;
7 დეკემბერი 2012      alubali     23 კომენტარი     ნანახია 15375-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

სიტყვა დიეტა ყოველთვის ასოცირდება მტანჯველ დღეებზე, როდესაც ხასიათიც გვიფუჭდება და თითქოს შედეგიც არასდროსაა ისეთი როგორიც გვსურს!
დიეტას არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური მზაობაც სჭირდება. ამიტომ დიეტებთან ერთად გთავაზობთ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ სასურველ შედეგს !

ჯანსაღი დიეტა


მანამ სანამ გადაწყვეტთ დაიწყოთ დიეტა საჭიროა გაიაზროთ, რომ ნამდვილად გსურთ წონაში დაკლება. შესაძლებელია სულაც არ გჭირდებოდეთ ათობით კილოგრამის მოშორება, არამედ სხეულის კორექტირება, რადგან თავს დამძიმებულად და არაკომფორტულად გრძნობთ. თუ დიეტას იწყებთ უნდა გიხაროდეთ ! რადგან რამდენიმე დღეში თქვენ სასურველ წონას მიიღებთ, იქნებით მეტად მსუბუქი, ხალისიანი და ლამაზი. აუცილებელია გაიაზროთ, რომ დიეტა არ უნდა დაიცვათ თუ: 1. ეს ვინმემ მოგთხოვათ/გთხოვათ ან 2. დიეტა მოდაშია

რადგან დავრწმუნდით, რომ დიეტა და ჯანსაღი კვების წესი ზუსტად ის არის რაც გვსურს, შეიყვარეთ თქვენი თავი !! თქვენ ხომ თამამი გოგონა ხართ, რომელმაც არც ისეთი მარტივი გზა აირჩია იმისათვის, რომ იყოს ბედნიერი !

ჯანსაღი დიეტა


სანამ კონკრეტულ დიეტაზე გადავალთ იცოდეთ, რომ დიეტა არ ნიშნავს შიმშილს !!! დიეტის ზოგადი წესებია:
1. იკვებე ჯანსაღი საკვებით - ჰამბურგერის ყიდვის ნაცვლად იყიდეთ სალათა და ის მიირთვით
2. დალიე მეტი წყალი - ნუ დალევთ გაზიან სასმელებს ! შეიყვარეთ წყალი, ის ყველანაირ საკვებს უხდება
3. იყავი აქტიური - გამოიჩინე ინიციატივა და გაისეირნე რამდენიმე კილომეტრი ფეხით
4. იყავი ჯანმრთელი - მოარე საკუთარ თავს !! თუ გაწუხებს რაიმე მიდი ექიმთან

ჯანსაღი დიეტა

7 დღიანი დიეტა


დილით: უშაქრო ჩაი ან ყავა + 1 ნაჭერი შავი ( და არა რუხი ) პური
მეორე საუზმე: 100 გრ ნებისმიერი ხილი (გარდა ბანანისა და ყურძნის)
შუადღე: 200გრ მოხარშული ხორცი, 200გრ მოხარშული ბოსტნეული, 1 ნაჭერი შავი პური, უშაქრო ჩაი
საღამო: უშაქრო ჩაი ან ყავა
ვახშამი: 100 გრ მოხარშული ხორცი, 100 გრ მოხარშული ბოსტნეული, 1 ნაჭერი შავი პური და უშაქრი ჩაი


შენიშვნები: ხორცში იგულისხმება ძროხის ხორცი ან ფრინველის ხორცი, პურის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 100 გრ მოხარშული ბრინჯი უმარილოდ ან 1 ცალი მოხარშული კვერცხი ან უცხიმო ხაჭო.
ბოსტნეული სასურველია იყოს სტაფილო, კიტრი, ჭარხალი, პომიდორი, კომბოსტო, ბროკოლი.

აკრძალულია: ტკბილეული ნებისმიერი სახის !! კარტოფილი, ყურძენი, ბანანი, გარგარი და ხურმა

ჯანსაღი დიეტა
შემართებით და გალამაზების დიდი სურვილით დაწყებული ჯანსაღი ცხოვრების წესი საჭიროა მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვეთ. რა თქმა უნდა მოგიწევთ არადიეტური, საზიანო საკვების მირთმევაც დიეტის დამთავრების შემდეგ, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ თუ ერთ დღეს მიირთმევთ ყველაფერს მეორე დღეს მოუწყოთ განტვირთვა ორგანიზმს და ისევ ჩადგეთ ფორმაში.


გისურვებთ წარმატებებს და მოუარეთ თავს !!!

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

23


  • meducha თქვა:
    3 აპრილი 2013 16:43 - ID: 23,
    Katyn,
    33 კილო ? :O ყოჩაღ შენ!! გაღიარებ , მაგარი ნებისყოფა გქონია :)

  • dangerous თქვა:
    22 მარტი 2013 18:19 - ID: 22,
    Katyn,
    გეთანხმებიიიი

  • ale თქვა:
    29 იანვარი 2013 16:15 - ID: 21,
    anabana,
    რა დროს შენი დიეტა ჯანსაღად იკვებე რო სიმაღლეში წახვიდე ეხლა რო დიეტა დაიწყო დარჩები იმ სიმაღლე რამდენიც ხარ

  • makunaaa თქვა:
    10 იანვარი 2013 11:29 - ID: 20,

    anabana,
    11 წლის ხარ 44 კილო რაგა დიეტა გინდა? უკვე მგონია რო ეს დიეტები მოდაშია ...მართალია არიან ადამიანების განსაზღვრული რაოდენობა ვისაც ნამდვილად სჭირდება დიეტა მაგრამ არ მესმის იმ ადამიანების ვინც ცარელა "ძვალია" და მაინც დიეტაზე ფიქრობს fellow თან ასეთ პატარაა ასაკში რადროს შენი დიეტაა შეირგე რაა ბავშვობა და ტკბილეული

  • natia-namora თქვა:
    6 იანვარი 2013 02:40 - ID: 19,
    ვაიმეე ბავშვებო რამ გაგაგიჟათ ეს 11წლის და 14 წლის ასაკში რა დიეტები გინდაათ,რა დროს თქვენი დიეტაა????

  • Katyn თქვა:
    10 დეკემბერი 2012 14:04 - ID: 18,
    ხალხო, ისე მაინც რომ იცოდეთ დიეტა არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ჯანსაღ კვებას! ყველას ეს სიტყვა არასწორად გაქვთ გაგებული და ამ დროს მაინც დიეტას ადიდებთ, თქვენ თვითონ დაამახინჯეთ მისი მნიშნელობა, როგორ არ მიყვარს ასე რომ ამბობენ, არანაირი დიეტა უბრალოდ ჯანსაღი კვებაო, ანუ არანაირი გოგრა, უბრალოდ კვახიო იძახით. ჩემზე მეტად არცერთს გაგეგებათ აქ სწორი კვება 33 კილო მაქვს დაკლებული, ამიტომ დამეჯრება.

  • salome55555 თქვა:
    8 დეკემბერი 2012 21:31 - ID: 17,
    elga,
    wink

  • Inna Abbey თქვა:
    8 დეკემბერი 2012 14:07 - ID: 16,
    პოლ ბრეგის "შიმშილობის სასწაული" წაიკითხეთ Gირჩევთ))) არამარტო წონის დაკლებაში დაგეხმარებათ...კაცმა 96 წელი იცოცხლა და ისიც იმის გამო მოკვდა,რომ სერფინგის დროს ტალღებმა ჩაიტანეს...:D

  • lizaliza4 თქვა:
    8 დეკემბერი 2012 03:00 - ID: 15,
    ეეეჰ მე პირადად შემიწირავს დიეტებიი ვატყობ.. ამ ახალ წელს უნდა შევხვდე 48 კილოთი დააა უკვე 3 დღეა ვშიმშილობ, რა ჩკუაზეე ვა არ ვიცი, თუმცა უკვე მადააც მიქრება ნელ ნელა ვატყოობ

  • Hope თქვა:
    7 დეკემბერი 2012 22:55 - ID: 14,
    დიდი მადლობა რომ ცემი ტხოვნა გაითვალისწინეთ ძალიან მოხარული დავღები თუ კიდევ დადებთ ასეთ ნიუსებს რადგან ძალიან მჭირდება :( 14 წლის ვარ ვვარჯიშობ და ცოტას მივირთმევ. 53 კ ვარ და 5 კ-ს დაკლება მჭირდება დამეხმარეთ :(

  • amanda თქვა:
    7 დეკემბერი 2012 21:02 - ID: 13,
    alubali,

    ეგ შენ გამოგიწერა შენი ნიდივიდიუალურო ორგანიზმის გამო,ზოგადად ულუფებად ჭამა კარგია,დგეში ოთხჯერ და ცოტ-ცოტა,თუმცა ცოტა თუ ახერხებს ამას,მაგრამ შენ გაწერილი გაქვს შვიდ დღეზე ერთიდაიგივე რაციონი,ასეთი დიეტების არ მწამს :) წონაში ნელ-ნელა უნდა დაიკლო და ხორცებიც აღარ ეკიდება მერე ადამიანს ,ზოგადად უნდა აქციო ცხოვრების წესად ჯანსაღი კვება

  • Ana smiley თქვა:
    7 დეკემბერი 2012 21:01 - ID: 12,
    ხო მოვკდი მშიერი ძაან მკაცრი მეჩვენაა არ მინდა გენაცვალეე wink 3 კილოს ისედაც მშვენივრად დავიკლებ

  • anabana თქვა:
    7 დეკემბერი 2012 20:32 - ID: 11,
    აუ როგორ მინდა,რომ დავიცვა დიეტა! recourse მაგრამ ვერა recourse უბრალოდ დედაჩემი მიკრძალავს.არადა 44 კილო ვარ 11 წლისა!
    აუ თან ტკბილეულიც არ შეიძლება recourse

    ნიუსი კარგია!მშვენიერი!

  • alubali თქვა:
    7 დეკემბერი 2012 20:28 - ID: 10,
    ეს დიეტა არის მონახაზი იმისა თუ როგორ უნდა იკვებოთ.. კარგად დააკვირდით რა წერია .. დილით ერთი ჭიქა ჩაი, 1 ნაჭერი პური და 100 გრამი ხილი ძალიან ნორმალურია.. დილა და მეორე საუზმე დაყოფილია იმიტომ რომ რაც უფრო ინტერვალებით მიიღებ საკვებს უკეთესია.. აღნიშნული დიეტა თვითონ გამომიწერმა ექიმმა ნაღვლის ბუშტის და კუჭის პრობლემების დროს.. ის შეიცავს ყველანაირ ვიტამინს, ორგანიზმი არ იფიტება და ნორმალურად იკვებები..

  • elga თქვა:
    7 დეკემბერი 2012 20:08 - ID: 9,
    salome55555
    ხოო დედაჩემი ჩემს ჭამას შთანთქვას ეძახის ხილს როცა ვჭამ wink ნუ ხილი რაა ,ვაშლი მიყვარს უზომოდ ყველაფერზე მეტად

  • salome55555 თქვა:
    7 დეკემბერი 2012 20:05 - ID: 8,
    elga,
    ვშთანთქავ wink მე მინდა ცოტა დაკლება ამ ბოლო დროს მოვიმატე მაგრამ ესეთი დიეტები არაფერს გვარგებს უბრალოდ უნდა იკვებო ჯანსაღად არ უნდა ჭამო 6 ის მერე თუ ნამდვილად გინდა დაკლება. და კიდევ ჩემი ნაცნობი 1 თვე არ ჭამდა პურს და საკმაოდ ბევრი დაიკლო ზუსტად არ მახსოვს მაგრამ კარგად დაიკლო

  • dabidubio თქვა:
    7 დეკემბერი 2012 20:03 - ID: 7,
    დასაწყისი კარგია მაგრამ ბოლო საშინელებააა : (( amanda, ს ვეთანხმები fellow მეც ვცდილობ გვახდე, მაგრამ დიეტა არაა აუციელბელი!!!! არ ჭამო 6-ის მერე და ცომეულობას მოერიდე. მორჩა: )) ის ტკბილეულობაც საჭიროა, ოღონდ დოზირებულად : ))))))) უბრალოდ გვახსოვდეს, რომ იმიტომ კი არ ვცხოვრობთ, რომ ვჭამოთ, იმიტომ ვჭამთ რომ ვიცხოვროთ <3

  • Nina. თქვა:
    7 დეკემბერი 2012 19:46 - ID: 6,
    მართლაც არ უნდა გეზარებოდეს ფეხით გავლა და არ უნდა ჭამდე ფასტ ფუდს ეს მართლაც ავნებს შენს ორგანიზმს .
    დიეტა არის საშიში თუ სისხლის ანალიზის ან რაიმე მაგდაგგვარის მეშვეობით არ არის შედგენილი. :)

  • elga თქვა:
    7 დეკემბერი 2012 19:38 - ID: 5,
    დილით ყავა გერკულესის ფაფა თუ რამე ხილია იმასაც ვშთანთქავ ხოლმე:D. და მერე ექვსის ნახევარზე ცოტას ვჭამ. ყავასაც და ჩაისაც ეხლა უკვე შაქრიანს ვსვამ. ჩემი უბედურობაა ტკბილი მიყვარს მაგრად თან თორე საჭმელი არ მასუქებს.
    ეხლა ახალი წლები მოდის და მაგ დროს ვიმატებ მაგრად. ეხლა ცოტას ვდიეტობ.

  • beauty queen თქვა:
    7 დეკემბერი 2012 19:34 - ID: 4,
    დილით: უშაქრო ჩაი ან ყავა + 1 ნაჭერი შავი ( და არა რუხი ) პური

    ეს რა უბედურებაა დილით ეს როგორ უნდა ჭამოს ადამიანმა
    1 საათში ეგრევე წაიქცევა
    მე ვიცი რომ დილით ბევრი უნდა ჭამო რომ დანაყრდე ეხლა მთლად ღორულად არა... :D :D
    მოკლედ ეს შვიდ დღიანი დიეტა არ ვარგა ;)

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top