;
27 ნოემბერი 2015      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 4262-ჯერ

ცივ სეზონზე მოდური ქალბატონებისთვის სასურველი სამოსი, არა მარტო მოდური, არამედ კომფორტული და თბილი უნდა იყოს. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა არა რადიკალური გაგებით! ნებისმიერ სეზონზე უნდა მოიძებნოს გზა თქვენი სასიამოვნო ლუქის შესაქმნელად. არ შეიქმნათ დისკომფორტი და ნუ მოერიდებით თბილ სამოსს. გაამრავალფეროვნეთ თქვენი ყოველდღიური ლუქები განსხვავებული ფერისა და ფორმების შარვლებით, პალტოებითა და აქსესუარებით. წინ შთამაგონებელი ლუქები გელით!
Tags:
25 ნოემბერი 2015      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 5306-ჯერ
Bang bang, the fringe is back!
ზამთრის სეზონის აქტუალური beauty-ტრენდი ვარცხნილობაში: ჩოლკა
რჩევა: როგორი ჩოლკა მოგიხდებათ სახის ფორმიდან გამომდინარე

შეამჩნევდით, რომ მრავალი სელებრითი ზაფხულის სეზონის შემდეგ გრძელ და ტალღოვან თმას დაემშვიდობა და მოკლე ვარცხნილობას მიანიჭა უპირატესობა. ყველას სურს განაახლოს ვარცხნილობა ზამთრისთვის, თუმცა დიდი დანაკარგის გარეშე... ამიტომაც ჩოლკა ოპტიმალური და მოდური გამოსავალია. ამ მცირე დეტალს დიდად შეუძლია ლუქის შეცვლა. ყველაზე აქტუალურს კი 1970' სტილში შესრულებული ვარცხნილობა წარმოადგენს: გრძელი ტალღოვანი თმა და თავისუფალი ჩოლკა.

ფრანგი ქალბატონები ასეთი ვარცხნილობის ნამდვილი ექსპერტები არიან. მარიენ ფეითფული, ჯეინ ბირკინი, ბრიჯიტ ბარდო - მათი ვარცხნილობა ფრანგული ხასიათის შესაბამისად მუდამ ძალდაუტანებლად დახვეწილად გამოიყურებოდა.

Tags:
1 ნოემბერი 2015      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 7313-ჯერ

მათთვის , ვისაც არ უყვარს ერთფეროვნება და პრიორიტეტს ფერთა შეხამებას ანიჭებს, გთავაზობთ საუკეთესო ფერთა კომბინაციებს. განსხვავებული და გამორჩეული ლუქის მისაღწევად სწორად უნდა შეარჩიოთ სამოსის ფერები. მკვეთრი ფერების შეხამება უფრო თვალისმომჭრელ ეფექტს მოგანიჭებთ.
იხილეთ 7ფერის კომბინაცია , რომლებიც შემოდგომას ყველაზე მეტად უხდება!
Tags:
13 ოქტომბერი 2015      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 6486-ჯერ
მიმზიდველობის საიდუმლო ყველა ქალბატონს აქვს. ინდივიდუალური სტილის პოვნისას, იკვეთება ის გამორჩეული ელემენტები, რომლებიც გეხმარებიან საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში. რას ფიქრობენ მამაკაცები თქვენს სტილზე, რთულად წარმოსადგენია, თუმცა არსებობს მეცნიერული დაკვირვებების შედეგად ჩამოყალიბებული აზრი, თუ რა არის მათთვის მიმზიდველი. ამჯერად, მიმზიდველ სამოსზე ვსაუბრობთ, რომლებიც მათთვის საინტერესოა. Harpers Bazaar-ის 7 ჩამოყალიბებული პუნქტი , წარმოგვიდგენს ელემენტებს, რომლებიც ქალბატონს უფრო მიმზიდველს ხდის.
Tags:
2 ოქტომბერი 2015      TataNakani     3 კომენტარი     ნანახია 7581-ჯერ
იყო ყველასგან განსხვავებული, ეს მოდური ქალბატონის მთავარი მოტივაციაა.
შინაგანი სამყაროს წარმოსაჩენად, კომფორტული ლუქის შესაქმნელად და გამორჩეულობის შეგრძნებისათვის ინდივიდუალური სტილის გადახალისება აუცილებელია. გთავაზობთ რჩევებს, იმისათვის რომ თქვენი უნიკალური სტილი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს.

Tags:
1 ოქტომბერი 2015      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 8059-ჯერ
გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცა ეს რეალობას ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება. არ არსებობს ჩარჩოები, რომლებშიც თავისუფალი, განათლებული და მიზანდასახული ადამიანები მოექცევიან. მამაკაცების გემოვნებაზე საუბარი ბევრად უფრო რთულია, რადგან ხშირად გაუგებარია მათი რეაქცია კონკრეტულ საკითხზე. ქალბატონებისათვის, რომელთაც არ იციან როგორ მოაწონონ თავი საყვარელ ადამიანებს, წარმოგიდგენთ ტიპობრივ, აქტუალურ ტრენდებს, რომლებიც მამაკაცების უმეტესობას მოსწონთ. საინტერესო და განსხვავებული ქალბატობის სტილი მამაკაცისთვის შესამჩნევია, ეცადეთ იყოთ უფრო მეტად ინდივიდუალურები , ტრენდები ამაში აუცილებლად დაგეხმარებიან.
იხილეთ აქტუალური 10 ტრენდი, რომლებიც მამაკაცებს მოსწონთ.

Tags:
1 ოქტომბერი 2015      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 3957-ჯერ
საშემოდგომო ტენდენციებზე უკვე მრავალი სიახლე წაიკითხეთ და მოდის სახლების კოლექციებიც იხილეთ. თუმცა რა ხდება პრაქტიკაში? თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რა არის თქვენთვის ყველაზე საჭირო სამოსი საშემოდგომო სეზონისთვის, ამისთვის დამატებით რჩევებს წარმოგიდგენთ. ექსპერტების აზრით, საშემოდგომოდ აუცილებელი სამოსის სია გრძელი არ არის, მთავარია, ტრენდები თქვენს სტილს მოარგოთ. არ დაკარგოთ ინდივიდუალური სტილი და ამავდროულად გაიზიარეთ მოდური ტრენდები. საშემოდგომო სეზონი კომფორტულად, მოდურად და თავდაჯერებულად უნდა გაატაროთ. იხილეთ ყველაზე აქტუალური საშემოდგომო ტრენდები და მილანის მოდის კვირეულის ქუჩის სტილი თქვენი შთაგონებისათვის.

Tags:
13 სექტემბერი 2015      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 4717-ჯერ
საშემოდგომო სეზონისთვის მოდურ ქალბატონებს შთაგონება სჭირდებათ!
2015 წლის მოდის კვირეულებზე ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზსა და მილანში შემოდგომის სეზონის მთავარი ტენდენციები გამოვლინდა. მოდის სახლების კოლექციებში 7 ტენდენცია ჭარბობდა. მოდური ქალბატონებისათვის სეზონის აქტუალური ტენდენციების შესახებ ინფორმაცია საჭირო და სასარგებლოა. თქვენი შთაგონებისათვის წარმოგიდგენთ - რა არის ამ სეზონის მთავარი და აუცილებელი სამოსი, უცვლელი ტენდენცია და კომფორტული ლუქი.
7 აქტუალური ტენდენცია 2015 წლის საშემოდგომო სეზონისათვის
Tags:
12 სექტემბერი 2015      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 5403-ჯერ
ახალი სეზონი დაიწყო!
საშემოდგომო სეზონი დატვირთული და შრომატევადი იქნება. გაეცანით იდეებს, გაითვალისწინეთ რჩევები და ყოველდღიურ ვარხნილობაზე ბევრი ფიქრი აღარ დაგჭირდებათ. . მოდური ვარცხნილობების დახმარებით თქვენი ყოველდღიური რუტინა შემსუბუქდება და ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესო გახდება. მოდის კვირეულებზე მოდის სახლებმა საშემოდგომო ვარცხნილობების იდეები წარმოგვიდგინეს. Giambattista Valli; Rochas; Narciso Rodriguez; Balmain; Chanel; Michael Kors; Dior; Carolina Herrera და სხვა მოდის სახლები 2015 წლის საშემოდგომო სეზონისათვის 9 მოდურ ვარცხნილობას გვთავაზობენ.
Tags:
10 სექტემბერი 2015      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 5537-ჯერ
მოდა თუ სტილი?!
მოდა საინტერესო ცხოვრების ელემენტია. სტილი ინდივიდუალურობის გამომხატველი ნიშანი. რა არის ის ძირითადი მახასიათებელი, რომელიც მოდურ ქალბატონებს აერთიანებთ? როგორ შეიძლება შეივსოს ლუქი საინტერესო ელემენტით და როგორ ხდება მოდური ქალბატონის სტილი განსხვავებული და გამორჩეული- რჩევები და რეკომენდაციები სტილის გამორჩეული ელემენტების შესახებ.
Tags:
23 აგვისტო 2015      Medea♥     7 კომენტარი     ნანახია 3643-ჯერ
angel.ge და კულინარიული ბლოგი cookingblog4u.blogspot.com აგრძელებენ საერთო პროექტს "Simple Cooking" . ორცხობილები ძალიან მარტივად მოსამზადებელი დესერტი და წასახემსებელია. მისი სამსახურში, სასწავლებელში, პიკნიკზე წაღება მოსახერხებელია. ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში რამდენიმე დღე შეგიძლიათ შეინახოთ. პროექტის წინა სტატიები: 1) 5 იდეა ლანჩისა და სნექებისთვის 2) 5 რეცეპტი საუზმისთვის

Simple Cooking: ორცხობილები (cookies)
Tags:
10 აგვისტო 2015      TataNakani     3 კომენტარი     ნანახია 6809-ჯერ
საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ გატეხილი გულის მიღმა, ახალი და საინტერესო ცხოვრებაც იწყება. არავინ აკონტროლებს თქვენს ჩვევებსა და სურვილებს, უფრო მეტი თავისუფალი დრო გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ დაიძინოთ დიდი ზომის ღამის პერანგით და რაც ყველაზე მთავარია, ჩნდება პოტენციალი თქვენს ცხოვრებაში სხვა ადამიანი შემოვიდეს. ეს ყველაფერი მარტივად ჭღერს, თუმცა მიუღწეველი არაფერია. ტირილის ნაცვლად, ჯობს დრო თქვენს თავს დაუთმოთ და ახალი ცხოვრების შესაძლებლობები გაიაზროთ. მარტოხელა მოდური ქალბატონების ცხოვრება 10 ნივთის გარეშე წარმოუდგენელია, მითუმეტეს ზაფხულში! 10 აუცილებელი ნივთი მარტოხელა ქალბატონებისათვის.
Tags:
8 აგვისტო 2015      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 6990-ჯერ
მომავალო პატარძლებო, აირჩიეთ საუკეთესო ვარცხნილობა თქვენი გამორჩეული დღისთვის!
ქორწილის სამზადისში პატარძლისთვის უამრავი საფიქრალი ჩნდება: კაბა, მაკიაჟი, სტუმრები, დეკორაცია, მეჯვარეები, და სხვა.. სია არ სრულდება, თქვენ კი ყველაფერზე კონცენტრაცია გიჭირთ. ერთი პრობლემის უცბად მოგვარებაში ჩვენ დაგეხმარებით. გთავაზობთ წითელ ხალიჩებზე წარმოდგენილ ვარსკვლავთა ვარცხნილობებს, რომლებიც შთამბეჭდავი იქნება თქვენი საქორწილო ლუქისთვის. ნებისმიერი სახის ფორმის, თმის სიგრძისა და გემოვნების მქონე პატარძლისთვის არჩევანი დიდია.
მომავალო პატარძლებო, საქორწილო ვარცხნილობები თქვენი შთაგონებისთვის.
Tags:
5 აგვისტო 2015      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 9038-ჯერ
ქორწილების სეზონი გაიხსნა!
არ იცით რა ჩაიცვათ, დროში ხართ შეზღუდულნი, არადა თქვენი მთავარი მოტივაცია საუკეთესო არჩევანის გაკეთებაა. მოდის რუბრიკის მკითხველის შთაგონებისათვის ულამაზეს კაბებს გთავაზობთ! ქორწილის გამორჩეული სტუმრის აპლუის მორგება ადვილია სასურველი სამოსით! თუ სასურველი კაბა არ შეგხვდათ მაღაზიებში, დროს ნუ დაკარგავთ და სასურველი მოდელის კაბა შეიკერეთ! კაბები თქვენი შთაგონებისათვის, იყავით განსხვავებულები და მოდურები ნებისმიერ წვეულებაზე!
Tags:
5 აგვისტო 2015      TataNakani     6 კომენტარი     ნანახია 12474-ჯერ

რა არის ნიუ-იორკული სტილის ყველაზე დიდი საიდუმლო?
ქალბატონების თავდაჯერებულობა.
მათ იციან რა არის ლუქის საუკეთესო ელემენტი, იციან რა უხდება მათ სხეულს, იციან თუ როგორ უნდა წარმოაჩინონ საუკეთესო მხარე და შინაგანი სამყარო. ნიუ-იორკული მოდური ელფერი ნებისმიერი ქალბატონს ეტყობა. მათი წარმატების ფორმულა ერთია.
იხილეთ ნიუ-იორკული სტილის თავისებურებანი.
Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 14
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top