;
30 მაი 2012      Ancho.     21 კომენტარი     ნანახია 3532-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.


ცხოვრებისეული გზა -- ტომ ჰენქსი.

იცოდით, რომ სანამ ტომ ჰენქსი ჰოლივუდში მოთხოვნადი მსახიობი გახდებოდა, ის წარმატებული
კომიკოსი იყო. მისი კინოროლები ყველას სამუდამოდ რჩება გონებაში. ცხოვრებაში ოსკარის
ოქროს ქანდაკების მოპოვება ორჯერ მოახერხა, გადავხედოთ მის ე.წ. ფოტობიოგრაფიას.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ ამ კომედიურ სერიალამდე სახელად Bosom Buddies(1980) ტომ ჰენქსი მხოლოდ
ორჯერ იყო გაელვებული ტელეეკრანზე, სერიალში ეპიზოდურ როლში და საშინელებათა
ფილმში. სერიალი Bosom Buddies 2 სეზონი გრძელდებოდა და 2 ახალგაზრდაზე მოგვითხრობს,
ქალთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრების მიზნით ქალებად იყვნენ გადაცმულნი. საკმაოდ სულელური
იყო სერიალი. ასე დაიწყო მოღვაწეობა: საპნის ოპერიდან - ღირსეულ ფილმამდე.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ სერიალის შემდეგ სერიოზული როლი ჰენქსმა მიიღო 1984 წელს სურათში Splash. რონ ჰოვარდის
ფილმში საუბარია ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც ქალთევზა უყვარდება და მთელი ძალით ცდილობს
დაუბრუნოს გოგონას ადამიანური ცხოვრება. ფილმის წყალობით ქალის სახელი მედისონი პოპულარული გახდა.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ 1988 წელს ტომმა ითამაშა ფილმში Big. პენი მარშალის კინოსურათში ჰენქსს წილად ხვდა
ბიჭუნას როლი, რომლის ოცნებაც ახდება და ერთ მშვენიერ დღეს გაზრდილი გაიღვიძებს. კადრში:
ტომის გმირი თავის ბოსს ასწავლის დახატულ პიანინოზე დაკვრას სათამაშოების მაღაზიაში.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ ბედის ირონიით ტომს ვარსკვლავი გაუხსნეს ჰოლივუდის ცნობილ ხეივანში, 1992 წელს.
მან მოიპოვა საკუთარი ნიჭის ჭეშმარიტი, საყოველთაო აღიარება. ამავე წელს ითამაშა
ფილმებში: A League of Their Own და "უძინრები სიეტლში".

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ 1993 წელს, ფილმში "ფილადელფია" ჰენქსმა ავადმყოფის როლი შეასრულა, რომელსაც
უშვებენ სამსახურიდან, და გეი ადვოკატს დაუქირავებენ დასაცავად. ამ ფილმით ტომმა პირველი ოსკარი
მოიპოვა. სამადლობელ სიტყვაში კი აღიარა, რომ უფროსკლასებში მისი დრამატურგიის მასწავლებელი გეი იყო.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ მეორე ოსკარი ჰენქსმა შემდეგ წელს, 1994-ში მოიპოვა როლისათვის "ფორესტ გამპი".
მას გონებასუსტის როლი შეხვდა, რომელის ისტორიულ მოვლენებში იღებს მონაწილეობას თავისდაუნებურად.
უბრალოდ ის მოქმედებს დედის რჩევებით.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ ტომ ჰენქსი მსოფლიოში მეორე მსახიობი გახდა, რომელმაც 2 წელი წედიზედ მოახერხა
ოსკარის დაუფლება. პირველი იყო სპენსერ ტრეისი.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ 1995 წელს ტომმა შეასრულა ჯიმ ლოველის როლი ფილმში: Apollo 13. ფილმში რეალური
სიუჟეტია აღწერილი მთვარეზე ექსპედიციის შესახებ, საკმაოდ მძაფრადაა გადმოცემული თუ როგორ არ
იშურებენ ძალისხმევას ასტრონავტები დედამიწაზე ჯანმრთელად დაბრუნების მიზნით. ფილმის შთაგონებით
ტომი პროდუსერიც კი გახდა სერიალის "დედამიწიდან მთვარემდე".

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ 1995 წელს პრინცესა დიანა შეხვდა ტომ ჰენქსს, მის ცოლსს რიტა უოლსონს და რეჟისორ რონ ჰოვარდს.
ლონდონი, ფილმი "აპოლო13"-ის პრემიერა.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ ამავე წელს მულტფილმში "სათამაშოების ისტორია" ჰენქსი ვუდის პერსონაჟს ახმოვანებდა.
მისი გმირი ბიჭუნას საყვარელი სათამაშოა და გარეგნულად სათამაშო კოვბოია.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ 1996-ში გამოვიდა ფილმი That Thing You Do!, რომელიც რეჟისორული და პროდიუსერული
თვალსაზრისით დებიუტი აღმოჩნდა ტომისთვის. ფილმში როკ-ჯგუფის «The Wonders»-ის შესახებაა
მოთხრობილი და ჰენქსი ჯგუფის მენეჯერს ანსახიერებს.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ ტომ ჰენქსი ტოვებს საკუთარი ხელის ანაბეჭდებს ჰოლივუდში, იაპონური თეატრის წინ, ხელები
ცემენტით აქვს დასვრილი. მის გვერდზე მიცი ცოლი რიტა უოლსონი იმყოფება. ისინი 1988 წელს
დაქორწინდნენ. მანამდე პირველი ქორწინებიდან ტომს 2 შვილი დარჩა, რიტასთან კი 2 ვაჟიშვილი
შეეძინა.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ ტომი ფილმ Saving Private Ryanის რეჟისორს სტივენ სპილსბერგთან ერთად, 1998 წ.
მოქმედება ფილმში მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს. ეს ჯარისკაცების ჯგუფის ისტორიაა,
რომლებიც ფრონტზე მოკლული ჯარისკაცის ძმას ეძებენ. ოსკარის ცერემონიალზე ფილმს სხვებმა
აჯობეს. საუკეთესო ფილმად Shakespeare in Love დასახელდა, რეჟისორად კი რობერტო ბენინი.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ რომანტიული ფილმის "უძინრები სიეტლში"-ს მერე ჰენქსი და მეგ რაიანი კვლავ შეხვდნენ
ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე ფილმში "You've Got Mail". წიგნის მაღაზიის პატრონს
მიმოწერით ჰენქსის გმირი უყვარდება, რომელიც მისი კონკურენტია, თუმცა ეს მოგვიანებით ირკვევა.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ 1999 წელს, ფილმში The Green Mile ჰენქსის გმირი დარაჯია სიკვდილმისჯილთა ბლოკში.
ერთ მომენტში ის იგებს რომ ერთ-ერთი მათგანი უდანაშაულოა. ფილმი კინგის მოთხრობის მიხედვითაა
გადაღებული.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ 2000 წელს, რობერტ ზემეკისის ფილმში Cast Away ფოსტის ინსპექტორის როლი ერგო,
რომელის ავიაკატასტროფის შემდეგ სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობს დაუსახლებელ კუნძულზე.
4 წელი იქ ცხოვრების შემდეგ ახერხებს უკან დაბრუნება, თუმცა ხვდება, რომ კუნძულის გარეშე
ცხოვრება აღარ შეუძლია. გადაღებები მთელი წელი გაიწელა, რომ მსახიობს 50 ფუნტი დაეკლო და
თმა გაზრდოდა, ნომინაციაზე რასელ ქროუმ მოუგო "გლადიატორით".

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ სტივენ სპილსბერგს და ტომ ჰენქს ემის ჯილდოები უკავიათ ხელში, რომელიც სერიალით Band of Brothers
მოიპოვეს. 10 სერიანი ფილმი ომზე და ბრძოლაზე მოგვითხრობს.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ 2002 წელს, მსახიობმა "კარგი ბიჭების" თამაში დროებით შეყვიტა ფილმისათვის Road to Perdition, სადაც
ჯუდ ლოუსთან ერთად ითამაშა. ფილმი მკვლელზე მოგვითხრობს და გვაჩვენებს თუ როგორ ხდება
შვილი მისი საქმიანობის მოწმე.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ 2002 წელს ის კვლავ სპილსბერგთან ერთად მუშაობს ფილმში Catch Me If You Can.
ჰენქსი ეფბეერის აგენტია და ცდილობს მატყუარა და სხვადასხვა გზით შენიღბული ლეონარდო
დიკაპრიოს გმირი გამოიჭიროს.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ 2004 წელს გამოვიდა ანიმაციური ფილმი "პოლარული ექსპრესი". ფილმში სუპერ თანამედროვე
ტექნოლოგიებია გამოყენებული, აქ ნამდვილი მსახიობები არიან ანიმაციებად გადაქცეულნი და დახატულნი.
ჰენქსმა ერთბაშად 6 გმირის როლი შეასრულა: ბიჭის, მამის, კონდრუქტორის, სანტა-კლაუსის.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ ტომ ჰენქსი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ხალხის მემორიალთან.
მემორიალი ვაშინგტონშია გახსნილი და 16 მილიონ ჯარისკაცს იტევს, აბსოლიტურად ყველას ვინც
გმირულად დაიღუპა.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ 2006 წელს ტომი გადაიღეს ფილმში "და ვინჩის კოდი", მას პროფესორი რობერტ ლენგდონის
როლი ერგო, რომელიც ლუვრში მომხდარ მკვლელობას იკვლევს. მისი პარტნიორი ფილმში ოდრი ტატუ
გახდა. ბევრს არ მოსწონდა ტომის ვარცხნილობა ფილმში.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ 2007 წელს ჰენქსი ფილ Charlie Wilson's War-ში მოგვევლინა. მან ტეხასის კონგრესმენობა
მოირგო, სადაც მასთან ერთად ჯულია რობერტსი თამაშობს. იმ წლისათვის ფილმი კრახი აღმოჩნდა.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ ჰენქსი სიტყვით გამოდის ინაუგურაციისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, ვაშინგტონი, 2009 წელი.
ბარაკ ობამას ინაუგურაციის ცერემონიალი ორი დღის შემდეგ მოხდა.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ სურათზე ჰენქსი და მისი ვაჟიშვილი კოლინი ფილმის პრემიერაზე, ნიუ-იორკში. მამა-შვილს ერთად მოუწია
ფილმში მუშაობა სახელად: The Great Buck Howard.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ რეჟისორი რონ ჰოვარდი და ჰენქსი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. კვლავ რელიგიისა და ხელოვნების
თემა, ფაქტიური გაგრძელება "და ვინჩის კოდი"-სა. ფილმში: Angels & Demons ტომთან ერთად
თამაშობს ივენ მაკრეგორი.

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

☻ 2011 წელსკი ჰენქსის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი Extremely Loud & Incredibly Close,

ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

2012 წელს მოლოდინშია:
Cloud Atlas

☻☻
ტომ ჰენქსის ცხოვრებისეული გზა.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

21


  • Mari Glonti თქვა:
    31 მაი 2012 15:02 - ID: 21,
    რამოდენიემს ფილმი ნანახი მაქვს და მომწონს მაგრა მჩემი საყვარელი მსახიობი არ არის
    ყოჩაღ ანჩო სუპერ ნიუსი გამოგივიდა

  • adele თქვა:
    31 მაი 2012 14:34 - ID: 20,
    chemi ert-erti usayvarlesi msaxiobiii <333 unichieresia... aii tomis titqmis yvela filmi maqvs nanaxi da yvelashi sheudarebelia:))) news love

  • sharikaa თქვა:
    31 მაი 2012 14:13 - ID: 19,
    ფორესტ გამპშიი ძააან მიყვარს love

  • anii:):):) თქვა:
    31 მაი 2012 12:19 - ID: 18,


    უნიჭიერესი მსახიობია განსაკუთრებით მწვანე ბილიკში მომწონს საერთოდ მაგარი ფილმია love

  • zula თქვა:
    31 მაი 2012 10:50 - ID: 17,
    "You've Got Mail". ამ ფილმზე ჭკუა მეკეტება.....

  • kristi_ თქვა:
    31 მაი 2012 10:49 - ID: 16,
    ესეიგი ნუ ტომის ფილმები მართლა მაგარი აქვს განსაკუთრებით მწვანე ბილიკი. ნუ ამ ფილმა ბევრი ვერაფერი აიღო მაგრამ აი იმდენად მაგარი სიუჟეტი უდევს საფუძვლად , რომ რავი... ნიუსი სუპერ love

  • beonce თქვა:
    31 მაი 2012 00:45 - ID: 15,
    love ძალიან მიყვარს ეს კაცი love ფორესტ გამპში შეუდარებელია! love

  • kritikosi თქვა:
    31 მაი 2012 00:21 - ID: 14,
    აი ვინ არის რეალურად უძლიერესი მსახიობი! ეს ხალხი კი ვიღაც ლაწირაკებზე გიჟდება :) შეუდარებელია ყველა ფილმში love love

  • keetaa თქვა:
    30 მაი 2012 23:48 - ID: 13,
    ვაიმე Big ძაააააან მაგარია :D:D:D:D სულ მინდოდა მაგაზე დაკვრა ფეხებით :))))))) ძაან სასაცილოა :D ფორესტ გამპი love The Green Mile ვჭედავ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დრამატული კინოა love Catch Me If You Can ლეონარდო რა პატარაა ჩემი სიცოცხლე ბიჭი ნიჭი :D უიჰ პოლარული ექსპრესიში ეს კაცი ეს თუ იყო არ ვიცოდი დაწყებულს ვუყურე დილით გადიოდა ახალ არხზე და.. :D ზოგი კინო სანახავი მაქვს სირცხვილი მე :D ძაან მაგარი იყო ანჩი love ისე ეს კაცი მედონდღლოვება :D

    chreli,
    ეს იმ ნუსისგან განსხვავდება მეორეც შეგეძლო უკეთესი კომენტარრი დაგეწერა აზრიანი :D

  • MaRihanna თქვა:
    30 მაი 2012 23:41 - ID: 12,
    ვაუ ნიუსიიიიიიიიიიიიიიიიიიიი love

  • Andi თქვა:
    30 მაი 2012 23:32 - ID: 11,
    მწვანე ბილიკზე ვგიჟდები
    მაგრა მიყვარს ეს კაცი

  • Johnny depp თქვა:
    30 მაი 2012 23:20 - ID: 10,
    მისი რამდენიმე ფილმი მაქვს ნაახნი დაა წყალი არ გაუვა უძლიერესი მსახიობია!!! love

    ანიი რა ნიუსები გაქვს გოგოო !! მაგიჟებ შენ! love

  • FAME თქვა:
    30 მაი 2012 23:14 - ID: 9,
    იდო ერთხელ ტომზე ნიუსი არაა?

  • nnuk თქვა:
    30 მაი 2012 22:54 - ID: 8,
    უუუუუუუუუუუნიჭიერესია!

  • Adriana_adri თქვა:
    30 მაი 2012 22:52 - ID: 7,
    ძაან მიყვარს love
    Ancho., შენი ნიუსები love love

  • ninuccaa თქვა:
    30 მაი 2012 22:42 - ID: 6,
    ტომ ჰენქსისი ბევრი ფილმი მიყვარს . კარგი სტატია იყო

  • Watson თქვა:
    30 მაი 2012 22:42 - ID: 5,
    "You've Got Mail" love love love

  • Ancho. თქვა:
    30 მაი 2012 22:39 - ID: 4,
    თითქმის ყველაფერი მმაქვს ნანახი love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top