;

3 September 2012      Hermione...♥     Views 11001    
Category: Take Care

როგორ შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უფრო დიდი ენთუზიაზმით?
უკვალოდ გაქრა ზაფხულის ცხელი დღეები და დადგა ოქროსფერი შემოდგომა. სულ მალე აცივდება, დღის ხანგრძლივობა შემცირდება, არემარე სულ ხმელი ფოთლებით იქნება სავსე... თუმცა შემოდგომა არა მხოლოდ ფოთოლცვენასა და რომანტიკულ განწყობასთან, არამედ სწავლის დაწყებასთანაც ასოცირდება. ალბათ, თქვენ გეგმავთ, თუ რა მონდომებით იმეცადინებთ დამდეგ სასწავლო წელს, როგორ მაღალ ნიშნებს მიიღებთ და ა.შ. კარგია, თუ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა შეგიძლიათ, მაგრამ ბევრისათვის სასწავლო ენთუზიაზმი 1 თვეზე მეტ ხანს არ გრძელდება. გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს, რათა მომავალ სასწავლო წელს უფრო მონდომებულები და ორგანიზებულები შეხვდეთ.
როგორ შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უფრო დიდი ენთუზიაზმით?

1. შეიძინეთ ორიგინალური დიზაინის საკანცელარიო ნივთები
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ლამაზი რვეულის დანახვა სურვილს გაგიჩენთ, რომ გადაშალოთ იგი და არანაკლებ ლამაზი კალმით დაწეროთ თქვენი საშინაო დავალება.
როგორ შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უფრო დიდი ენთუზიაზმით?

2. არ დაჯდეთ კომპიუტერთან, სანამ ყველა საქმეს არ მორჩებით
თავადაც კარგად იცით, რომ "ორი წუთით ინტერნეტში შესვლა" ორი საათით კომპიუტერთან ჯდომას ნიშნავს. ამიტომ, ჯერ ყველა საქმე მოილიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შემდეგ ჩართეთ კომპიუტერი. თანაც, როცა გეცოდინებათ, რომ ყველა საქმე დაამთავრეთ, თავისუფალ დროს უფრო სასიამოვნოდ გაატარებთ.
როგორ შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უფრო დიდი ენთუზიაზმით?

3. მორჩით წუწუნს!!!
არ მიყვარს სკოლა... მეზარება დავალების შესრულება... დღეს დილით ძლივს ავდექი... - რა ნაცნობი ფრაზებია, არა? სამწუხაროდ, მათ თქვენთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვთ, პირიქით - უფრო გთრგუნავენ. თუ მუდამ იმაზე იფიქრებთ, რომ თქვენი ცხოვრება ნამდვილი კოშმარია, იგი მართლა კოშმარად გადაგექცევათ. ეცადეთ, რომ ყველაფერს მოუძებნოთ დადებითი მხარე და მასზე გააკეთოთ აქცენტი.
როგორ შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უფრო დიდი ენთუზიაზმით?

4. ისწავლეთ დროის კონტროლი
შესვენების შემდეგ, თქვენ ვალდებულები ხართ, რომ საკლასო ოთახში დაბრუნდეთ. იგივე პრინციპით იმოქმედეთ სახლშიც. თუ დაიღლებით და ნახევარი საათით შესვენებას გადაწყვეტთ, დროის გასვლის შემდეგ, საკუთარ თავს აჯობეთ და საქმეს დაუბრუნდით. მერწმუნეთ, თუ რამდენჯერმე გაუძლებთ ცდუნებას, შემდეგ ამ ყველაფერს შეეჩვევით კიდეც. აგრეთვე, თუ ერთ საღამოს თავისუფალი დრო გამოგიჩნდათ და იცით, რომ მომავალ კვირას სერიოზული საკონტროლო გელოდებათ, დასვენების მაგივრად, რამდენიმე დავალება წინასწარ გააკეთეთ, რადგან ბოლო წუთს შეიძლება იმდენი საქმე გამოგიჩნდეთ, რომ ვეღარაფერი მოასწროთ. გახსოვდეთ, დაკარგულ დროს ვეღარასდროს იპოვით!
როგორ შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უფრო დიდი ენთუზიაზმით?

5. იყავით კრეატიულები
თანამედროვე ცხოვრებაში, კრეატიულობა წარმატების მიღწევის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ასე რომ, გამოიყენეთ თქვენი წარმოსახვის უნარი, იყავით ცნობისმოყვარენი, დიდი დრო გაატარეთ ორიგინალური იდეების მქონე ადამიანებთან და ნუ შეგაშინებთ სიახლეები!!!
როგორ შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უფრო დიდი ენთუზიაზმით?

P.S. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!!!

როგორ შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უფრო დიდი ენთუზიაზმით?


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 5 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top