;
2 ივნისი 2012      Ancho.     26 კომენტარი     ნანახია 2698-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

მადონა -- ისტორია ფოტოებით მადონა -- ისტორია ფოტოებით

მადონა -- ისტორია ფოტოებით

თავის შემოქმედებით გზაზე, რომელიც 20 წელზე მეტს ითვლის, მადონა გახდა ერთ-ერთი
ნათელი და შეუდარებელი ვარსკვლავი პოპ-კულტურის ისტორიაში. შეიძლება არ გიყვარდეთ ან
გიყვარდეთ მისი სიმღერები, მაგრამ მან მუსიკის ისტორიაში წვლილი შეიტანა! ძალიან ბევრი გააკეთა
იმისათვის, რომ საკუთარი თავი ეპოქალური მოვლენა გაეხადა. მისი შემოქმედებითი გზა - ეს
მაქსიმალურად რეალიზირებული ამბიციებია.


მადონა -- ისტორია ფოტოებით


❖ მადონა კათოლიკურ ოჯახში გაიზარდა, დეტროიტის გარეუბანში. როდესაც გოგონა 5 წლის იყო,
დედა კიბოთი გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ ცუდად იმოქმედა გოგონაზე. მას მთელი ცხოვრება მშობლიური
განწყობა ჰქონდა იმ ბავშვებთან მიმართებაში, რომელთაც დაკარგული ჰყავდათ მშობლები.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ 1984-85 წლებში მისმა პროვოკაციულმა ჰიტმა ჩარტებში წამყვანი ადგილი დაიკავა.
სიმღერა "Like a Virgin" MTV Video Music Awards-ზე, მან თეთრ საქორწილო კაბაში შეასრულა.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ 1985 წელს, მადონა გადაიღეს რომანტიულ კომედიაში "Desperately Seeking Susan". კრიტიკოსები
დადებითად შეხვდნენ მომღერლის მსახიობურ დებიუტს.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ შომ პენსა და მადონას შორის ურთიერთობა 1985 წელს დაიწყო. ამავე წელს, მომღერლის
27-ე დაბადების დღეზე, მათი ქორწილი გაიმართა. ქორწინებამ 4 წელს გასტანა.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ 1989 წელს, მეოთხე ალბომის ერთ-ერთ სიმღერაზე "Like a Prayer"-ზე გადაღებულმა კლიპმა,
გაუთავებელი კამათი გამოიწვია კრიტიკოსებში. მათი ნაწილი კიცხავდა მომღერალს რელიგიური და
სექსუალური კადრები გამოყენებისათვის.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ 1990 წლის აპრილში, მადონამ ერთწლიანი ტური დაიწყო «Blonde Ambition», სწორედ
ამ დროს მოიხდინა სცენაზე კონუსის ზომის ლიფები. ამ ტურის შესახებ დოკუმენტალური ფილმიც
კია გადაღებული სახელწოდებით "Truth or Dare".

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ 1993 წელს, კი ტურნე მოაწყო “The Girlie Show”, რითიც მხარი დაუჭირა საკუთარ სტუდიურ
ალბომს «ეროტიკა». ალბომის პარალელურად მადონამ გამოუშვა წიგნი: «S-E-X», სადაც
დაბეჭდილი იყო მისი ეროტიკული ფოტოები სხვადასხვა მეწყვილესთან ერთად.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ 1996 წელს, მადონა როგორც იქნა, დათანხმდა მიუზიკლში "ევიტა" მონაწილეობას. მან ევა პერონის
როლი მოირგო და ოქროს გლობუსიც კი დაიმსახურა, როგორც საუკეთესო ქალი მსახიობი მიუზიკლისათვის.
გადაღებების დროს, მომღერალი პირველ შვილზე იყო ორსულად.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურებების მოპოვებით მადონამ გამოუშვა ალბომი "Ray of Light".
(1988) ალბომი ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: დედობა, სულიერება და დიდება. პროდიუსერი უილიამ
ორბიტი ელექტრო მუსიკის შემსრულებელი იყო, ამიტომ მადონას ტრადიციული დისკო-სტილისტიკა
ტექნომ და ელექტრონიკამ ჩაანაცვლა.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ მადონამ ვაჟიშვილის როკო ჯონ რიჩის გაჩენის შემდეგ 2000 წელი. ამავე წელს ის გაჰყვა როკოს მამას
გაია რიჩის, რომელიც 1999 წელს გაიცნო მისი კარგი მეგობრის სტინგის მეშვეობით.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ მადონა შოტლანდიაში "Drowned" ტურნის დროს, 2001 წელს. ეს იყო პირველი ტურნე 8 წლის შემდეგ,
მის მერე რაც იმყოფებოდა ტურნეში "The Girlie Show".

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ ბრიტნი სპირსისა და მადონას კოცნა MTV Video Music Awards-ის დაჯილდოებაზე, 2003 წელს.
პოპ-დივებმა შეასრულეს სიმღერა "Like A Virgin" თეთრ საქორწილო კაბებში.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ მადონა ასრულებს ჰიტს “Hung Up” მეათე ალბომიდან “Confessions on a Dance Floor”
MTV-ის მე-12 დაჯილდოებაზე, პორტუგალიაში.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ მადონას გამოსვლა Wembley Arena-ზე, მსოფლიო ტურნის "Confessions"-ის დროს, 2006-ში.
თავის შოუზე მადონამ კვლავ გამოიწვია უამრავი კამათი, რადგან გამოიყენა რელიგიური სიმბოლოები.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ 2003 წელს მადონამ თავისი პირველი საბავშვო წიგნი გამოუშვა "The English Roses",
მოგვიანებით კი ზღაპარი "Lotsa de Casha", სადაც მოთხრობილია იმაზე, რომ ფულით
შეუძლებელია სიყვარულისა და ბედნიერების ყიდვა.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ ეს კი ტური: Re-Invention, 2004 წ. მარცხენა ხელის მაჯაზე მომღერალს წითელი ძაფი აქვს,
რომელიც იუდაიზმის წარმომავლობის კაბალეს შესწავლის სიმბოლოა. კაბალისტიკამ მადონა 90-იანების
ბოლოდან გაიტაცა.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ მადონა თავის შვილებთან: ქალიშვილი ლურდესი, ვაჟიშვილები: როკო და დევიდი ბანდა, რომელიც
მან და რიჩიმ იშვილეს. ოპრას შოუში მადონამ თქვა, რომ დევიდი ჯანმრთელია და იზრდება მათ სახლში,
ლონდონში.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ მადონას ახალი ალბომის გამოსვლისას "Hard Candy", მან ნიუ-იორკში ჯასტინ ტიმბერლეიკთან
იმღერა დუეტში, 2008 წელს.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ მადონა და მისი ქმარი გაი რიჩი კანის კინოფესტივალზე. ისინი დაესწრნენ სტივენ სოდბერგის ფილმის
"ჩე"-ს პრემიერას. იმ ზაფხულს გავრცელდა ჭორები წყვილის დაშორების შესახებ, რომ მადონას
კალათბურთელ ალექს როდრიგესთან ჰქონდა რომანი. ეჭვები გამართლდა და 2008 წელს დაიწყო გაყრის
პროცესი.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ ჩრდილოეთი ამერიკის ტურნის "Sticky & Sweet" ფარგლებში, მადონას კონცერტი იყო პირველი მის
კარიერაში, რომელიც გაიმართა დენვერში.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ მადონა 2009 წელს ბრაზილიელ მოდელ ხესუს ლუსთან, მანჰეტენზე. პრესა იწერებოდა, რომ ისინი
ერთმანეთს W magazine-ის გადაღებების დროს დაუახლოვდნენ.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ 2009 წელს, მადონა მალავიში, ჩიხოტას დასახლებაში, სადაც საოცრად გულისყურით აკცირდებოდნენ
იქაურები მომღერალს.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ მადონა და მისი ნაშვილები ბიჭი მალავიში, როდესაც მისმა ფინანსურმა ფონდმა მოინახულა დასახლება.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ 2009 წლის ივნისში მალავის სასამართლომ დართო ნება და მადონამ 3 წლის გოგონა ჩიფუნდო მერსი
ჯეიმსი იშვილა.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ მადონამ მოინახულა დაზარალებული მუშები, რომლებიც დაშავდნენ სცენის მონტაჟის დროს მარსელში
კონცერტამდე, 2 მათგანი დაიღუპა.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

❖ და ბოლოს, მე-8 საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი ტურნე "Sticky & Sweet", ბარსელონაში
2009 წლის ივლისში.

მადონა -- ისტორია ფოტოებით

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

26


  • -Sally- თქვა:
    9 ივნისი 2012 17:55 - ID: 26,
    ძალიან მაგარი ნიუსია, მაგრამ მადონა არ მიყვარს. როგორ შეიძლება რელიგიური სიმბოლოების გამოყენება, მითუმეტეს ჯვრის ასეთი უპატივცემულობა. პოპულარობის გულისთვის ყველაფერს გამკეთებელია am fellow

  • amanda თქვა:
    3 ივნისი 2012 01:45 - ID: 25,
    Ggvantsa,

    კაი რაა,კაი რაა :D:D სკანდალების ხარჯზე იცი ვინ გახდა პოპულარული?გაგა მონსტრი ვერ ვიტან :@

  • 2 ივნისი 2012 21:16 - ID: 24,
    გიყვართ თუ არა მაინც მაგარი ქალია
    რაც შეეხება კოცნას აგილერამაც აკოცა რატომ არავის ახსოვს???
    ვერ ვხვდები დღემდე მეგობრები არიან ბრიტნი და მადონა <3

  • Ggvantsa თქვა:
    2 ივნისი 2012 19:58 - ID: 23,
    ეს ქალი მხოლოდ სკანდალების ხარჯზე გახდა პოპულარული, თორე ამისთანს "ნიჭიერი" მილიონია what რაღაცნაირი გახრწნილი, უზნეო ქალია angry

  • keetaa თქვა:
    2 ივნისი 2012 16:55 - ID: 22,
    ძალიან მაგარი ნიუსია და ძალიან გამიხარდა love მიყვარს ეს ქალი პოპის დედოფალი ნამდვილი!!!!!

  • aNn_♥_memi თქვა:
    2 ივნისი 2012 14:27 - ID: 21,
    ჩმთვის არაფერს წარმოადგენს what

  • barjakuzu თქვა:
    2 ივნისი 2012 14:20 - ID: 20,
    ახლაც ლეგენდაა ,მაგრამ დანარჩენს კიდევ დრო აჩვენებს!

  • leluchia თქვა:
    2 ივნისი 2012 12:40 - ID: 19,
    ძლიერი ქალია და ამიტომაც ვაფასებ. სიმღებეიც მომწონს უმეტესობა... როგორც პიროვნება არ მიყვარს what

  • Mother თქვა:
    2 ივნისი 2012 12:30 - ID: 18,
    კარგი ნიუსია

  • .NasTy. თქვა:
    2 ივნისი 2012 12:15 - ID: 17,
    ამ არსებას ქალი როგორ უნდა დაუძახო wink ?!

  • Kapa თქვა:
    2 ივნისი 2012 12:10 - ID: 16,
    es qali udaod nichieria da vafaseb, magram pirovnulad ar miyvars :)

  • CRiMiNAL თქვა:
    2 ივნისი 2012 12:06 - ID: 15,
    ძალიან მაგარი მომღერალია მაგრამ მე არ მიყვარს request
    ისე მუსიკის ისტორიაში ბევრი რამ შექმნა და ეს დასაფასებელია smile

  • Pretty Bitch თქვა:
    2 ივნისი 2012 12:00 - ID: 14,
    ლეგენდა მართლაცაა smile დიდი გზა განვლო რომ ბევრისთვის მიეღწია smile მართლაც რომ დასაფასებელი პიროვნებაა

  • koko :)) თქვა:
    2 ივნისი 2012 11:19 - ID: 13,
    კარგი ნიუსია :) მაგრამ ეს ბებერი არსება ყველაზე მეტად მეზიზღება :puke:

  • (:Kristen-Emma:) თქვა:
    2 ივნისი 2012 10:59 - ID: 12,
    კარგი ნიუსია love მაგრამ დიდად არ მიყვარს მადონა

  • ბაჭია♥ თქვა:
    2 ივნისი 2012 10:46 - ID: 11,
    მადონა მართლა ლეგენდაა მაგრამ მე ვერ ვიტან laughing

  • L I Z A თქვა:
    2 ივნისი 2012 10:09 - ID: 10,
    ძალიან საინტერესო იყო love

    Hungupionerra,
    ველით შენს ნიუსს winked love

  • kristi_ თქვა:
    2 ივნისი 2012 08:54 - ID: 9,
    ძალიან მაგარი ნიუსიაა love
    ხო მადონას რაც შეეხება რაღა თქმა უნდა ის პოპის დედოფალია , მაგრამ ეს ჩამოწელილი კანი + ცეკვა და უაზრო სიმღერები ამოვიდა ყელში.

  • D-) თქვა:
    2 ივნისი 2012 08:27 - ID: 8,
    ნიუსი ძაან მაგარია<3 <3 მაგრამ მადო ბებოს ვერ ვიტან...

  • amanda თქვა:
    2 ივნისი 2012 01:38 - ID: 7,
    ძაან კაი ნიუსია,როგორც მომღერალი მაგრად მომწონს,მართლაც რომ ლეგენდაა,მაგრამ როგორც ადამიანი არ მევასებაა:P

    ევიტას როლში საოცარია,ვგიჟდები მაგ მიუზიკლზე love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top