;

23 March 2013      te_te_e     Views 15724    
Category: Take Care

Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი აკნეს საწინააღმდეგოდ
გამონაყარს ადვილად შეუძლია ჩაგიშალოთ გეგმები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინ წვეულება გელოდებათ. გთავაზობთ 6 ნიღაბს, რომლის დამზადება შეგიძლიათ ნატურალური პროდუქტებით სახლის პირობებში. გამონაყარის წინააღმდეგ "საბრძოლველად" ჯობია გამოიყენოთ ნატურალური ნიღბები, რომელიც უფრო იაფი და უფრო ჯანსაღი პროდუქტია.

1) პიტნის ფოთლები
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი აკნეს საწინააღმდეგოდ
პიტნა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად გამონაყარის წინააღმდეგ.

მომზადების წესი: დასრისეთ დაახლოებით 4-5 პიტნის ფოთოლი მცირე რაოდენობის პიტნის ნაყენთან ერთად. მიღებული ნაყენი, ბამბის დახმარებით წაისვით გამონაყარზე მაქსიმუმ 15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით. აუცილებლად შეამჩნევთ პიტნის "ძალას". იმისათვის რომ მიიღოთ სასურველი შედეგი პროცედურა გაიმეორეთ ხშირად - როგორც კი კანზე სიწითლეს შეამჩნევთ.

2) სტაფილო და მწვანე ჩაი
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი აკნეს საწინააღმდეგოდ
ამ ნატურალურ ინგრედიენტებს, კოსმეტოლოგები მიმართავენ კანის ბრწყინვალების და სიგლუვის აღსადგენად.

მომზადების წესი: მოხარშეთ სტაფილო სანამ ძალიან არ დარბილდება. საშუალო ზომის ჯამში დაჭყლიტეთ და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი. აურიეთ კარგად და მიღებული მასა წაისვით სახეზე. გაიჩერეთ სახეზე 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

3) მარწყვი
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი აკნეს საწინააღმდეგოდ
კენკრა ავსებს სახის კანის უჯრედებს ანტიოქსიდებით და ვიტამინებით.

მომზადების წესი: დაჭყლიტეთ 4-5 ცალი მარწყვი, სასურველ სისქემდე მიყვანამდე. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთი, რათა ფორებმა შეძლონ სამკურნაო თვისებების ათვისება. შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

4) მოხარშული შვრია
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი აკნეს საწინააღმდეგოდ
მოხარშული შვრია არის აკნეს წინააღმდეგ ყველაზე სწრაფი საშუალება.

მომზადების წესი: მოხარშეთ შვრია და დაელოდეთ გაციებას. შემდეგ წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ეს ნიღაბი გაასუფთავებს ფორებს.

5) ლაიმის წვენი და მიწისთხილის ზეთი
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი აკნეს საწინააღმდეგოდ
ამ ნიღბის დახმარებით მოკლე დროში შეძლებთ გამონაყარის მკურნალობას

მომზადების წესი: 2 ჩაის კოვზ ლაიმის წვენს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი მიწისთხილის ზეთი. მიღებული სითხე წაისვით გამონაყარზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით, რათა ფორები დაიხუროს.

6) კვერცხის ცილა და ფორთოხლის წვენი
Homemake Masks: 6 ნატურალური ნიღაბი აკნეს საწინააღმდეგოდ
მოირჩინეთ მცირე შეშუპება და სიწითლე სახეზე მარტივი ნიღბის დახმარებით.

მომზადების წესი: ჯამში ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა და დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ფორთოხლის წვენი. წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top