;
14 სექტემბერი 2012      R a b b i T     20 კომენტარი     ნანახია 16508-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

სილამაზის  საიდუმლო - სახლის პირობებში

რამდენიც არ უნდა იძახონ ზოგიერთებმა მთავარი ადამიანის შინაგანი სამყაროაო, გარეგნული სილამაზეც რა თქმა უნდა აუცილებელია. სწორედ ამიტომაცაა, რომ გოგონები ყოველთვის დიდ დროს ვუთმობთ თავის მოვლას.

ინტერნეტით ბევრ რამეს გავიგებთ, ზოგიერთს ამოვიწერთ და შემდეგ საკუთარ თავზე ვცდით ხოლმე,


სხვადასხვა წყაროებიდან ამოკრებილი მასალა მაც დაგეხმარებათ თავის მოვლაში სახლის პირობებში



მაშ ასე, არსებობს რამდენიმე მარტივი წესი თუ როგორ უნდა მოვეპყრათ • თმას •

1. არასდროს დაივარცხნოთ სველი თმა
თმის ძირები ადვილად დაზიანებადია როდესაც ის სველია,
ამიტომ თმის დავარცხნა შეიძლება მხოლოდ მისი მთლიანად გაშრობის შემდეგ.
სილამაზის  საიდუმლო - სახლის პირობებში
2.გამოიჩინეთ სიფრთხილე თმის დავარცხნისას.
თმა ისევე როგორც სხეულის ნებისმიერი ნაწილი საჭიროებს ფრთხილ მოვლას, მისი დავარცხნა დაიწყეთ ბოლოებიდან და ნელ-ნელა გადაინაცვლეთ ძირებისკენ.

3. აუცილებელია კარგი თმის ჯაგრისი (სავარცხელი)
სავარცხელი აუცილებელია იყოს ხის, და ამასთან ხის მკვრივი ჯიშისგან, ისეთი ჯიშები როგორიცაა ნაძვი თმის ზედაპირს აზიანებს, ხოლო პლასტმასის ჯაგრისები წარმოქმნის ელექტრულ ძაბვას და თმა უხეშდება.

4. თმას აუცილებლად ესაჭიროება კვება
•B ჯგუფის ვიტამინები - ხელს უწყობენ თმის ზრდას და ანიჭებენ მათ ელასტიუროაბას.
(კაკალი, კვერცხი,მარცვლეული)
• A ჯგუფის ვიტამინები - თმას ანიჭებს სირბილეს და ბზინვარებას
(სტაფილო, ხაჭო, ყველი, გარგარი)
• E ჯგუფის ვიტამინები - კვებავს თმის ძირებს, ამაგრებს მათ.
(მცენარეული ზეთები, კვერცხის გული, კაკალი)
• C ჯგუფის ვიტამინები - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.
(ციტრუსები, კივი, მოცვი )
• ცილა - ამაგრებს თმის სტრუქტურას, ანიჭებს გამძლეობას.
(ავოკადო, ბრინჯი, თხილი)
• ჭინჭარი - ახდენს თმის ცხიმიანობის ნორმალიზებას, ანიჭებს თმას ბზინვარებას. დაბანის შემდეგ გადაივლეთ ჭინჭრის ნახარში.

სილამაზის  საიდუმლო - სახლის პირობებში
• ნიღბები თმისთვის •

• თმის ნიღაბი კეფირისგან
შეიზილეთ კეფირი (მაწონიც გამოდგება) ნახევრად მშრალ თმაში, შემოიხვიეთ პილიეთილენის პარკი, პირსახოცი და ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. თმა პირველივე გამოყენების შემდეგ ხდება უფრო მბზინავი, გამძლე და ემატება მოცულობა.

• თმის ნიღაბი თიხისგან
ცისფერი, მწვანე და თეთრი თიხა თმისთვის საუკეთესოა.
თიხა განაზავეთ წყალში, არაჟნის კონსისტენციამდე, დაამატეთ ერთი კვერცხის გული, ერთი კოვზი თაფლი, და ლიმონის წვენი. შეიზილეთ ძირებში და 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ, (თიხის მოცილება რომ გაგიადვილდეთ წასმამდე თმის სიგრძის ნახევრიდან ბოლოებამდე შეიზილეთ პალმის ან სხვა ნებისმიერი ზეთი)

• თმის ნიღაბი კონიაკისგან
2 კვერცხის გული და 2 კოვზი კონიაკი გაურიეთ ერთმანეთში ( თუ ძალიან მშრალი თმა გაქვთ მაშინ 2 კოვზი მცენარეული ზეთიც) წაისვით თმის მთელ სიგრძეზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და შემდეგ პირსახოცი, ჩამოიბანეთ 40 წუთში.


სილამაზის  საიდუმლო - სახლის პირობებში
• სახის კანის მოვლა • საკმაოდ რთულია, შევეცადე ის უნივერსალური ნიღბები შემომეთავაზებინა რომლებიც ნებისმიერი ტიპის კანს მოუხდება.

• ყავა , არა მარტო გამამხნევებელი სასმელია,
ის შესანიშნავად კვებავს კანს. საჭიროა:

• ყავის ნალექი
• კოსმეტიკური თიხა (ცისფერი ან შავი)
• 7-10 წვეთი ფორთოხლის ან ლიმონის ეთერზეთი
ყავის ნალექისა და თიხის ერთნაირი რაოდენობა განაზავეთ წყლით (არაჟნის კონსისტენციამდე) დაამატეთ ეთერზეთები. წაისვით სახეზე, უკეთესი ეფექტისთვის მასაჟის ჯაგრისით ან ხელთათმანით დაიმუშავეთ სახე, ჩამოიბანეთ 40 წუთის შემდეგ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

არსებობს კანის მოვლის რამდენიმე ხალხური რეცეპტიც.
• სახე დაიბანეთ ნელთბილი წყლით (ცხელი - აწითლებს კანს, ცივი - ხელს უწყობს მის აქერცვლას)
• გაიწმინდეთ სახე პიტნის, სალბისა და მწვანე ჩაის ნაყენისგან დამზადებული ყინულებით.
• შვრიის ფაფის ნიღაბი - გაწმენდილ სახეზე წაისვით შვრიის ფაფის, წყალბადის ზეჟანგის (რამდენიმე წვეთი) და წყლის ნაზავი, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი.
• კომპრესები შავი ჩაისგან.
• "გაყინული კოვზები" მათთვის ვისაც დილით თვალის უპეები დასივებული ან შებერილი აქვს - ჩააწყვეთ კოვზები 10 წუთით საყინულეში და შემდეგ მიიდეთ თვალებზე, "ტომრები" უპეებზე მომენტალურად გაქრება.

სილამაზის  საიდუმლო - სახლის პირობებში
• ფრჩხილები •
ლამაზი ფრჩხილები ქალის სავიზიტო ბარათია. ამიტომაც აუცილებელია მათზე ზრუნვა.

• არ დაიჭრათ ან გაიქლიბოთ სველი ფრჩხილები, ფრჩხილი როგორც თმა უფრო ადვილად მსხვრევადია წყალში.
• გამოიყენეთ ბაზა სანამ წაისვამთ ფრჩხილის ლაქს, რომ მავნე ნივთირებებებმა არ დააზიანონ ფრჩხილი.
• იკვებეთ ფოსფორითა და კალციუმით მდიდარი საკვებით.
კალციუმი - - აუმჯობესებს ფრჩხილის ზრდას.
(ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, რძის პროდუქტები)
ფოსფორი - - ამაგრებს ფრჩხილის ფირფიტას.
(თევზი, რძის პროდუქტები, კვერცხი, კაკალი)
ზღვის მარილი აუმჯობესებს ფრჩხილის ფირფიტას და საუკეთესოა მტვრევადი ფრჩხილებისთვის.
ნახევარ ლიტრ წყალში განაზავეთ ერთი კოვზი მარილი და გააჩერეთ თითები 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაიმშრალეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

20


  • makunaaa თქვა:
    20 ოქტომბერი 2012 19:57 - ID: 20,
    sesi ბევრისგან გამიგია რო აბუსალათინის ზეთი თმის ზრდას და გახშირებას უწყობს ხელს ასევე წამწამებზეც იყენებენ . . . მე პირადად არასოდეს გამომიყენებია მაგრამ ახლო მომავალში ვაპირებ ცდას

  • sally_salita თქვა:
    23 სექტემბერი 2012 19:07 - ID: 19,
    მომეწონა ძააან... გამოვიყენებ აუცილებლად... ის კეფირი უნდა ვცადო ერთი....

  • R a b b i T თქვა:
    16 სექტემბერი 2012 14:19 - ID: 18,
    ერთხელ მეც მომივიდა ეგრე, ყავა უარესად ჩამიჯდა ფორებში, იმიტომ რომ დიდი და გახსნილი ფორები მაქვს, ამიტომაც შევურიე მას სხვადასხვა რაღაცეები, ტუჩებს რაც შეეხება,დავდებ ცოტა ხანში მათზეც, :))

  • nata1990 თქვა:
    16 სექტემბერი 2012 00:05 - ID: 17,
    მადლობააა კაი რჩევები იყოო snow

  • annni თქვა:
    15 სექტემბერი 2012 12:33 - ID: 16,
    კარგი ნიუსია love

  • sesi თქვა:
    14 სექტემბერი 2012 23:42 - ID: 15,
    აუ რა კაი ნიუსია და გთხოვთ ვინმემ მითხარით თმის ზრდას რა უწყობს ხელს.... სწრაფად რომ გაიზარდოოოს. recourse

  • sopho) თქვა:
    14 სექტემბერი 2012 18:43 - ID: 14,
    სასარგებლო ნიუსი იყო მაგრამ იმაში არ გეთანხმები რო სველი თმის დავარხცნა არ შეიძლება, პირიქით სველი უნდა დაივარცხნო ოღონდ ფრთხილად და ბოლოებიდან უნდა დაიწყო..:)

  • mariamy_feria თქვა:
    14 სექტემბერი 2012 18:40 - ID: 13,
    მე ცჰემი თმა ძალიან მიყვარს,კიდევ მივამატებდი რომ ფენით ხშირად გაშრობა,გასწორება და დახვევა ძალიან ცუდია თმისთვის,პირდაპირ ანადგურებს,აშრობს,ვიტამინებისგან ფიტავს და შემდეგ ადვილად იმსხვრევა,ყავის ნალექს რაც შეეხება,კონკრეტულად ეგ ნიღAბი არ მიცდია,მაგრამ მარტო ყავის ნალექით გამიწმინდავს სახე და ძალიან ვინანე,ყავა უარესად ჩაჯდა ფორებში.ნიუსი ძალიან კარგია love love love დამსკდარი ტუჩებისთვის თAფლი ძაან მაგარია winked wink

  • R a b b i T თქვა:
    14 სექტემბერი 2012 18:39 - ID: 12,
    მადლობა ყველას ვისაც მოგეწონათ :) შევეცდები კიდევ დავდო, მთავარია რომ ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი lol

  • TiKKaa RonaLDoo თქვა:
    14 სექტემბერი 2012 18:27 - ID: 11,
    მომმეწონაა love თმას ჩვეულებბრივად ვუვლიი ძალიან მომმწონს და მმიყვარს ჩემიი თმმაა რაღაცნაირად საყავრელიაა wink wink <33 ჯანსაღი თმმაა მაქვს.აიი გავითვალისწინეებ ნუუ ვცდები ყველააფერსს

  • Naughty Angel თქვა:
    14 სექტემბერი 2012 18:16 - ID: 10,
    მომეწონა რჩევები
    არ ვიცოდი თუ სველი თმის დავარცხნა არ შეიძლებოდა სულ სველ თმას ვივარცხნი და ისე ვიშრობ

  • Marriiiammiii თქვა:
    14 სექტემბერი 2012 17:29 - ID: 9,
    ეჰ თმასთან მიმართებაში ზუსტად ეგრე ვარ მაგრამ ბოლო ერთი კვირაა ვაშლის მეტი არაფერი მიჭამია და რითი იკვებებ
    ა ეს უბედური არ vici

  • MagdaScherzyy თქვა:
    14 სექტემბერი 2012 17:13 - ID: 8,
    რა კარგი ნიუსიაა

  • Ana smiley თქვა:
    14 სექტემბერი 2012 17:00 - ID: 7,
    საინტერესოააა

  • lalaa თქვა:
    14 სექტემბერი 2012 16:41 - ID: 6,
    ძაან კარგი ნიუსია

  • rihanna riri თქვა:
    14 სექტემბერი 2012 16:33 - ID: 5,
    მომეწონა.. კარგი ნიუსია.. გამომადგება

  • im888 თქვა:
    14 სექტემბერი 2012 16:26 - ID: 4,
    საინტერესო ნიუსი იყო love მადლობა ავტორს !

  • bubunia:) თქვა:
    14 სექტემბერი 2012 16:25 - ID: 3,
    საინტერესო და საჭირო სიახლეააა...ავტორო დიდი მადლობა...:))) +5 :)

  • kristi_ თქვა:
    14 სექტემბერი 2012 16:23 - ID: 2,
    ძალიან კარგი ნიუსია

  • anna_ anna თქვა:
    14 სექტემბერი 2012 16:21 - ID: 1,
    გავითვალისწინებ.. წავიდა ფავორიტეებშიი.. <3




მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top