;
29 აგვისტო 2012      Lanikooo     6 კომენტარი     ნანახია 19887-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

ახალდაბადებული ბავშვის კანი ნაზი, გლუვი, ვარდისფერია, მაგრამ წლებთან ერთად კანი სიფრიფანა, მშრალი, დანაოჭებული ხდება.
კანის დაბერება ბუნებრივი პროცესია, რაც გამოწვეულია მთელი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობით. ბუნებრივად იბადება კითხვა: როგორ დავიცვათ სახე სიბერისგან? რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მობერებული სახე ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. ყველამ, ვისაც ამის სურვილი აქვს, უნდა იცოდეს, რომ ეს მოკლე დროის მანძილზე, რაღაც სასწაულმოქმედი საშუალებებით არ მიიღწევა, საჭიროა სახის კანზე ყოველდღიური ზრუნვა.

თქვენი სახის კანი

უპირველესად, ყველა ქალმა უნდა იცოდეს,რომ კანის მოქნილობა, სიქორფე დამოკიდებულია ორგანიზმის ყველა ორგანოსა და სისტემის ჰარმონიულ ფუნქციონირებაზე. სახის კანის ნორმალურ ,დგომარეობაში შენარჩუნებისთვის ზრუნვაცაა სუფთა ჰაერი, სისტემატიური ვარჯიში, ნორმალური კვება, ჯანსაღი ძილი და კოსმეტიკური მოვლა.
სანამ სახის კანის კოსმეტიკურ მოვლას შეუდგებოდეთ, უნდა გაარკვიოთ, როგორი სახის კანი გაქვთ: ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი თუ შერეული.
ნორმალური სახის კანი ქორფა, ნაზი, სრიალაა. მას აკრავს მოვარდისფრო იერი. მას არ აქვს ლაქები, შეხორცებები, თმები.
მშრალი კანი ნაზი და თხელია, არაიშვიათად მასზე ნაოჭებიც ჩანს. ის ხშირად წითლდება, მზე და საპონი მასზე უარყოფითად მოქმედებს,
ცხიმიანი კანი პრიალაა, იგი ადვილად ღიზიანდება, ის უფრო უხეშია.
შერეული ტიპის კანის დროს შუბლი, ცხვირი, ნიკაპი - ცხიმიანია, ლოყები, ღაწვები მშრალი ან ნორმალური.

თქვენი სახის კანი

ნორმალური სახის კანი უნდა დაიბანოთ დღეში ერთხელ, უმჯობესია საღამოს, თბილი წყლით. დილით სახე შეიძლება გაიწმინდოთ კოსმეტიკური რძინ ან ლოსიონით, შემდეგ კი შეისხით ოთახის ტემპერატურის წყალი. სახე უნდა შეიმშრალოთ რბილი პირსახოცით.
მშრალი კანი უნდა გაიწმინდოთ კოსმეტიკური რძით. თუკი ეს არ გაქვთ, შეიძლება გამონაკლისის სახით, სახე ცხიმიანი საპნით ან უმჯობესია საპნიანი კრემით დაიბანოთ, დაბანის შემდეგ კარგია სახის ყინულით გაწმენდა, საღამოობით კი სახე თხიერი კრემით უნდა გაიწმინდოთ, ბამბა რომელზედაც კრემს ასხმათ, სველი უნდა იყოს.
ცხიმიანი კანი უნდა დაიბანოთ დღეში ერთი-ორჯერ 35C ტემპერატურის რბილი ან ნეიტრალური წყლით ან ბურის შემცვლელი საპნით. დაბანისას შეიძლება რბილი ღრუბლით მსუბუქი მასაჟის გაკეთება, შემდეგ კი რბილი პირსახოცით შემშრალება.
თუკი თქვენ შერეული სახის კანი გაქვთ, მაშინ საჭიროა განსაკუთრებული მოვლა. ვთქვათ, კანის დიდი ნაწილი ცხიმიანია, მაშინ მშრალ ადგილებზე წაისვით ცხიმიანი კრემი და ჩემდეგ ისე დაიბანეთ და გაიწმინდეთ, როგორც ცხიმიანი კანი.

თქვენი სახის კანი

სახის კანი მოითხოვს კვებას. ამისთვის ეფექტურად გამოიყენება ნიღაბი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კვებავს კანს, ასწორებს ნაოჭებს.
უნდა დაიხსომოთ ნიღბის გაკეთების ძიითადი წესები:

1. ნიღაბი უნდა მოამზადოთ უშუალოდ გამოყენების წინ.
2. ნიღბის გაკეთების შემდეგ სახე განუძრევლად უნდა იყოს მანამ, სანამ არ მოიბანთ მას.
3. კარგ შედეგს იძლევა ნიღბების სისტემატიური, კვირაში ერთხელ მაინც გაკეთება.
4. ნიღაბი უდნა გაიკეთოთ მხოლოდ საფუძვლიანად გასუფთავებულ კანზე.
5. ნიღაბი უნდა მოიცილოთ ცივ წყალში დასველებული ბამბით.
6. ბოლოს სახეზე უნდა წაისვათ მცირე რაოდენობით მკვებავი კრემი.

ახლა კი, შემოგთავაზებთ ნიღბების რეცეპტებს.

° ნორმალური კანისთვის კარგია არაჟნის, მაწვნის, რძიანი ხაჭოს ან ხილის ნიღბები.

° ნებისმიერ სახის კანს ახალისებს და ტონუსს მატებს ნიღაბი არაჟნისა და ხაჭოსგან. მისი მომზადების წესი ასეთია: 1 ს/კ ახალი არაჟანი, 1 ს/კ ხაჭო და 1 ჩ/კ სუფრის მარილი ავურიოთ. მიღებული მასა 15-20 წუთი გავიჩეროთ სახეზე. შემდეგ ბამბის ტამპონით მოვიცილოთ, ბოლოს კი თბილი, შემდეგ ცივი წყლით დავიბანოთ.

თქვენი სახის კანი

° ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შვრიის ფქვილის ნიღაბი: 1 ს/კ შვრიის ფქვილს დაუმატეთ 1გრ. ბურა,
დაასხით აუდუღარი რძე. მიღებული ფაფა ნორმალურ კანზე გაიჩერეთ 10, ხოლო ცხიმიან კანზე 15 წუთი. რადგან ნიღაბი მაგრდება, მისი მოცილებისას ცივი წყლით დაიბანეთ სახე.

° შესანიშნავია შემდეგი სახის ნიღაბი - ჭიქაში ათქვიფეთ 1 კვერცხის გული და ნახევარი ჩ-კ თაფლი. დაუმატეთ 3-5 წვეთი ზეითუნის ზეთი, 10 წვეთი ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ შვრიის ფქვილი. მიღებული ფაფა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ სახე დაიბანეთ ცივი წყლით და დაიდეთ ცივი კომპრესი.

თქვენი სახის კანი

° მშრალი კანისათვის კარგია შემდეგი სახის ნიღაბი: ავურიოთ ერთი კვერცხის გული და ერთი ს/კ შვრიის ფქვილი. ნიღაბი გაიჩერეთ 15-20წუთი. ნიღაბი უნდა გაიკეთოთ კვირაში 1-2ჯერ, 5-6 კვირის განმავლობაში.

° ცხიმიანი კანისათვის კარგია სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული ლოსიონები, ნიღბები და ორთქლის აბაზანები.

° ნაოჭების გაჩენას უნდა ვებრძოლოთ ყველა საშუალებით. დილით პირი დაიბანეთ ცივი წყლით, რომელშიც შეიძლება დავამატოთ ზღვის ან სუფრის მარილი(2 ჩ/კ 1 ლიტრზე). შეიძლება სახის დაბანი ჩაის ან გვირილის ნაყენით.

თქვენი სახის კანი

როგორც ნახეთ, სახის კანი ყოველდღიურ, გულმოდგინე მოვლას საჭიროებს, რომელიც დიდად შრომატევადია და დიდ გულისყურს მოითხოვს, ამგრამ თქვენი მეცადინეობა უქმად არ ჩაივლის - დიდხანს შეინარჩუნებთ ქორფა, სწორ, უნაოჭო, ახალგაზრდულ სახეს. ეს კი, დიახაც, ღირს გარჯად ! ! !



კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

6


  • makunaaa თქვა:
    3 სექტემბერი 2012 19:34 - ID: 6,
    ძალიან კარგი ნიუსია...მე მაქვს ცხიმიანი კანი ფორები მაქვს გაფართოვებული და ვერაფრით ვერ შევავიწროვე რა აგარ ვცადე

  • KeSso13 თქვა:
    30 აგვისტო 2012 21:10 - ID: 5,
    კარგი სიახლეა :) მომეწონა თან გამომადგება :)

  • MissDevonne თქვა:
    29 აგვისტო 2012 20:58 - ID: 4,
    ძალიან კარგი სიახლეა ;)) მართალია მე ჯერ არ ვბერდები მაგრამ ცხიმიანი სახის კანი მაქვს და ნამდვილად გამომადგება.

  • Nii♥ თქვა:
    29 აგვისტო 2012 18:08 - ID: 3,
    მე მაქვს ცხიმიანი კანი და დიდი ხნის მანძილზე მაწუხებდა გამონაყარიი,მერე ვიმკურნალე და თითქმის ბოლომდე გამიარა..სულ ბოლომდე რომ გამივლის მერე გავიკეთებ ხოლმე ნიღბებს..არაჟნის,მაწვნის და ხაჭოს ნიღაბიი მგონი ყველაზე კარგია ჩემი კანისთვის

  • Queen Q თქვა:
    29 აგვისტო 2012 17:43 - ID: 2,
    კარგი ნიუსია თუმცა ეს არის უფრო დიდი ხალხისთვის. მე ჯერ ნაოჭები არ მაწუხებს wink და იმედია კაი ხანი არ შემაწუხებს.
    მაგრამ მაინც კარგი რჩევებია. მე მაქვს შერეული სახის კანი და ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით ძალიან ძნელი მოსავლელია და ეს რჩევები კი იდიალურია winked
    ყოჩაღ ავტორ ძალიან კარგად იმუშავე love

  • Naughty Angel თქვა:
    29 აგვისტო 2012 17:27 - ID: 1,
    ძალიან მომეწონა ნიუსი
    მე მაქვს ცხიმიანი კანი და გამუდმებით ვუვლი რომ სუფთა იყოს რადგან ცხიმიან კანში ყველაზე ადვილად ჯდება პრიშიკები
    ამიტომ სკრაბით დაბანა სპეციალური კრემი სპირტის შემცველი ლოსიონი და კანი გლუვი და სუფთაა :)

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top