რომ მუსიკა ჩემი მოწოდება არ იყო და უბრალოდ შევეშვი ამ საქმიანობას" თუმცა დღეს ტაირას გაკეთებული აქვს რამოდენიმე სიმღერა America's Next Top Model-ისთვის. ლინის მიღებული აქვს მონაწილეობა რამოდენიმე მუსკალურ კლიპში (Michael Jackson-ის "Black or White", Tina Turner-ის "Love Thing", Mobb Deep-ის "Trife Life", George Michael-ის "Too Funky", Lionel Richie-ის "Don't Wanna Lose You")
ქველმოქმედება

ტაირა 1999 წელს ქმნის საქველმოქმედო ფონდს TZONE-ს , რომელიც ბავშვებს წიგნებით უზრუნველყოფდა. გარდა ამისა ფონდ რამოდენიმეჯერ სკოლაც აქვს აშენებული. 2005 წლიდან TZONE საჯარო საქველქომედო ფონდად იწოდება.
კინო

ტაირა 1993 წელს სერიალ "The Fresh Prince of Bel-Air"-ში მოგვევლინა მსახიობად. მისი ყველაზე ცნობილი კინოფილმებია: Coyote Ugly (2000) და Hannah Montana: The Movie (2009). ლინს მონაწილება აქვს მიღებული სერიალ ჭორიკანაში.
წიგნები

2010 წელს ტაირამ განაცხადა , რომ წერდა რომანს "Modelland". 2011 წლის სექტემბრიდან წიგნის შეძენა უკვე თავისუფლად შეიძლებოდა. მისი პირველი რომანი, Modelland, მოხვდა New York Times საუკეთესო გამყიდად წიგნად 2011 წლის ოქტომბერში. 1998 წელს ბენქსი ავტორია წიგნის "Tyra's Beauty, Inside and Out"

უამრავი მოდელის იდეალი ტაირა ბენქსი არცთუ ისე კარგი ადამიანია სინამდვილეში. მას ჰყავს ძალიან ცოტა მეგობარი. უფრო მეტიც მასზე ერთხელ ცნობილმა ჟურნალისტმა განაცხადა:
"ვერ ვხვდები რომელი უფრო აუტანელია, ტაირა თუ ნაომი".
მისი მძიმე ხასიათი პირად ცხოვრებაზეც აისახება. მისი ბოიფრენდების სია საკმაოდ გრძელია. ხვდებოდა: Will Smith-ს, Michael Louis Johnson-ს, Teresa Weatherspoon-ს (ქალი), Rupert Everett-ს, Hype Williams-ს, Paul Calderon-ს , Tyler Perry-ს, Brian White-ს, Mark Messier-ს, Rick Fox-ს, Craig Taylor-ს, John Singleton-ს (1993-96), Seal-ს (1996), Chris Webber-ს (2001-04), Giancarlo Marcaccini-ის (2005-2006), John Utendahl-ს (2007-2011) ტაირა დღესდღეობით მარტოა.
ტაირა ბენქსი

America's Next Top Model

ბენქსი საკმაოდ სკანდალური ადამიანიც გახლავთ. America's Next Top Model-ს ხშირად იმიტომ უყურებს ხალხი , რომ ტაირას მორიგი "აფეთქება" აინტერესებთ. ზუსტად ამ პროექტში ბენქსის გამო უამრავ მოდელს დაუტოვებია შოუ. ტაირა მათ ხშირად ეუხეშება, შეურაცჰყოფას აყენებს, დასცინის... თუმცა ბენქსი ზუსტად ამ პროექტიდან საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება აქვს. თუმცა მისი მძიმე ხასიათის მიუხედავად ტაირა ლინ ბენქსს უამრავი ფანი ჰყავს. დღემდე ის ერთ-ერთ ბრწყინვალე სუპერმოდელად რჩება.


კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

43


  • mary_c თქვა:
    5 აგვისტო 2013 20:18 - ID: 43,
    ჩემი აზრით, სულ არ აქვს ტაირას ცუდი ხასიათი. თითქმის ყველა სეზონი მაქვს ნანახი ANTM-ის და ცუდად ნამდვილად არ ექცეოდა გოგოებს.

  • mikuss თქვა:
    16 სექტემბერი 2012 17:31 - ID: 42,
    ჩემი ულამაზესიი <33 feel

  • Ggvantsa თქვა:
    2 ივნისი 2012 20:44 - ID: 41,
    კარგია რომ განვითარდა და მარტო მოდელობით არ შემოიფარგლა what ძალიან საყვარელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს რავიიციი belay

  • Kapa თქვა:
    2 ივნისი 2012 19:11 - ID: 40,
    zaan didi shubli aqvs ... naomi jobia amas bevrad :)

  • kristi_ თქვა:
    1 ივნისი 2012 09:13 - ID: 39,
    MarinkA,
    სხვათაშორის სხვებთან სულაც არ აქვს ცუდი ურთიერთობა. პაპარაცები და მოახლეები აგიჟებენ. ტაირას გარდა სხვასთან ვიესში ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია.

  • MarinkA თქვა:
    1 ივნისი 2012 00:33 - ID: 38,
    kristi_,დაჟე 3ჯერ? wink ნაომის რომ მიჰყავდეს ასეთი პროექტი ალბათ რომელიმე მოდელი სისხლი დაიღვრებოდა fellow

  • Anano. თქვა:
    31 მაი 2012 23:44 - ID: 37,
    ვერ ვიტან

  • kristi_ თქვა:
    31 მაი 2012 21:38 - ID: 36,
    MarinkA,
    3ჯერ ესროლა wink არა მაგაზე არ ვამბობ ნაომიც მაგარი გიჟია მაგრამ ეს საქვეყნოთ ლანძღავს და დასცინის ახალგაზრდა გოგონებს

  • MarinkA თქვა:
    31 მაი 2012 21:15 - ID: 35,
    kristi_,როგორ არ როზგავს, ნაომიმ არ ესროლა ტელეფონი თავის მოსამსახურეს?თან 2ჯერ და იმ ქალს მერე ტვინის შერყევა ჰქონდა,ორივე მაგარი აუტანელი ქალები არიან

  • ninikoo თქვა:
    31 მაი 2012 20:46 - ID: 34,
    love

  • kristi_ თქვა:
    31 მაი 2012 19:58 - ID: 33,
    lalaa,
    ოჰო მადლობა love

  • megane თქვა:
    31 მაი 2012 19:10 - ID: 32,
    ულამაზესია ყველაზე ლამაზი შავკანიანია love

  • lalaa თქვა:
    31 მაი 2012 19:05 - ID: 31,
    არ მომწონს ტაირა მაგრამ ნიუსი შესანიშნავია love

  • kristi_ თქვა:
    31 მაი 2012 18:05 - ID: 30,
    keetaa,
    ნაომი აღიარებულია და მაგის შურს.

  • keetaa თქვა:
    31 მაი 2012 17:58 - ID: 29,
    kristi_,
    ვიდეო მაქვს ნანახი ეს სწერვა ნაომის ეჩხუბებოდა ნეტა რა აქვს შესაშური ულამაზესი ქალია და ფულიც აქვს მეტი რა უნდა?

  • kristi_ თქვა:
    31 მაი 2012 15:13 - ID: 28,
    barjakuzu,
    უპროპორციოა საშინლად .კოჭები გადატეხვაზე აქვს ისეთI წვრიი აქვს,ბაყვები დიდი,,თვალები დაქაჩული უაზროდ,საშინელი ქალია

    დასვა ადგილზე wink საღოოლ

  • barjakuzu თქვა:
    31 მაი 2012 15:04 - ID: 27,
    უპროპორციოა საშინლად .კოჭები გადატეხვაზე აქვს ისეთI წვრიი აქვს,ბაყვები დიდი,,თვალები დაქაჩული უაზროდ,საშინელი ქალია

  • kristi_ თქვა:
    31 მაი 2012 14:09 - ID: 26,
    ta_mo,
    wink lol უიმე ეგ კაცი ხოარ უქნია ღმერთს

  • kristi_ თქვა:
    31 მაი 2012 13:54 - ID: 25,
    Mari__Angel,
    wink რაღა აქვს საამაყო ორივემ მიაგდო lol

  • ANGEL თქვა:
    31 მაი 2012 13:52 - ID: 24,
    kristi_,
    ხო სპორტ ილუსტრეიდის ყველაზე ცნობილი ქავერი ეკუთვნით სადაც ერთად არიან ტაირა და ჰეიდი და შეუძლია სილს ერთი ეგ პლაკატი გააკრას და იამაყოს :D

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top