;

23 March 2013      te_te_e     Views 16120    
Category: Take Care

Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი დაზიანებული და გამომშრალი თმის აღსადგენად
წარმოგიდგენთ 6 ნატურალურ პროდუქტზე დამზადებულ ნიღაბს, რომელიც დაეხმარება დაზიანებულ და გამომშრალ თმას დაიბრუნოს ელვარება, სიჟანსაღე და სიძლიერე.

1) ქოქოსის ზეთის და ნუშის ნიღაბი
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი დაზიანებული და გამომშრალი თმის აღსადგენად
ექსპერტები გვირჩევენ თმის სიელვარის დასაბრუნებლად გამოვიყენოთ ნატურალური საშუალებები. ეს ნიღაბი კი სწორედ ამისთვისაა.

მომზადების წესი: ავიღოთ ჯამი. ჩავასხათ ნახევარი ჭიქა ქოქოსის ზეთი და დავუმატოთ 6 ცალი დაჭყლტილი ნუში. მიღებული მასა გავაცხელოთ დაახლოებით 4-5 წუთი და შემდეგ გავაციოთ. წავისვათ მიღებული მასა თმაზე და შევიხვიოთ პირსახოცით. დავიცადოთ დაახლობით 30 წუთი, რათა ნატურალურმა პროდუქტებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამომჟღავნება. 30 წუთის შემდეგ კი ჩამოვიბანოთ თმა თბილი წყლით მცირეოდენ შამპუნთან ერთად.

2) ზეითუნის ზეთის და იოგურტის ნიღაბი
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი დაზიანებული და გამომშრალი თმის აღსადგენად
ეს ნიღაბი აღადგენს დაზიანებულ თმას.

მომზადების წესი: ავიღოთ ჯამი. ჩავასხათ ნახევარი ჭიქა იოგურტი და დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. იმისათვის რომ მიღებული მასა გახდეს უფრო ნოყიერი, ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ 6 წვეთი როზმარინის ესენციის ზეთი. გამოიყენეთ ბლენდერი, რათა მიიღოთ უფრო კარგი მასა და შემდგ წაისვით ნესტიან თმაზე. თმა შეიკარით პლასტიკატის შესაკრავით და გაიჩერეთ თმაზე დაახლოებით 20 წითი. ბოლო ეტაპი კი თმის ჩამობანაა თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს "რიტუალი" კვირაში ორჯერ სწრაფი და შესანიშნავი შედეგისათვის.

3) მზესუმზირის ზეთის ნიღაბი
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი დაზიანებული და გამომშრალი თმის აღსადგენად
მშრალი და დაზიანებული თმა შეიძლება გახდეს უფრო მძიმე თუ არ იცით როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა. მზესუმზირის ზეთი არის ერთ-ერთი პოპულარული საშუალება ასეთი თმის სამკურნალოდ. თუ თმაში შეიზელთ მზესუმზირის ზეთის მცირე რაოდენობას, ის აღადგენს სიელვარეს და დაზიანებულ თმის სტრუქტურას. თმაზე გაიჩერეთ დაახლოებით 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით და თბილი წყლით. ეს "რიტუალი" გაიმეორეთ კვირაში ერთხელ სასურველი შედეგის მისაღებად.

4) ნეკერჩხლის სიროფის ნიღაბი
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი დაზიანებული და გამომშრალი თმის აღსადგენად
მოამზადეთ შესანიშნავი გამაჯანსაღებელი საშუალება გემრიელი ინგრედიენტების დახმარებით. გამოაცოცხლეთ სიცოცხლეს მოკლებული თმა უბრალო ნატურალური საშუალებით.

მომზადების წესი: პატარა ჯამში ჩავასხათ 2 ჩაის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი, ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და 2 ჩაის კოვზი ღორის ქონი. გავათბოთ მიღებული მასა და შემდეგ გავაციოთ. წავისვათ თმაზე და გავაჩეროთ 25 წუთი. შემდეგ ჩამოვიბანოთ ისე როგორც რეგულარულად - შამპუნით და თბილი წყლით.

5) ალოეს ვერა
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი დაზიანებული და გამომშრალი თმის აღსადგენად
ამ შემთხვევაში თქვენ აღარ დაგჭირდებათ ნიღბის მომზადება. ის რისი გაკეთებაც თქვენ მოგიწევთ არის მხოლოდ შამპუნს დაუმატოთ ალოე ვერას გელი. წაისვით თმაზე და კარგად "დაზილეთ" 5-6 წუთის განმავლობაში.შემდეგ კი ჩამოიბანეთ. თუ ამ ტიპის შამპუნს იხმართ დაინახავთ განსხვავებას.

6. ქუნჯუთის ზეთი (Sesame Oil)
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი დაზიანებული და გამომშრალი თმის აღსადგენად
ექსპერტები, ნატურალურ პროდუქტებს შორის გამოყოფენ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მდიდარნი არიან ვიტამინებით და ანტიოქსიდებით. მშრალ თმაზე ჩატარებულ შედეგებში კი გამოვლინდა პროდუქტი, რომელიც ღრმად კურნავს დაზიანებულ და გამომშრალ თმას. ეს პროდუქტი არის ე.წ. ქუნჯუთი (Sesame).

მომზადების წესი: ავიღოთ 6oz მოცულობის თბილი ქუნჯუთის ზეთი, 6 წვეთი სანდლის ხის ესენციის ზეთი და იგივე რაოდენობის ლავანდის ზეთი. ცხელი მასა დაიტანეთ თმაზე და დაივარცხნეთ. შეიკარით თმა პირსახოცით და გაიჩერეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ თმა თბილი წყლით და შამპუნით.


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top