;

18 March 2013      te_te_e     Views 5700    
Category: Take Care

Homemake Masks: 10 Foods High in Vitamin D
ვიტამინი D
როგორც იცით ვიტამინები, ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ. ასეთი ვიტამინი, რომელიც ინახავს კანს ჯანმრთელად და აახალგაზრდავებს მას - არის D ვიტამინი.
Homemake Masks: 10 Foods High in Vitamin D

D ვიტამინი მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის. ის აძლიერებს ძვლებს, აადვილებს გულის მოქმედებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ასევე ეხმარება ორგანიზმს წონაში დაკლებაში.
D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით, მაგრამ ამასთანავე არსებობს საკვები პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ D ვიტამინს. წარმოგიდგენთ ამ საკვების ჩამონათვალს.

თევზი
Homemake Masks: 10 Foods High in Vitamin D
ცხიმიანი თევზი არის იდეალური საშუალება Dვიტამინის მისაღებად. დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავენ თევზის ჯიშები: ქაშაყი, ორაგული და თინუსი. სარდინიები და სკუმბრიას ჯიშის თევზებიც შეიცავენ D ვიტამინს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც საჭიროა ორგანიზმისათვის.

ხამანწკები
Homemake Masks: 10 Foods High in Vitamin D
ხამანწკები დიდი რაოდენობით შეიცავენ D ვიტამინს. ასევე ხამანწკები შეიცავენ თუთიას და სელენიუმს.

ფორტიფიცირებული რძე
Homemake Masks: 10 Foods High in Vitamin D
ჩვეულებრივი რძე შეიცავს D ვიტამინს უფრო დიდი რაოდენობით ვიდრე გამოხდილი რძე, მაგრამ მას შემდეგ რაც ხდება მისი ფორტიფიცირება რძეში რჩება სასარგებლო ვიტამინები როგორიც არის D ვიტამინი და კალციუმი, რომელიც სასარგებლოა ძვლების სიმაგრისათვის, ფრჩხილებისათვის და თმებისათვის.

ხიზილალა
Homemake Masks: 10 Foods High in Vitamin D
შავი და წითელი ხიზილალა შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს.ხიზილალა ასევე გამოიყენება სუშის დასამზადებლად, რომელიც ასევე შედგება თევზისაგან ამიტომ სუში არის საუკეთესო საშუალება D ვიტამინის მისაღებად.

შიტაკის სოკო
Homemake Masks: 10 Foods High in Vitamin D
სოკოების უმეტესობა შეიცავს D ვიტამინს, მაგრამ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება სოკოს იაპონურ ჯიშში -შიტაკიში. უფრო სასარგებლო იქნება შიტაკის სოკო თუ ის იქნება მზეზე გამომშრალი.

კვერცხი
Homemake Masks: 10 Foods High in Vitamin D
კვერცხი მდიდარია ცილით, მაგრამ არანაკლებ D ვიტამინით, რომელიც უფრო დიდი რაოდენობით არის სოფლის ნატურალურ კვერცხში.

ღორის ხორცი
Homemake Masks: 10 Foods High in Vitamin D
თუ მიირთმევ ხორცს ვიტამინის მისაღებად, მაშინ D ვიტამინის მისაღებად უნდა მიირთვათ განსაკუთრებით ღორის ხორცი. ნეკნები შეიცავენ ვიტამინი D-ს დიდ რაოდენობას.

თეთრი იტალიური ყველი (Ricotta)
Homemake Masks: 10 Foods High in Vitamin D
ეს ყველი შეიცავს 5-ჯერ მეტ D ვიტამინს, ვიდრე სხვა დანარჩენი ყველის სახეობები. რათქმაუნდა შეგიძლიათ მიირთვათ სხვა ყველის სახეობა, მაგრამ უმჯობესია თუ იქნება ფორტიფიცირებული.

ვირთევზას ღვიძლის ზეთი
Homemake Masks: 10 Foods High in Vitamin D
ვიტამინის D-ს ყველაზე დიდი რაოდენობა არის ვირთევზას ღვიძლის ზეთში, ისევე როგორც ვიტამინი A. მისი დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი - 3 სუფრის კოვზი დღეში ერთხელ.


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top