;
10 აგვისტო 2012      ANGEL     49 კომენტარი     ნანახია 19738-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები, სარეკლამო სტატია, ქართველები

კლინიკა წოპე - ყველაფერი ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შესახებ


"ლამაზი სახე არის უტყუარი რეკომენდაცია" - ფრენსის ბეკონის ეს სიტყვები შემოგვეგებება კლინიკა წოპეს საინფორმაციო საიტზე შესვლისას, რომელსაც უსიტყვოდ დავეთანხმებით. როგორც აღწერენ სილამაზე კომბინაციაა, როდესაც ყველაფერი ისეთ სინთეზშია რომ არაფრის ამოღება, დამატება თუ კორექტირება არაა საჭირო. ისინი კი, ვინც ხვდებიან, რომ ჰარმონიულ სახის წყობას სულ ერთი და არც თუ ისე მცირე დეტალი აშორებს მხოლოდ გამოცდილი ქირურგის პოვნაღა დარჩენიათ. ამ შემთხვევაში კი ვგულისხმობთ რინოპლასტიკას, ანუ " ცხვირის ოპერაციას ", რომელიც ესოდენ მოთხოვნადია და ვის უნდა მივანდოთ ამ მნიშნველოვანი პროცედურის ჩატარება? ქირურგის გამოცდილება და ესთეტიურობის აღქმის ნიჭი უმნიშნველოვანესია და ამ პრინციპით პირველი "წოპეს" კლინიკა გაგვახსენდება, რომელიც მართლაც ერთერთი პირველი იყო (1956 წლიდან) და მის წარმატებულ მოღვაწეობას დღესაც აგრძელებენ კლინიკაში.
კლინიკა წოპე - ყველაფერი ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შესახებ
ვახტანგ ხუციძეს რომელიც მხატვარი, მძერწავი და მოქანდაკე სურდა გამოსულიყო, სამამულო ომმა შეცვალა მისი შემოქმედებითი გზა. ქვეყანას საექიმო კადრები სჭირდებოდა და მან გადაწყვიტა გამხდარიყო ექიმი-ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი. მხატვრის თვალით დაჯილდოებული ვახტანგ ხუციძემ (რომელსაც ბავშვობის მეგობრების მიერ შერჩმეული სახელით ”წოპე”-თი ვიცნობთ) 1956 წელს პირველმა და პირველად გააკეთა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია! ეს ოპერაცია გახდა პირველი საფეხური პლასტიკური ქირურგიის ოლიმპისაკენ. ბატონი ვახტანგის შემოქმედებითი ცხოვრება გაჯერებულია 50 ათასზე მეტი გალამაზებული და გაბედნიერებული ადამიანის დიდი მადლიერებით.

”წოპეს” ოპერაციის არსი მდგომარეობს არა მხოლოდ
სახის ცალკეული ნაკვთის ძერწვაში, არამედ
მთელი სახის ჰარმონიულობის შენარჩუნებაში.

ეს ოპერაცია არის ქირურგი - პლასტიკოსისა და მოქანდაკის ხელოვნების შერწყმის ნიმუში.


კლინიკა წოპე - ყველაფერი ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შესახებ


ექიმმა ვახტანგ ხუციძემ, სახელმოხვეჭილმა ”წოპემ” საქართველოში საფუძველი ჩაუყარა პლასტიკური ქირურგიის სკოლას, მას ჰყავს ბევრი აღზრდილი და მიმდევარი. მის კვალს გაჰყვა ვაჟიც - ექიმი ზურაბ ხუციძე - ალბათ გენეტიკურად დაჯილდოვებული მხატვრის თვალით, ცოცხლად მძერწავი ქირურგის ნატიფი ხელით და მამას რომ არ ჩამოუვარდება ისეთი პროფესიონალიზმით! ზურაბ ხუციძე 20 წ. მუშაობის გამოცდილებით მოსკოვში მოღვაწეობს და თბილის პერიოდულად სტუმრობს და ატარებს ესთეტიკურ და ფუნქციონალურ რინოპლასტიკას წოპეს კლინიკაში.

1982 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკა "წოპე"-ში პლასტიკურ ქირურგად თემურ გასვიანი, რომელიც წარმატებით ატარებს რინოპლასტიკას, ცხვირით სუნთქვის აღდგენით ოპერაციას, ყურის პლასტიკას (მთელი წლის განმავლობაში).


წოპეს კლინიკის საიტზე დაწვრილებით ინფორმაციას ამოვიკითხავთ რინოპლასტიკის ანუ ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შესახებ:
www.tsopeclinic.com გავეცნოთ ინფორმაციას ამ პროცედურის შესახებ: რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ოპერაცია, რა ასაკიდან შეიძლება ცხვირის ფორმის მოდელირება და როგორ იკვეთება ცხვირის ახალი ფორმა:

ესთეტიკური რინოპლასტიკა - ცხვირის ზომის და ფორმის მაკორეგირებელი ოპერაცია განეკუთვნება პლასტიუკრი ქირურგიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და შემოქმედებითი ოპერაციების რიგს, რადგანაც ადამიანის სახეში ცხვირის ცენტრალური ადგილმდებარეობა, მისი რთული ანატომიური ფორმა განსაზღვრავს სახის სახასიათო სურათს და მასში შეტანილი უმნიშვნელო კორექციაც კი უნდა განახორციელოს პლასტიკურმა ქირურგმა, ესთეტმა-პერფექციონისტმა, აღჭურვილმა სათანადო ცოდნითა და პროფესიული გამოცდილებით.

ჩვენს პრაქტიკაში აუცილებლად გამოიყენება სახის ზოგადი წყობისა და მასთან მისადაგებული ცხვირის ფორმის კომპიუტერული მოდელირება. სხვა შედარებით გავრცელებულ შემთხვევებში პაციენტს ვთავაზობთ მსგავს ფოტოსურათებს ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.

ესთეტიკური რინოპლასტიკის ყველა შემთხვევაში ჩვენი მიზანია მივაღწიოთ სახის ისეთ ჰარმონიულ წყობას, რომ ლამაზი და ბუნებრივი ცხვირის ფორმა არ იწვევდეს ეჭვს ჩატარებულ ოპერაციაზე.

ესთეტიკური რინოპლასტიკა შეიძლება იყოს ზედაპირული (ნაწილობრივი რინოპლასტიკა), მიმართული მხოლოდ ცხვირის ფორმის სახასიათო ექსპრესიის მომატებისაკენ სახის ნაკვთებისა და ინდივიდუალობის შენარჩუნებით. შედეგი: სახის გამომეტყველება ხდება შერბილებური ცხვირის ყველა კონტურის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე.


კლინიკა წოპე - ყველაფერი ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შესახებ კლინიკა წოპე - ყველაფერი ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შესახებ

ესთეტიკური რინოპლასტიკის სხვა შემთხვევები მოითხოვს ცხვირის ფორმისა და სახის ნაკვთების მნიშვნელოვან ცვლილებებს (მთლიანი რინოპლასტიკა). პროფილის შესწავლისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ცხვირი თავისი ფორმით - სწორი და გრძელი ან კეხიანი ძალიან გამოდის სახის საერთო საზღვრებიდან. წინა პროექციაში - ცხვირის განიერი ზურგი, მსხვილი წვერი, მრუდე ცხვირი და სხვა. სახის წყობაში, ცხვირის როლის გარდა, შეიძლება დავინახოთ გარკვეული დისპროპორცია, რაც მოითხოვს პრობლემის გაანალიზებას და დამატებითი ზომების მიღებას.

ხანდახან ცხვირის პტარა კეხი იმდენად აკეთილშობილებს სახის გამომეტყველებას, რომ გვიხდება ვამცნოთ პაციენტს ეს სასიხარულო ამბავი, მაგრამ მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა, კეხის მოცილება რჩება ყველაზე გავრცელებულ ოპერაციად.


ცხვირის წვერის პლასტიკა მიზნად ისახავს ისეთი დეფორმაციის კორექციას, როგორიცაა მსხვილი წვერი, კუთხოვანი წვერი, დაბორცვილი, ძალიან აპრეხილი ან პირიქით დაშვებული წვერი, ასიმეტრიული ნესტოები და ცხვირის ფრთები, ცხვირის ფორმის ასაკობრივი ცვლილებები და სხვა.

ნაწილობრივი რინოპლასტიკა - ცხვირის ფორმის შეცვლა, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ გარეგანი ცხვირის ზოგიერთი უბნის დამუშავებით, რაც ყოველთვის არ შეეხება ძვლოვან ქსოვილს (ზედაპირული რინოპლასტიკა).

მთლიანი რინოპლასტიკა - ეს არის ცხვირის ფორმის შეცვლის ისეთი ოპერაცია, რომელიც შეეხება ყველა ქსოვილს (ძვლოვანს, ხრტილოვანს, რბილ ქსოვილს) და გარეგანი ცხვირის სტრუქტურულ ნაწილებს - სიგრძის შემცირება, კეხის მოცილება, ცხვირის ფართო ზურგის შევიწროვება (ოსტეოტომია), ცხვირის წვერის, ფრთების, ნესტოების პლასტიკა.

პოსტტრავმული რინოპლასტიკა - ტარდება ცხვირის ტრავმის შედეგად განვითარებული დეფორმაციის კორექციის მიზნით. დეფორმაცია შეიძლება იყოს წარმოდგენილი ძგიდის გამრუდებით, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიით, რასაც შედეგად მოჰყვება ცხვირით სუნთქვის დარღვევა. ეს ოპერაცია მიზნად ისახავს არა მხოლოდ კოსმეტიკურ ჩარევას, არამედ ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენას. პოსტტრავმული რინოპლასტიკა (რინოსეპტოპლასტიკა) წარმოადგენს ორ ოპერაციას ერთ ეტაპად: ცხვირის პლასტიკა და სეპტოპლასტიკა. აქ უკვე გამოიყენება არა მხოლოდ ესთეტიკური რინოპლასტიკის, არამედ ოტორინოლარინგოლოგიური მეთოდები. ხშირია ასევე ცხვირის ღრუს თანდაყოლილი დეფორმაციით გამოწვეული სუნთქვის დაქვეითება.

ადრეულ ახალგაზრდობის პერიოდში რინოპლასტიკის ჩატარებისას მხედველობაში მიიღება ზრდასრულობის ასაკი - გოგონებისათვის 16-17 წელი, ვაჟებისათვის 17-18 წელი. საორიენტაციოდ რინოპლასტიკა ტარდება 17 წლის ასაკში.


კლინიკა წოპე - ყველაფერი ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შესახებ კლინიკა წოპე - ყველაფერი ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შესახებ

ცხვირის ოპერაციები ტარდება დახურული მიდგომით მინიმალური განაკვეთებით, თანამედროვე ნაკლებტრავმატული მეთოდებითა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ხელს უწყობს შეხორცებისა და ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პროცესების სწრაფ განვითარებას.

ოპერაციული ჩარევის მოცულობის და სირთულის მიხედვით შეირჩევა შემდეგი სახის გაუტკივარება: ზოგადი ნარკოზი, მონიტორინგი ინტრავენური სედაციით, ადგილობრივი ანესთეზია.

ჩვეულებრივ, ოპერაციისშემდგომი პერიოდი მიმდინარეობს ტკივილის გარეშე. ცხვირის პლასტიკის შემდეგ ცხვირზე 7-10 დღით იდება თაბაშირის ნახვევი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება. სირთულის მიხედვით ცხვირის ოპერაციის შემდეგ გამოიყენება ორი სახის ცხვირის ტამპონი, ჩვეულებრივი რომელიც ზღუდავს ცხვირით სუნთქვას, რაც პაციენტში იწვევს გარკვეული დისკომფორტის შეგრძნებას და ტამპონი მილით, რომელიც მოშორებამდე ცხვირით სუნთქვის შესაძლებლობას იძლევა.

პირველადი შეშუპება და ჩალურჯებები თანდათან ქრება ოპერაციიდან 7-14 დღის განმავლობაში, ხოლო უცხო თვალისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველი ნარჩენი კანქვეშა სიმკვრივე (ცხვირის ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდი) საბოლოოდ ქრება 5 თვიდან 1 წლის განმავლობაში.

პირველ ხანებში პაციენტმა უნდა შეასრულოს ყველა დროებითი, თუნდაც უმნიშვნელო შეზღუდვა და პლასტიკური ქირურგის მიერ მიცემული ინდივიდუალური მითითებები. პაციენტები გადიან დათვალიერებას ოპერაციიდან 3, 6 თვის და 1 წლის შემდეგ.

პრაქტიკაში, სხვა პლასტიკურ ოპერაციათა შორის პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ ესთეტიკურ რინოპლასტიკას. ოტორინილარინგოლოგიაში მუშაობის გამოცდილება შესაძლებლობას იძლევა ცხვირის პლასტიკის პარალელურად ჩატარდეს ცხვირით სუნთქვის აღდგენითი ოპერაცია, ცხვირის ღრუს ნორმალური არქიტექტონიკის აღდგენა. ხშირად ასეთი ოპერაციის (რინოსეპტოპლასტიკის) აუცილებლობის მიზეზი არის არა მხოლოდ ტრავმული დეფორმაცია, არამედ თანდაყოლილიც.

www.tsopeclinic.com

ისურვებდით თუ არა ცხვირის ფორმის შეცვლას?

დიახ, ძალიან მინდა ცხვირის ფორმის შეცვლა და ვგეგმავ ოპერაციას
დიახ, ვისურვებდი ცხვირის ფორმის შეცვლას, მაგრამ მეშინია და ვერ გადამიწყვეტია
არა, აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ ჩემი ცხვირით

კატეგორია: დიეტა/რჩევები, სარეკლამო სტატია, ქართველები
Tags:

49


  • ale თქვა:
    17 იანვარი 2013 20:32 - ID: 49,
    ხოო ქართული ცხვირი არც მე მაქ მოკურნოსუ ცხვირი მაქ არ მჭირდება მაგრამ ციციშვილი საუკეთესოა ძაან მაგარ ცხვვირებს აკეთებს

  • nana123 თქვა:
    11 სექტემბერი 2012 22:05 - ID: 48,
    აიი როგორ ვთქვა გადასარავი და იდეალური ფორმის ცხვირი არ მაქვს, ცალკე ცხვირი შეიძლება დიდი არაფერი მაგრამ ერთიანობაში ჯდება ძაან ჩემ გარეგნობაში, ძალიან მომწონს ჩემი სახე ბევრი მეუბნება ლამაზი ხარო არც მე ვიწუნებ ჩემ თავს ,არც კეხი მაქვს ან გრძელი ,ოდნავ მსხვილი. მაგრამ მე იმენა მიხდება და კმაყოფილივარ არანაირად ა რ გავიკეთებ ასე მგონია დამამახინჯებს სხვა ცხვირი, თან გარდატეხის ასაკში ვარ და დაჯდება ნელ-ნელა...
    ისე იცით რა არის,ბევრი ვიცი და დამინახია ჩემზე უკეთესი ცხვირით კურნოსა და პატარა მარა რათ გინდა შეხედავ არ მოგეწონება,მთავარია ჰარმონიულობას ქმნიდეს და ეშხს და იყოს რა ფორმისაც არის

  • 222222mariam თქვა:
    3 სექტემბერი 2012 23:45 - ID: 47,
    ცუდი ცხვირი მაქვს მეთქი ვერ ვიტყვი მაგრამ ვერც იმას ვიტყვი გადასარევი მაქვს მეთქი . ნუ საშუალო რა. არც კაი და არც ცუდი . მარა რაგაცა მაინც მინდა რო შევცვალო შემს ცხვირში. გაკეთებას ვაპირებ . ოღონდ ჯერ არა. ასე ალბათ 4-5 წელში აუცილებლად . winked

  • Daisy თქვა:
    1 სექტემბერი 2012 23:30 - ID: 46,
    ჯერ არა და რამდენიმე წელიწადში გავიკეთებ, 4-5 წლის ასაკში გავიტეხე ცხვირი და კორექცია ნამდვილად არ მაწყენდა :D

  • forever young ♥ თქვა:
    19 აგვისტო 2012 18:26 - ID: 45,
    დიდი მადლობელი ვარ ჩემი კურნოსა ცხვირის ♥

  • Nii♥ თქვა:
    15 აგვისტო 2012 22:23 - ID: 44,
    ჩემი დაქალი იკეთებს ეხლა მალე,ოღონდ წოპეში არა..მაინც წავაკიხებ
    მე რაც შემეხება ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ იდეალური ცხვირი მაქვს (ცუდად არ მითქვამს ოღონდ,თავში ავარდნილი არ ვარ)

  • Queen Q თქვა:
    12 აგვისტო 2012 19:16 - ID: 43,
    ჯერ პატარა ვარ ოპერაციისთვის. 13 წლის ღლაპს რა ოპერაცია მჭირდება :D მაგრამ ცოტა მაინც მინდა შევცვალო კეხი არ მაქვს ცოტა აწევა მინდა. მაგრამ არ ვიცი დრო გვანახებს )

  • jess თქვა:
    12 აგვისტო 2012 16:22 - ID: 42,
    Miss_Lizi,
    მე 2000 მაგრამ საერთოდ ცხვირს გააჩნიაა, ზოგი შეიძლება უფრო მეტი დაჯდეს ზოგი ნაკლები

  • Nattiia თქვა:
    11 აგვისტო 2012 21:21 - ID: 41,
    უკაცრავად "წოპე" რატო ქვია კლინიკას? :D

  • Nanuukaa თქვა:
    11 აგვისტო 2012 19:59 - ID: 40,
    მე გავიკეთებ უეჭვეელიი :D Kეხიი მაქვს ცხვირზე და საშინლად არ მომწონს wink

    ძალიან მაინტერესებს რა ჯდება ოპერაციის გაკეთებაა, გთხოოვთ გამარკვიეეთ

  • nino.khabadze თქვა:
    11 აგვისტო 2012 14:17 - ID: 39,
    დa რa ჯდებa წოპესთaნ ცხვირის ოპერaციa? winked

  • miss crazy თქვა:
    11 აგვისტო 2012 00:42 - ID: 38,
    ქართველებიდან ქეთა თოფურიას და შორენა ბეგაშვილის გარდა თითქმის ყველას ეტყობა რო ცხვირი გაკეთებული აქვს და მაგ პონტში არ მომწონს, ყველას ერთნაირი ცხვირი რა იდიოტობაა......... აქ ვერ აკეთებენ კარგად თუ რა ხდება ვერ ვხვდები belay

    ისე მაგარი მაზოხისტი უნდა იყო ადგილობრივი ანესთეზიით რო გაიკეთო მითუმეტეს კეხი!!!!! wassat შოკში ვარ ხოლმე რააა საღოლ თქვენ!

  • aNn_♥_memi თქვა:
    10 აგვისტო 2012 23:37 - ID: 37,
    liliaNN,
    დედაჩემაც თვითონ წოპემ გაუკეთა და ძაან მომწონს მაგარი ცხვირი აქვს love
    მეც ვაპირებ სამომავლოდ smile

  • elga თქვა:
    10 აგვისტო 2012 19:25 - ID: 36,
    ცხვირის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს , ბევრს ჰგონია გაკეთEბული მაქვს ცხვირი. ამ ქალს რო ცხვირი აქვს სურათში როა მოვიკლავდი თავს wink
    ნუ რაღაცის პლასტიკურს გავიკეთებდი სახეზე ოღონდ არ ვიცი რისი გაკეთება მინდა

  • Your_angel. თქვა:
    10 აგვისტო 2012 18:27 - ID: 35,
    ცუდი ცხვირი ნამდვილად არ მაქვს,მაგრამ პატარა კორექცია მინდა,ჩემი კაპრიზები რომ დავიკმაყოფილო lol

  • Ms.Casillas თქვა:
    10 აგვისტო 2012 17:59 - ID: 34,
    აი ცხვირის ფორმას კი შევიცვლიდიი
    ფოტოშოპით გავიკეთე და ძაანნნ მომეწონაა
    wink

  • tamo თქვა:
    10 აგვისტო 2012 15:07 - ID: 33,
    Mari__Angel,
    მართალი ხარ :PP :)

    ალბათ ვერ გავბედავ ცხვირის გაკეთებას რაც არ უნდა საშინელი მქონდესს.კი მომწონს ხანდახან ჩემი ცხვირი

  • dalalo123 თქვა:
    10 აგვისტო 2012 14:35 - ID: 32,
    რამდენიმე მილიმეტრი მაქვს უბრალოდ ასაწევი , აი თითს რო ვიდებ იდეალური ცხვირი მაქვს , კიდევ ცოტა მსუქანი ცხვირი მაქვს და დაწვრილება მინდა :D მეტი არაფერი )))

  • maki_maki თქვა:
    10 აგვისტო 2012 14:22 - ID: 31,
    mokled rogor ucbat yvelas lamazi cxvirebi gauxda. da garet rom gamodian ragac sxvanairad chans:D

  • waiting.for.forever თქვა:
    10 აგვისტო 2012 11:21 - ID: 30,
    წოპე . : ))))))))))

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top