;
22 მარტი 2013      te_te_e     2 კომენტარი     ნანახია 8604-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი, მშრალი კანისათვის

დროა შეარჩიოთ იაფი და ნატურალური სახის ნიღაბი თქვენი მშრალი კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. წარმოგიდგენთ 6 სხვადასხვა ნიღბის მომზადების წესს, რომელიც მზადდება სხვადასხვა პროდუქტისგან. ნიღბების დასამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ნატურალური პროდუქტები

1) Sage (მცენარე პიტნის ოჯახიდან, ცნობილია ასევე როგორც Salvia) პიტნა და გვირილა
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი, მშრალი კანისათვის
სამკურნალო ბალახებზე დამზადებული სახის ნიღაბი თქვენი კანს მიანიჭებს სიჯანსაღეს და ჰიდრატირებულობას.

მომზადების წესი: მოამზადეთ გვირილის და პიტნის ნაყენი. 3 ჩაის კოვზ გვირილის ნაყენს დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი პიტნის ნაყენი და დავუმატოთ 2 ჭიქა ადუღებული წყალი. დაველოდოთ მომზადებული სითხის გაციებას. ნაყენის გაციების შემდეგ, ბამბა დაასველეთ მიღებულ ნაყენში და გაიწმინდეთ სახე. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ სახე ნელ-თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეროთ მინიმუმ კვირაში ორჯერ სასურველი შედეგის მისაღებად.

2) სტაფილოს და ხაჭოს ნიღაბი
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი, მშრალი კანისათვის
სტაფილოს და ხაჭოს ნიღაბს იყენებენ როგორც სახისთვის ასევე ტანის გამაჯანსაღებელ საშუალებად. ეს ნიღაბი თქვენს მშრალ კანს დაეხმარება დატენიანებაში.

მომზადების წესი: აიღეთ პატარა ზომის ჯამი. 1 ჩაის კოვზ ხაჭოს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი და დაასხით 2 ჩაის კოვზი სტაფილოს წვენი. აურიეთ კარგად და მიღებული მასა წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ კანი ნელთბილი წყლით. სასურველი შედეგის მისაღებად ეს პროცედურა უნდა გაიმეროთ კვირაში ორჯერ.

3) შვრიის და ნუშის ნიღაბი
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი, მშრალი კანისათვის
ეს ნიღაბი გამოაცოცხლებს თქვენს კანს და გააქრობს მშრალ ლაქებს სახიდან.

მომზადების წესი: აიღეთ პატარა ჯამი. 2 ჩაის კოვზ შვრიის ფქვილს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი დაფქვილი ნუში. დაუმატეთ გახეხილი ლიმნის კანი და ძალიან მცირე რაოდენობის სუფთა წყალი. აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში. მიღებული მასა წაისვით მთლიან სახეზე და დაიტოვეთ მანამ სანამ არ გაშრება და არ გახმება. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ კანი ნელთბილი წყლით.

4) სტაფილოს ნიღაბი
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი, მშრალი კანისათვის
სტაფილოს უმარტივესი ნიღბის დახმარებით შეძლებთ სახიდან მოიშოროთ მკვდარი კანი. იგი ასევე გაასუფთავებს ფორებს.

მომზადების წესი: მოხარშეთ 2-3 ცალი სტაფილო და დაჭყლიტეთ ჩანგლით. დაუმატეთ მცირე რაოდენობის წყალი და წაისვით სახეზე. 10 წუთის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით.

5) თაფლის და წითელი ღვინის ნიღაბი
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი, მშრალი კანისათვის
კანის ექსპერტები გვირჩევენ მივიღოთ უპირატესობები: ანტიოქსიდები და ვიტამინები წითელი ღვინისგან.

მომზადების წესი: პატარა ჯამში ჩავასხათ 6 ჩაის კოვზი წითელი ღვინო და 1 ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული მასა წავისვათ სახეზე ბამბის პატარა ბურთულის დახმარებით. დავიტოვოთ ნიღაბი სახეზე სანამ არ გაშრება და შემდეგ ჩამოვიბანოთ ნელთბილი წყლით. თუ გინდათ კანის დატენიანებაც, მასას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითნის ზეთი.

6) არყის და ზეითუნის ზეთის ნიღაბი
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი, მშრალი კანისათვის
ეს ნიღაბი დაგეხმარებათ მშრალი სახის კანი გახადოთ უნაკლო და ასევე მოიშოროთ აქერცლილი კანი სახიდან. ნიღაბი ასევე უზრუნველყოფს ფორების დაცვას კლიმატის მიუხედავად.

მომზადების წესი: ავიღოთ პატარა ჯამი. ჩავასხათ 2 ჩაის კოვზი არაყი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. იხმარეთ ჯაგრისი ნიღბის სახეზე წასასმელად. დაიტოვეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

2


  • anakaa თქვა:
    23 მარტი 2013 16:48 - ID: 2,
    stapilos da xachos nigabs vtsdii

  • SaAaL :X:X თქვა:
    23 მარტი 2013 12:16 - ID: 1,
    ნორმალური კანისთვისაც დადეს რა გთხოოვ და კიდევ აკნესთვის request
    ძაან სასარგებლო ნიუსიიყო ავტორ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top