13 March 2014      mariiami     Views 20 139    
Category: Take Care

To Shock Them All

► რჩევები ვარჯიშთან დაკავშირებით ► რჩევები საჭმელთან დაკავშირებით
► რჩევები სითხესთან დაკავშირებით ► რჩევები სუნთქვასთან დაკავშირებით
ყველაფერი, რათა იყოთ კარგ ფორმაში!

To Shock Them All

მუცლის ზომა ბევრ ჩვენთაგანს აწუხებს და ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური თემაცაა. პრესის ვარჯიში რეგულარული შესრულება პრობლემის პროფილაქტიკაშიც დაგეხმარება და ფორმადაკარგულ მუცელსაც გარკვეულ დონემდე გაამკვრივებს.ვარჯიშის დროს უკეთესი იქნება თუ შენთვის საყვარელ სიმღერას ჩართავ და მის ფონზე ივარჯიშებ.

გაგიგიათ შეუმჩნევლად ვარჯიში?
ბარძაყების,მუცლისა და საჯდომის კუნთების დაჭიმვა-მოდუნება გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი ვარჯიშია.გარდა იმისა რომ შეუმჩნეველია,არანაირი სავარჯიშო სივრცე არ სჭირდება.ამ გზით შესაძლებელია სხეულის სრულყოფა,მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ თითოეულს დღეში 50-ჯერ გაიმეორებ.
დილით,როდესაც გაიღვიძებთ და ჯერ კიდევ საწოლში იქნები ფეხები ჰაერში აწიე და შენი სახელი ჰაერში 3ჯერ მაინც დაწერე,მაგრამ ამ ვარჯიშის დროს მატრასი სწორი და საშუალო სიმაგრის უნდა იყოს.

ფიქრობ,რომ ვარჯიშისთვის საუკეთესო დრო დილაა?
სინამდვილეში ვარჯიშისთვის ნებისმიერი დრო მოსახერხებელია.
წესად აქციე,თუნდაც 48 საათში ერთხელ ივარჯიშო.ნებისმიერი ვინც საკუთად სხეულს პატივს სცემს კვირაში 5-6ჯერ 30 წუთის განმავლობაში უნდა ვარჯიშობდეს.

To Shock Them All

ზურგი,ბარძაყები,მკლავები
დაწექი მუცელზე,მოხარე მუხლები და ისე დაიწყვე ხელები,რომ იდაყვებსა და მუხლებს ეყრდნობოდე.აზიდე სხეული ისე,რომ ზურგი სწორად გქონდეს და შეყოვნდი 15-30 წამით.შემდეგ საწყის პოზიციას დაუბრუნდი.
წვივები
დაწექი ზურგზე,გადააჯვარედინე ხელები ზურგს უკან და მტევნებს საჯდომით დაეყრდენი.მოხარე მუხლები და ტერფებით მიწას დაეყრდენი. შემდეგ ჯერ მარჯვენა ტერფი შემოიდე მარცხენა მუხლზე,შემდეგ მარცხენა ტერფი-მარჯვენა მუხლზე. ეს სავარჯიშო 10-10ჯერ გაიმეორე თითოეული ფეხით.
თეძოები და საჯდომი
ხელები თავზე შემოიწყვე და მუხლებზე დადექი.ჩაჯექი ჯერ ერთ,შემდეგ კი მეორე მხარეს ისე,რომ შენი საჯდომი მიწას შეეხოს.ეს ვარჯიშიც თითოეულ მხარეს 10-10 ჯერ გაიმეორე.ეს შენს თეძოებს გაავარჯიშებს და საჯდომსაც მრგვალ და მიმზიდველ ფორმას შესძენს.

To Shock Them All


საჭმელი შეგიძლია მიირთვა ბევრჯერ,ოღონდ პატარ-პატარა ულუფებით(მიიერთვი ნელა) და უმჯობესია თუ ერთსა და იმავე დროს შეჭამ ხოლმე. 6-7 საათის მერე ნუ მიიღებ საკვებს,იმიტომ,რომ კუჭს საჭმლის გადასამუშავებლად დაახლოებით 4-6 საათი სჭირდება და მისი მონელების პროცესი არ მოგასვენებს.თუ მაინცა და მაინც მოგშვიდა შეგიძლია ვაშლი ან რაიმე ნაკლებად „მძიმე“ შეჭამო,ასევე შესაძლებელია ჩაის მირთმევა.მიღებულია,რომ წყალი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ მხოლოდ ნახევარ საათში უნდა მიიღო(სურვილისამებრ).თუ აუჩქარებლად მიირთმევ,ზომაზე მეტს არასდროს შეჭამ.32-ჯერ მაინც უნდა დაღეჭო თითო ლუკმა,ამ დროს პირველ რიგში დაიღლები,და შემდეგ სიგნალი რომ დანაყრდი უფრო მალე მივა შენს ტვინამდე, ვიდრე 3 ულუფა სპაგეტს გადასანსლავ.
უნდა გეძინოს არანაკლებ 8 საათისა. ეცადე ერთი და იგივე დროს დაიძინო. ვისაც ცოტა სძინავს, ის ბევრს ჭამს.


To Shock Them All

სითხე - დღის განმავლობაში აუცილებელია, რომ 8 ჭიქა წყალი მიიღო(2ლ). გშია? წყალი დალიე,შენი ორგანიზმი ზამთრის განმავლობაში ვიტამინებისაგან დაიცალა და არცაა გასაკვირი,რომ შიმშილმა იმაზე 2ჯერ მეტად შეგაწუხოს ვიდრე აქამდე გაწუხებდა.შენ შეგიძლია ორგანიზმი მოატყუო,კუჭი სითხით გაივსე.დილით,საუზმემდე 2ჭიქა წყალი დალიე(მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს,რომ საჭმელი არ ჭამო).
ახლად დაწურული ხილის წვენი ღვიძლიდან ყველანაირ ტოქსინს გამოდევნის და ეს არაჩვეულებრივად აისახება შენს კანზე.საუკეთესოა სტაფილოსა და ლიმონის წვენი.


To Shock Them All

სუნთქვა - თუ წუთში 16ნაკლებ ან 22ზე მეტ შესუნთქვა-ამოსუნთქვას აკეთებ,მაშინ არასწორად სუნთქავ.ვარჯიში ასე შეიძლება:ყოველდღიურად 5 წუთის განმავლობაში მიზანმიმართულად აკეთე წუთში 18-20 შესუნთქვა-ამოსუნთქვა,ამის შემდეგ ორგანიზმი მარტივად მიეჩვევა სუნთქვის სწორ რიტმს.1)4 კვირა დაგჭირდება შენ რომ ცვლილება შენიშნო,8 კვირა-რომ შენმა მეგობრება შენიშნონ,12 კვირა-რომ ყველამ შენიშნოს.

ძველ ჩინეთში დაადგინეს, რომ ერთი ამოსუნთქვით ნათქვამი „ფუუუჰ“ გეხმარება სწრაფად მოიხსნა სტრესი.
ხოლო თუ სუნთქვას შეიკავებ და გრძლად წარმოთქვამ "იიიიიიიიი" -ს ეს ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარება. უკეთესია რომ "მოწმეების" გარეშე წარმოთქვათ ეს ბგერები 3-4ჯერ.

To Shock Them All

***
1) ფიზიკური აქტიურობა ამცირებს დეპრესიულ განწყობას, გეხმარება წონის გაკონტროლებაში, ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს, გეხმარება განწყობის გაუმჯობესებაში, ამშვიდებს ნერვებს, გულს ამაგრებს...
2)ერთადერთი,ვისაც შეუძლია გითხრას,რომ არ შეგიძლია-ხარ შენ. და მას არ უნდა მოუსმინო.
3)პროგრესი-პროგრესია,არ აქვს მნიშვნელობა რამხელაა ის.
4)დადექით სარკის პირდაპირ,ჩახედეთ შენს თავს თვალებში და ხმამაღლა თქვი: მე ეს შემიძლია.
5)შენ ვერ შეძლებ ნეგატიური ფიქრებით პოზიტიურად იცხოვრო,იფიქრე პოზიტიურად.
6)ბევრი იცინე,სიცილი ხელს უწყობს შრომისუნარიანობის გაზრდას და ხსნის დაღლილობას.გარდა ამისა ნაოჭების წარმოქმნას ანელებს.
7) ყველაზე მთავარია რომ შეუპოვარი იყო.


To Shock Them All
To Shock Them All
To Shock Them All
To Shock Them All
To Shock Them All
To Shock Them All
To Shock Them All

Category: Take Care
Tags:

Related
Share it
Comments
« 1 2 3 »
Back to Top