24 July 2014      Nawka♥     Views 14 977    
Category: Take Care

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ფერმკრთალი კანი ლამაზი და ელეგანტურია, შოკოლადისფერი ბზინვარება მაინც თვალისმომჭრელად ეფექტურია. ალბათ, სწორედ ამ და სხვა მიზეზებით გვეჩქარება პლაჟის სეზონის გახსნა და სწორედ ამ სიჩქარის და დაუდევრობის გამო ბევრ შეცდომას ვუშვებთ. მოდით ერთად შევიტყოთ, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს შეცდომები. ამისათვის კი აუცილებელია გავერკვეთ ჩვენი მოსაზრებებიდან რა არის მითი და რა-რეალობა გარუჯვასთან დაკავშირებით.

მითები და რეალობა გარუჯვის შესახებ

۞ მითი პირველი: მზეზე რომ არ დავიწვათ, კარგი იქნება თუ ზღვაზე წასვლის წინ ვივლით სოლარიუმში ან რეგულარულად გამოვიყენებთ ავტონარუჯს.
სინამდვილეში: ეს ასე არ არის. სოლარიუმის ნარუჯი გაცილებით სახიფათო და საზოანოა ჩვენი კანისათვის. რადგან მისი ნატUრები 10 ჯერ უფრო ინტენსიურად გამოყოფს A სპექტრის სხივებს ვიდრე მზე. ავტოგასარუჯი საშუალებები უსაფრთხოა თUმცა მზეზე გარუჟვასთან არანაირ კავშირში არაა.

۞მითი მეორე: სახის დღის მკვებავი შეცვლის მზისგან დამცავ საცხს.
სინამდვილეში: დღის მკვებავი კრემი შეინახეთ ქალაქში სეირნობისატვის, პლაჟზე გასვლის წინ კი აუცილებლად გამოიყენეთ მზის სხივებისგან დამცავი საცხი, რომელიც აგარიდებთ ძალიან ბევრ პრობლემას მათ სორის კანის დამწვრობას, სიწითლესა და აქერცვლას. მასში სემავალი პრეპარატები იცავენ კანს გადახურებისაგან .

მითები და რეალობა გარუჯვის შესახებ

۞მითი მესამე: მზისგან დამცავი საცხი რამდენიმე წლის განმავლობაში შეგვიძლია შევინახოთ და ინტენსიურად გამოვიყენოთ.

სინამდვილეში: მზისგან დამცავი და მკვებავი საცხები 10 გამოყენებიდან 10 თვის შემდეგ ხდება აფსოლუტურად უვარგისი და გამოუსადეგარი.
გასათვალისწინებელია, რომ საუკეთესო დრო მზის აბაზანებისათვის
არის დილის 10 საათამდე და 16 საათის შემდეგ !


۞ მითი მეოთხე: პლაჟზე ჩრდილში ყოფნისას სულაც არ გვჭირდება მზისგან დამცავი საცხის გამოყენება.
სინამდვილეში: ჩრდილში კანი იღებს ულტრაიისფერი სხივების 50, ხოლო ღრუბლიან ამინდში 80 %ს. ამითომ სულაც არ არის გასაოცარი ის ფაქტი, რომ თეთრი კანის მქონე ადამიანები
ჩრდილშიც დაიწვან.


მითები და რეალობა გარუჯვის შესახებ

۞მითი მეხუთე: მზისგან დამცავი საცხი უნდა წავისვათ უშუალოდ პლაჟზე.
სინამდვილეში: ეს უნდა გააკეთოთ ზღვაზე გასვლამდე 20-25 წუთით ადრე. ეს სწორედ ის დროა, რომ მასში შემავალმა ფილტრებმა დაიწყონ ამოქმედება.

დაიმახსოვრეთ: პლაჟიდან დაბრუნების შემდეგ მიიღეთ გრილი შხაპი და წაისვით დამატენიანებელი კრემი. პლაჟზე გასვლისას კი არ გაიიკაროთ სუნამო, საპონი, და სპირტის შემცველი სხვა პარფიუმერული საშუალებები. თუ გინდათ თქვენი რუჟი თანაბარი იყოს ყოველგვარი აჭრელების გარეშე, გარუჯვამდე შეჭამეთ ერთი ცალი სტაფილო. დაბოლოს: დაივიწყეთ ყველა სხვა გასარუჯი სასუალებები: დაწყებულიზეთებით დამთავრებული ლეღვის ფოთლების ნახარშით!!


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top