;
5 ივნისი 2012      Ancho.     23 კომენტარი     ნანახია 5095-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა
ბავშვობიდან -- დღემდე

დრიუ ბერიმორი მსახიობების ოჯახიდან გამოვიდა და უმალვე მოიპოვა ამერიკელების სიყვარული.
ერთადერთი, ველურმა ჰოლივუდმა აიძულა წასულიყო ნარკოტიკების მიმოქცევაზე, ალკოჰოლის
მოხმარებასა და არამყარ ურთიერთობებზე. დრიუმ ეს ყველაფერი გაიარა და მაინც მწვერვალზე
მოექცა, რითიც დაამტკიცა, რომ ნამდვილი, ნიჭიერი ვარსკვლავია!

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ სტივენ სპილსბერგის ფილმით «Е.Т.»(1982) ბერიმორი უკვე ვარსკვლავი გახდა.
7 წლის დრიუმ ითამაშა მთავარი გმირის და, რომელიც უმეგობრდება და ცდილობს დაიცვას
დედამიწაზე შემთხვევით მოხვედრილი უცხოპლანეტელი.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ დრიუ "ღამის შოუ"-ში მიიწვიეს, რომლის წამყვანიც ჯონი კარსონი იყო.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 1984 წელს, ბერიმორი გადაირეს ფილმში Firestarter, ტრილერში, რომელიც გადაღებულ
იქნა სტივენ კინგის რომანის მიხედვით.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ რაიან ონილთან და შელი ლონგთან ერთად, 1984 წელს ბერიმორმა იმონაწილევა კომედიაში
Irreconcilable Differences. ფილმმა არც ისე ცუდი წარმატება მოიპოვა, მითუმეტეს დრიუსთვის,
ის დასახელებულ იქნა ნომინაციაში ოქროს გლობუსზე.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 1987 წელს თეთრ სახლში, ნენსი რეიგანი შეხვდა მსახიობს, მას შემდეგ რაც დაასრულა მოხსენება
ბავშვებისგან ნარკოტიკებზე თავის შეკავების თემის შესახებ. ბერიმორი ეწეოდა მარიხუანას 10 წლის
ასაკში, კოკაინს იყნოსავდა 12 წლის ასაკში, რეაბილიტაციის შემდეგ კი კოკაინს ნიუ-იორკის ღამის კლუბის
ტუალეტში იღებდა.


დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ მას ჰქონდა პატარა რომანი კორი ფელდმანთან, 1989-90 წლებში. 16 წლის ასაკში დანიშნული იყო
ლელანდ ჰოვარდზე, ამ ურთიერთობის დამთავრების შემდეგ კი ცოლად გაყვა მსახიობ ჯემი უოლტერსს
1992-ში. თუმცა ქორწინება 1 წელიწადში დასრულდა.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 1990 წელს მან დაწერა ავტობიოგრაფია "პატარა დაკარგული გოგონა", სადაც აღწერდა ჰოლივუდის
რთული ბავშვის ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ ცხოვრებას:
"სიგარეტის მოწევა მე დავიწყე 9 წლის ასაკში, 10 წლისა დავხეტიალობდი კლუბებში, რამენადაც ეს 10 წლის
ბავშვისთვის იყო შესაძლებელი. როდესაც მე ვიყავი 10,5 წლის, მოვხვდი ოთახში, სადაც მოზრდილი ადამიანები
მარიხუანას ეწეოდნენ. მე გასინჯვა მოვისურვე, არც მათ მითხრეს უარი:"რა თქმა უნდა, სასაცილო იქნება პატარა
დაბოლილი გოგონა". როგორც იქნა, მე ეს ყველაფერი მომბეზრდა და დამარცხებულმა გონებამ მითხრა: "თუ
მარიხუანა სასაცილოა, სცადე რაიმე სხვა, მაგალითად კოკაინი, ეს უფრო საინტერესო იქნება. ყველაფერი ხდებოდა თანდათანობით" -გამოტყდა ვარსკვლავი.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 1992 წლის კრიმინალურ დრამაში Guncrazy, ბერიმორმა მოზარდი გოგონა განასახიერა,
რომელიც კლავს სექსუალურად შეპყრობილ მამას.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 1992 წლის ტრილერში Poison Ivy მსახიობმა ცუდი გოგონას როლი შეასრულა. ფილმში
მისი გმირი არის გოგონა, რომელიც აცდუნებს მეგობრის მამას და კლავს მის დედას, ყველაფერს
კი თვითმკვლელობას აწერს. დრიუ მეექვსე ადგილზე გავიდა ცუდი გოგონების რეიტინგში.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 1993 წელს მონაწილეობას იღებს ფილმში The Amy Fisher Story. ფილმში მოთხრობილია
იმ მოვლენების შესახებ, რაც მოყვა თავმბრუდამხვევ სიყვარულს მთავარი გმირის ემი ფიშერისა
და ჯოი ბუტაფუკოს შორის, რომელიც აღიარებს საკუთარი ცოლის მკვლელობას.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 1994 წელს, ფილმში Bad Girls ბერიმორმა ითამაშა ყოფილი მეძავი ქალი, რომელიც
გაქცეულია ენდი მაკდაუელთან, მერი სტიუარტ მასტერსონთან და მადელინ სტოუსთან ერთად.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ ბერიმორი ცოტა ხნით დაქორწინებული იყო ბარის მეპატრონე ჯერემი ტომასზე.
ისინი დაქორწინდნენ 1994 წელს ჯერემის ბარში სახელწოდებით "ოთახი". დრიუ 19 წლის იყო,
ჯერემი 32-ის. ბერიმორი მას 5 კვირის შემდეგ გაეყარა.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 1995 წელს, დრიუ ბერიმორმა ვუპი გოლდბერგთან ერთად ითმაშა ფილმში Boys on the Side.
ფილმში მოთხრობილია სამ ქალზე, რომლებიც მოგზაურობენ ქვეყნის ფარგლებში. დრიუს კი ორსული
ქალის როლი შეხვდა, რომელიც ცდილობს გაექცეს ნარკოდილერ-შეყვარებულს.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 1997 წლის ფილმში The Wedding Singer ადამ სენდლერის გმირის-საქორწილო მომღერლის
პოტენციურ სიყვარულს, სწორედ დრიუ წარმოადგენს. ფილმი ადაპტირებულ იქნა მიუზიკლად.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 1995 წელს დრიუმ და მისმა პარტნიორმა ნენსი ჯოვანემ დაარსეს კომპანია Flower Films და
1999 წელს გამოვიდა პირველი ფილმი Never Been Kissed. დრიუ 25 წლის გაზეთის რედაქტორია,
რომელსაც არასდროს ჰქონია სერიოზული ურთიერთობა კაცთან.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 1995 წელს დრიუ ბერიმორი «Playboy»-ს გარეკანზე აღმოჩნდა. ეს არ ყოფილა პირველი
შემთხვევა, რომ მსახიობს პუბლიკისთვის სხეული უჩვენებია. ის უკვე 5 ფილმში იყო გაშიშვლებული.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 2000 წელს გამოვიდა ფილმი "ჩარლის ანგელოზები", სადაც მსახიობი კამერონ დიაზთან და
ლუსი ლუისთან ერთად მებრძოლ ქალად მოგვევლინა. მან ასევე, ფილმის პროდუსერობა შეითვისა.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ ხალხი ამბობდა, რომ დრიუსთვის სასიყვარულო რომანები მუდმივად იქნებოდა. ასეც იყო.
მსახიობმა კომიკოს ტომ გრინთან დაიწყო სიარული. წყვილი 2000 წელს დაქორწინა. დრიუ იყო
მის გვერდით, როცა ტომი განიკურნა კიბოსგან. 5 თვის შემდეგ ისინი დაშორდნენ.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 2001 წლის ფილმში Riding in Cars with Boys დრიუ განასახიერებს ახალგაზრდა ქალს,
რომელმაც გადაიტანა დაუგეგმავი ორსულობა ნარკომანთან ურთიერთობის გამო, რომელმაც მისი
კარიერაც დაღუპა.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ "ჩარლის ანგელოზების" ვარსკვლავები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე:
Charlie's Angels: Full Throttle(2003) დრიუმ დაარწმუნა დემი მური მიეღო მონაწილეობა
ფილმში. "ჩვენ ყველაფერზე ვიყავით წამსვლელები-ამბობდა იბნტერვიუში-ჩემთვის დიდი ბრძOლა
იყო დემი მურის დარწმუნება".

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ ჰოლივუდის ცნობილ ხეივანში მსახიობმა ვარსკვლავი დაიმსახურა, 2004 წელს.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 50 First Dates -- ეს 2004 წლის რომანტიული კომედიაა, სადაც დრიუს მეწყვილე
ადამ სანდლერი გახდა. გოგონას ამნეზია სჭირს, მას მხოლო 1 დღის მახსოვრობა აქვს, ადამის
გმირი კი ყველა ხერხით ცდილობს დაამახსოვროს მას თავისი თავი და საბოლოოდ გამოუვა კიდეც.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 2004 წელს დრიუ კორტნი ლავის როლში მოგვევლინა სატირაში A Very Special Valentine's Versace
-Saturday Night -სათვის.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ დრიუმ გაახმოვანა მულტფილმში Family Guy გრიფინის მეგობარი, მხოლოდ 8 სერიაში.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ Fever Pitch- 1997 წლის ამავე სახელწოდების ფილმის ადაპტაციაა, გამოსული 2005 წელს.
რომანტიულ კომედიაში, სკოლის მასწავლებელს უყვარდება ბერიმორის გმირი-საქმიანი ქალი.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 2007 წელს, დრიუ გახდა კოსმეტიკური საშუალებების ფირმის «CoverGirl»-ის სახე.
ის კრეატიული დირექტორია ფირმის ყველა სარეკლამო რგოლის.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 2007 წლის მაღალი მოდის კვირეულზე, კალვინ კლეინის ჩვენებაზე დრიუმ საკუთარი თავი
განუმეორებლად წარმოაჩინა, გასაოცარი მაკიაჟითა და შავი მაღალყელიანი კლასიკური პიჯაკით.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ დრიუ ბერიმორი და ერიკ ბანი ფილმში Lucky You. ახალგაზრდა ონლაინ პოკერის მოთამაშე
ცდილობს ლას-ვეგასის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას. დრიუ ასევე ამ დროს სტუმრობს ქალაქს
და უყვარდება მისი გმირი.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ ბერიმორი და მსოფლიო ჩემპიონი მარათონულ სირბილში პოზირებენ ვაშინგტონის პრეს-კონფერეციაზე.
ის 2007 წელს ორგანიზაციის ელჩი გახდა და განაცხადა: "არ შეიძლება იოცნებო იმაზე მნიშვნელოვან რამეზე,
როგორიცაა რომ დაინახო, მსოფლიოში არცერთი ბავშვი არ იყოს მშიერი."


დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ დრიუ კითხულობს ჰიუ გრანტის სიმღერას ფილმში Music and Lyrics. მსახიობმა მოხიბლა
კინოს მოყვარულები და კრიტიკოსები, არამარტო თამაშით არამედ ხმითაც.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ მსახიობი შეუერთდა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონს ღონისძიებაში: "Clinton Global Initiative".

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ დრიუ გადაიღეს 2009 წლის კომედიაში He's Just Not That Into You. ფილმში რამოდენიმე
პირველი კლასის მსახიობი მონაწილეობს: სკარლეტ იოჰანსონი, ბენ აფლეკი, ჯენიფერ ენისტონი და
ბრედლი კუპერი.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ დრიუმ ფილმის შემდეგ შეხვედრა დაიწყო ჯასტინ ლონგთან. წყვილის ურთიერთობამ 1 წელს გასტანა.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ დრიუმ იმონაწილევა Grey Gardens-ში, რომელიც არხ HBO-ზე ყველაზე პოპულარულ სერიალად
დასახელდა.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ ამავე ფილმის პრემიერაზე დრიუ ლონგთან ერთAდ გამოცხადა და თქვა: "მე მას ვაღმერთებ".

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ ამ ფილმის პარტნიორთან ერთად დრიუ - ოქროს გლობუსზე. მსახიობს ედიტ ბუვი ბილის როლის გამო
მოუწია მთელი წელი აქცენტის დახვეწა სპეციალურ მასწავლებელთან.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ მსახიობი გვაჩვენებს თავის შესაძლებლობებს კამერის უკან, გადაღებებზე ფილმისა Whip It.
ის რეჟისორადაც და მსახიობადაც მოგვევლინა და თქვა რომ უყვარს ფილმები ნიჭიერ გოგონებზე.

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

✪ 2010 წელს ჯასტინ ლონგთან ერთად იმონაწილევა ფილმში Going the Distance
✪ 2012 წელს კი Big Miracle
სულ ეხლახანს კი გათხოვდა უილ კოპელმანზე

დრიუ ბერიმორის ცხოვრებისეული გზა

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

23


  • salomesalo თქვა:
    12 ივლისი 2012 19:02 - ID: 23,
    უსაყვარლესია :)))

  • Anouki)))) თქვა:
    7 ივნისი 2012 12:56 - ID: 22,
    love

  • Mari.♫ თქვა:
    6 ივნისი 2012 17:37 - ID: 21,
    როგორ მიყვაააააააააააააააარსსს <33333333

  • Ancho. თქვა:
    5 ივნისი 2012 19:41 - ID: 20,
    Anch_Bey, love
    ta_mo love
    ანჩ და თამ მადლობთ უსაყვარლესებო!
    Ms.Casillas, love
    Mari Glonti, love
    lalaa, love
    ninuccaa, love
    მადლობთ:*
    keetaa,
    ქეთაჩკა მადლობა უსაყვარლესო დავალებული ვარ შენგან:*
    Ann_J,
    ჩემო ანა, მილიონჯერ უკეთესი ნიუსების ავტორო:*მიყვარხარ!

  • Ann_J თქვა:
    5 ივნისი 2012 19:11 - ID: 19,
    დრიუ მიყვარს ძაან... რაღაცნაირად კაი ტიპია...
    ჩემო ანაჩკა о боже мои სუპერ ნიუსია
    love

  • mariam.. თქვა:
    5 ივნისი 2012 18:41 - ID: 18,
    რამდენი რომანი ჰქონიაა :D მიუხედავდ ყველაფრისა მიყვარს ეს მსახიობი. 50 First Dates-ს ყურება არ მბეზრდება <33

  • natalia_merlin18 თქვა:
    5 ივნისი 2012 18:27 - ID: 17,
    როგორ მიყვააააააააარს love

  • popkorni თქვა:
    5 ივნისი 2012 18:11 - ID: 16,
    dzalian momwons... sayvarelia

  • taakko თქვა:
    5 ივნისი 2012 17:21 - ID: 15,
    https://www.facebook.com/pages/fashion/110874215687404 დამეხმარეთ რა და დაალაიქეეთ გვერდი

  • ninuccaa თქვა:
    5 ივნისი 2012 17:06 - ID: 14,
    დრიუ ბერიმორი ძალიან მიყვარს მადლობა ანჩო ბევრი რამე გავიგე მასზე love love love

  • lalaa თქვა:
    5 ივნისი 2012 17:04 - ID: 13,
    ჩარლის ანგელოზებიდან მიყვარს ეს გოგო მე <333 უსაყვარლესია love ძალიან კარგი ნიუსია

  • KoGHo თქვა:
    5 ივნისი 2012 16:29 - ID: 12,
    მომკალით და ეს ადამიანი ანტიფათიას იწვევს ჩემში.

  • Lindsay თქვა:
    5 ივნისი 2012 16:18 - ID: 11,
    რა ლამაზიაა ეს ოხერი wink love
    სახე სულ უცინიიის... ))მიყვაააარს love

  • tamo თქვა:
    5 ივნისი 2012 16:17 - ID: 10,
    უსაყვარლესია

  • tagunia თქვა:
    5 ივნისი 2012 16:14 - ID: 9,

    k

  • anii:):):) თქვა:
    5 ივნისი 2012 16:10 - ID: 8,
    მართლა ნიჭიერი და უსაყვარლესი ქალია love

  • Mari Glonti თქვა:
    5 ივნისი 2012 15:47 - ID: 7,
    უსაყვარლესია love ზუსტად წეღან ვუყურებდი fever pitchs ბანალურია და დიდი არაფერი მაგრამ დრიუ ძალიან მომეწონა love

    სუპერ ნიუსია love

  • aNn_♥_memi თქვა:
    5 ივნისი 2012 15:41 - ID: 6,
    ძან საყვარელი გოგოოოოა love
    ჩარლის ანგელოზებში მომწონს love

  • keetaa თქვა:
    5 ივნისი 2012 15:35 - ID: 5,
    უსაყვარლესი ქალია ბევრი კინო არ მაქვს ნანახი რამდენიმე მარტო აი ჩარლის ყველა ვიცი და მე და ჩემი დაქალები ვთამაშობდით ხოლმე მე ლუსი ლუ ვიყავი :D:D ამნეზია რო აქვს ეგ ვიცი და კიდე Fever Pitch :) ბავშვობაში ულამაზესი იყო ეხლა პირი მოეღრიცა მაგრამ მაინც უსაყვარლესია <3 ფლეიბოის გარეკანზე რა საყვარელია... ბრწყინვალე ნიუსია როგორც ყოველთვის ანჩი ქალჩი :D love ბედნიერებას გისურვებ დრიუ შენი წყალი გადმომესხას ოღონდ ერთხელ გავთხოვდე :)))

  • Ms.Casillas თქვა:
    5 ივნისი 2012 15:31 - ID: 4,
    ნიუსი ძალიან კარგია.

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top