;
2 ივნისი 2012      kristi_     35 კომენტარი     ნანახია 6232-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ნაომი კემპბელი
ნაომი კემპბელი წარმოშობით ბრიტანეთიდანაა. კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. 1980-90 წლებში ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად მოდელად ითვლებოდა. სკანდალური იმიჯის მქონე 42 წლის ნაომის კარიერა ჯერაც არ დაუსრულებია. კემპბელი ცნობილია , როგორც საკმაოდ ფიცხი ქალბატონი , რამოდენიმეჯერ სასამართლოსაც კი ესტუმრა. დღესდღეობით ხვდება რუს ოლიგარქ ვლადისარ დორონინს.
ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი

კემპბელი დაიბადა სტრიტემის რაიონში,სამხრეთ ლონდონი, 22 მაისს 1970 წელს (42). ნაომის დედა წარმოშობით იამაიკელი მოცეკვავე იყო ვალერია მორისი. კემპბელი მამამ დაბადებამდე მიატოვა და შესაბამისად არც არასდროს უნახავს ის. ნაომიმ გვარი დედის მეორე ქმრისგან მიიღო. მამობილი მას საკუთარი შვილივით ზრდიდა. კემპბელს ჰყავს ნახევრაძმა.
ნაომი აფრო-იამაიკური და ჩინური წარმოშობისაა. ჰყავდა ბებია გვარად მინგი.
რამოდენიმე წელი ნაომი რომში ცხოვრობდა. იტალიაში დედა მუშაობდა , მაგრამ ვალერიას მოგზაურობა მოუწია და პატარა კემპბელი ბებიასთან დატოვა. 5 წლისას ჩაირიცხა ბარბარა სპიკის სასცენო სკოლაში. 10 წლის ასაკში შესძლო და იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თეატრის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა , სადაც ბალეტს სწავლობდა.

ნაომი კემპბელი

კემპბელი პირველად ბობ მარლის კლიპში "Is This Love"-ში გამოჩნდა 1978 წელს. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო საბავშვო სერიალ The Chiffy Kids-ის 2 სერიაში. ამავდროულად ნაომი ცეკვავდა მუსიკალურ ჯგუფ "I'll Tumble 4 Ya"-ში.
1986 წელს Beth Boldt-ის ხელმძღვანელმა ნაომი სავაჭრო ცენტრის ფანჯრიდან შენიშნა. გოგონა აკმაყოფილებდა ყველა იმ კრიტერიუმს ,რაც მოდელისთვის იყო საჭირო. 16 წლისს ელეს გარეკანი დაამშვენა. ნაომი უფროდაუფრო პოპულარული ხდებოდა. გამოდიოდა პოდიუმზე (Gianni Versace, Azzedine Alaïa, და Isaac Mizrahi) იღებდნენ ცნობილი ფოტოგრაფები (Peter Lindbergh, Herb Ritts, და Bruce Weber) ამ დროს გოგონა უმეგობრდება კრისტი ტარლინგტონსა და ლინდა ევანგელისტას. მათ ხშირად იღებდნენ ერთად.
ლინდამ და კრისტიმ დოლჩე და გაბანას პირობები წაუყენეს " თუ ჩვენთან ერთად არ მიიღებთ ნაომის, მაშინ ჩვენც არ ვიქნებით" 1987 წლის დეკემბერში ბრიტანული ვოგის გარეკანი დაამშვენა. ხოლო 1988 წლის აგვისტოს ფრანგულ ვოგიშიც გამოჩნდა. სხვათაშორის ის პირველი შავკანიანი მოდელი იყო , რომელიც ფრანგული ვოგის გარეკანზე აღმოჩნდა.

ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი

შემდეგ წელს ნაომი, ლინდა ევანგელისტა, კრისტი ტარლინგტონი, სინდი კროუფორდი პატიტზი წლის საუკეთესო სუპერმოდელებად დაასახელეს და ამერიკულ ვოგიშიც გადაიღეს. კემპბელს იღებენ ჯორჯ მაიკლის კლიპში "Freedom! '90".
მალე კრისტის, ლინდას, კლაუდიას, სინდისა და ნაომის ახალბედა ქეით მოსიც დაემატა. მათ დღემდე დიდ ექვსეულად მოიხსენიებენ.

ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი

1991 წელს ნაომის უკვე სუპერმოდელად მოიხსენიებენ. გამოდის ვერსაჩეს ჩვენებაზე კროუფორდთან, ტარლინგტონთან და ევანგელისტასთან ერთად ხელ ჩაკიდებული. იმავე წელს იღებენ მაიკლ ჯექსონის "In the Closet"-ის კლიპში.
1992 წელი კემპბელისთვის საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა , რადგან ის ჩნდება მადონას წიგნში "Sex". წიგნში საკმაოდ მრავლადაა გადაღებული პოპ დედოფლის, ბიგ დიდი ქეინისა და ნაომის შიშველი ფოტოები. ამავე წელს იღებენ ვოგის გარეკანზე, ისევ რამოდენიმე მოდელთან ერთად.

ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი

1993 წელს ნაომის 2 ჯერ იღებენ ამერიკული ვოგისთვის. ზუსტად ამ წელს მოხდა კემპბელის ცნობილი წაქცევა ვივიენ ვესტვუდის კოლექციის ჩვენების დროს.
მიუხედავდ ნაომის წარმატებისა ელიტ მოდელ მენეჯმენტი მას აგდებს მიზეზად სუპერმოდელის თანხების ბოროტად გამოყენებას ასახელებდნენ. ელიტის დამფუძნებელი ჯონ კასაბლანკასი კემპბელს შემდეგნაირად ღწერს:" უხეში... მასთან მუშაობა პირაპირ წარმოუდგენელია."
1994 წელს ნაომი უშვებს ბიოგრაფიულ წიგნს "გედი". ამით საზოგადოებაში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია , რადგან სუპერმოდელი ძალიან ბევრ თემაზე ღიად საუბრობდა წიგნი. ნაომი უშვებს ალბომს "სიყვარული და ცრემლები". სხვათაშორის რამოდენიმე სიმღერა ბრიტანეთის ტოპ 40 ჩარტში ხვდება. კემპბელი ასევე ბედს სცდის სამსახიო კარიერაშიც. მან პატარა როლი მიიღო
Miami Rhapsody და Spike Lee-ის გოგონა 6. მონაწილეობს New York Undercover-ის მეორე სეზონში.

ნაომი კემპბელი

1998 წელს სუპერმოდელების ეპოქა დამთავრდა. ნაომი ხშირად აღარ ჩნდება პოდიუმზე , თუმცა ის პირველად ხელს აწერს კონტრაქტს კოსმოპოლიტენის კოსმეტიკურ ბრენდს. გარდა ამისა გამოდის კემპბელის სუნამოები. ამ წელს გამოდის ვოგის ყველაზე ცნობილი გარეკანი , რომელსაც "თანამედრო მუზის" სახელით ვიცნობთ. 2001 წელს ჩნდება ბრიტანულ ვოგიში რეპერ პი. დიდისთან ერთად.
2002 წელს ნაომი გამოდის the victoria's secret fashion show-ზე. ვიესში კემპბელი 2005 წლამდე დარჩა.
42 წლის ნაომის დღესაც არ დაუმთავრებია კარიერა. მან რამოდენიმეჯერ წარმოადგინა სხვადასხვა დიზაინერების კოლექცია პოდიუმზე. თუმცა კემპბელი უფრო ხშირად ფოტოსესიებში გვევლინება.
სუპერმოდელს ორი ნიქნეიმი აქვს : შავი პანტერა და პოდიუმის დედოფალი,

ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი ნაომი კემპბელი

აქტივობა და საქველმოქმედო საქმიანობა

იმის მიუხედავად, რომ ნაომი ყველაზე ცნობილი შავკანიანი მოდელი იყო მას არასდროს არ ჰქონდა იმდენი მოწვევა და შემოსავალი , რამდენიც მის თეთრკანიან მეგობრებს. 1991 წელს მან განაცხადა: "მე შემიძლია ვიყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი და ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, მაგრამ ასე არ არის რადგან კანის ფერს მიწუნებენ"
1997 წელს განაცხადა : "ჟურნალები , რომლის გარეკანზე მე ვარ ბევრად წარმატებულად იყიდება , ვიდრე სხვა მოდელების. თუმცა სიტვაცია ისევ შეუცვლელია."
ბარაკ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ თქვა: შეიძლება შავკანიანი იყოს პრეზიდენტი, მაგრამ შავკანიანი მოდელები დღემდე იჩაგრებიან."
და მართლაც ნაომის "დაუფასებელი მოდელის" სახელიც კი ჰქვია.

სუპერმოდელი რამოდენიმე საქველმოქმედო ფონდში დღესაც უწყვეტლივ რიცხავს თანხას.
2005 წელს თვითონვე დაარსა ფონდი "ჩვენ გვიყვარს ბრაზილია." გარდა ამისა თავისივე ჩამოყალიბებული ფონდი აქვს , რომელიც ბავშვების განათლების პრობლემის გადაწყვეტას მოიცავს. ფონდს რამოდენიმეჯერ აქვს აშენებული სხვადასხვა ქვეყანაში სკოლა. პირველი სკოლა კი ნაომიმ იამაიკაზე ააშენებინა.
კემპბელი ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებსაც ეხმარება.
2007 წელს ბრაზილიის მერმა მას საგანგებო ჯილდო გადასცა და პირადად მადლობა გადაუხადა , რათა ეხმარება ბრაზილიის მოსახლეობას სიღარიბიდან თავის დაღწევაში.

2009 წელს მას საგანგებო ჯილდო მიენიჭა საპატიო პატრონაჟით სამების კოლეჯის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ საზოგადოებისგან თავისი საქველმოქმედო და პროფესიულ საქმიანობაში.
2010 წელს სარა ბრაუნმა თეთრი ლენტით დააჯილდობა განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

ნაომი კემპბელი

პირადი ცხოვრება
ნაომი არასდროს შეხვედრია მამას. ყოფილი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს ნელსონ მანდელას აქვს მოხსენიებული ვინმე კემპბელი. ნოლსონს ნაომი 1994 წელს შეხვდა. პრეზიდენტმა მას "საამაყო შვილიშვილი" უწოდა. მანდელას ხელშეწყობით იპოვნეს ძველი სურათები, სადაც კემპბელის მამას მიაგნეს. ნაომის მამა ჰუმანიტარული მისიით ჩასულა აფრიკაში და იქვე გარდაცვლილა.

სუპერმოდელის მეგობარი მამაკაცების სია გრძელია, თუმცა ის დაქორწინებული არასოდეს ყოფილა. 1980 წელს ნაომი ხვდებოდა ცნობილ ბოქსიო მაიკ ტაისონს. 1990 წელს რობერტ დე ნიროს ხვდებოდა. 1993 წელს U2 ბასისტს ადამ კლეიტონს. რამოდენიმე ხანი მოცეკვავე
ხოაკინ კორტესს ხვდებოდა. 1998 წელს ფორმულა ერთის შეჯიბრების ხელმძღვანელი Flavio Briatore-ს. 200 წლიდან ცნობილ ბიზნესმენ ბადრ ჯაფარსხვდებოდა. 2008 წლიდან სუპერმოდელი რუს ოლიგარქ ვლადისლავ დორონინთან ერთადაა. ისინი მოსკოვში ცხოვრობენ. გავრდელებული ჭორების თანახმად წყვილი მალე დაქორწინდება კიდეც.


ნაომი კემპბელი
ნაომი კემპბელი
(ვლადისლავ დორონინმა ნაომის კუნძული აჩუქა)

სუპერმოდელის ნარკოდამოკიდებულება 1994 წლიდან დაიწყო. 1999 წელს მან მკურნალობა დაიწყო. 2003 წელს უკვე "განკურნებული" ნაომი რამოდენიმეჯერ შენიშნეს ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ მყოფი. თუმცა მან ყველაფერი უაყო და განაცხადა , რომ ის უკვე კარგა ხანი არ მიკარებია მას და არც არასდროს გააკეთებს ამას.
ნაომი ცნობილია , როგორც ფიცხი ქალბატონი. რამოდენიმეჯერ დაულეწავს პაპარაცისთვის კამერა. ალბათ ამიტომაა , რომ სუპერმოდელს ინტერვიუს ასაღებად აღარ იწვევენ.
კემპბელს 3-ჯერ ჰყავს მოახლე ნაცემი. ის ქალბატონებს ტელეფონებსა და სხვა ნივთებს ესროდა. ზუსტად ამიტომაა , რომ ნაომიმ რამოდენიმეჯერ სასამართლო დარბაზშიც შეიარა. მაგრამ უკვე დიდი ხანია მსგავსი სკანდალებში კემპბელი არ გახვეულია, ის თავის საქმროსთან ერთად ტკბება ცხოვრებითა და მილიარდებით.
დღემდე კემპბელი ყველასათვის საყვარელ სუპერმოდელად რჩება

ნაომი კემპბელი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

35


  • zula თქვა:
    4 ივნისი 2012 10:22 - ID: 35,
    ნაომიი ვაუუუ love

  • paradise. თქვა:
    3 ივნისი 2012 13:26 - ID: 34,
    მმ ნაომიი love love

  • kristi_ თქვა:
    3 ივნისი 2012 12:29 - ID: 33,
    Mari Glonti,
    Salome-Ts,
    love მადლობა დიდი ორივეს

  • Salome-Ts თქვა:
    3 ივნისი 2012 10:21 - ID: 32,
    kristi რა კარგიი სიახლეები გაქვს love მომწონს ნაომი <3

  • Mari Glonti თქვა:
    3 ივნისი 2012 00:36 - ID: 31,
    სუპერ ნიუსია კრისტი love
    ნაომი 9ანებში მაგარი ქალი იყო და სიარულიც შესაფერისი ქონდა პოდიუმზე
    ახლა რაღაც აღარ მომწონს გაფუჭდა მაინც ასაკის ბრალია

  • ninikoo თქვა:
    3 ივნისი 2012 00:10 - ID: 30,
    მაგარი ქალიაა love

  • kristi_ თქვა:
    2 ივნისი 2012 23:35 - ID: 29,
    miss crazy,
    lalaa,
    barjakuzu,
    მადლობააააააა love love

  • Nat.. თქვა:
    2 ივნისი 2012 23:33 - ID: 28,
    აი უმაგრესი ქალია <3 უნაკლოა, სახეც ძალიან ლამაზი აქვს ...

  • tamusi19 თქვა:
    2 ივნისი 2012 22:21 - ID: 27,
    მაგარი ქალიაა :) love

  • kotiko თქვა:
    2 ივნისი 2012 22:14 - ID: 26,
    უმაგრესი ტანი აქვს მაგრამ სახეზე არ მომწონს fellow

  • marshall თქვა:
    2 ივნისი 2012 22:08 - ID: 25,
    დიდი არაფერი : )) )

  • barjakuzu თქვა:
    2 ივნისი 2012 22:04 - ID: 24,
    ეს არის მართლა სუპერმოდელი!!! ნიუსი სუპერ!

  • lalaa თქვა:
    2 ივნისი 2012 21:26 - ID: 23,
    kristi_,
    გილოცაავვ ენჯელობაას <3333 არაჩვეულებრივი ნიუსიაა love ნაომი ნუ აი არ ვიცი შავი პანტერაა love feel

  • miss crazy თქვა:
    2 ივნისი 2012 21:18 - ID: 22,
    Mari__Angel,

    ხო მართალი ხარ წარმოიდგინე ნაომის და მაგ რუსი ოლიგარქის შვილი რა ულამაზესი იქნება wassat ნეტა გააჩინოს მართლა ძაან მინდა
    ნაომი ყველაზე მაგარი მოდელია ვინც ოდესმე დაბადებულა

    PS: კარგად გაკეთებული "ნიუსია" მაგარი იყო love


  • SuZiii თქვა:
    2 ივნისი 2012 21:15 - ID: 21,
    ჩემიი სილამააზეე. ერთადერთი და განუმეორებელიიიიიიიი !!!!! love

  • kristi_ თქვა:
    2 ივნისი 2012 20:41 - ID: 20,
    taakko,
    love მადლობა დიდი

  • taakko თქვა:
    2 ივნისი 2012 20:23 - ID: 19,
    მაგარი ნიუსია დზალიაან,ნაომიი ხომ საერთოოდ,ეგეთი მეორე არ არსებოოობს და კანის ფერს რა მნიშვნელობა აქვს უმაგრესიაა ულამაზესი და რავიციი რაა love love

  • kristi_ თქვა:
    2 ივნისი 2012 20:21 - ID: 18,
    Johnny depp,
    მადლობა მადლობა მადლოაააააააააააააააააა love

  • Johnny depp თქვა:
    2 ივნისი 2012 20:18 - ID: 17,
    გილოცავვ!!! საყვარელო ძაან გამხიარდა ენჯელი რომ გახდი აი მთელი გულით გგულშემატკიოვბდიი!!!!!

    ნამოიი სუპერ ქალია ჩმეთვის როოგორიი ხასიათიც არ უნდა ქონდეს მაინც მაგარი ქალიიიაა!!!

    ნიუსიი ძალიან ძალინა ძალიან მაგარი იყო !

  • ninuccaa თქვა:
    2 ივნისი 2012 19:46 - ID: 16,
    მაგარი ქალია

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top