;
23 მარტი 2013      te_te_e     6 კომენტარი     ნანახია 11958-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

Homemade Masks: 6 ბუნებრივი ნიღაბი რომელიც გეხმარება ცხიმიანი კანის მოშორებაში

ცხიმიანმა ლაქებმა შეიძლება დაფარონ თქვენი სილამაზე, ამიტომ დერმატოლოგები გვირჩევენ გამოვიყენოთ რაც შეიძლება ნატურალური ნიღბები, რომლის დახმარებითაც აკნე და გამონაყარი აღარ შეაწუხებს თქვენს კანს და კანის უჯრედებს შეავსებეს ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით.

1) მარილის სპრეი
Homemade Masks: 6 ბუნებრივი ნიღაბი რომელიც გეხმარება ცხიმიანი კანის მოშორებაში
მომზადების წესი: აირეთ საშუალო ზომის ბოთლი. ჩაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და დაუმატეთ მცირე რაოდენობის წყალი. გახსენით მარილი წყალში და მიღებული სითხე წაისვით სამკურნალო ადგილებზე. ქაღალდის დახმარებით შეიშრეთ დასველებული ადგილი და დაიტოვეთ სახეზე. სასურველი შედეგის მისაღებად ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე.

2) კიტრი და ლაიმის წვენი
Homemade Masks: 6 ბუნებრივი ნიღაბი რომელიც გეხმარება ცხიმიანი კანის მოშორებაში
ამ ნიღბის დახმარებით კანის უჯრედები გამდიდრდებიან ანტიოქსიდანტებით და გაიწმინდება ფორები

მომზადების წესი: 1 ჩაის კოვზ კიტრის წვენს დაუმატეთ ლაიმის წვენი და ბამბის დახმარებით წაისვით სახეზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

3) მწვანე თიხა და თაფლი
Homemade Masks: 6 ბუნებრივი ნიღაბი რომელიც გეხმარება ცხიმიანი კანის მოშორებაში
ეს ნიღაბი ღრმად გაწმენდს თქვენს კანს და სამუდამოდ დაემშვიდობებით ცხიმიან კანს.

მომზადების წესი: საშუალო ზომის ჯამში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მწვანე თიხის პუდრი და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. მოურიეთ და მიიღებთ საშუალო სისქის მასას, რომელიც უნდა წაისვათ სახეზე. დაიტოვეთ ნიღაბი სახეზე 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ რათა ძირფესვიანად დაამარცხოთ აკნე და ცხიმის ლაქები.

4) ცივი წყალი
Homemade Masks: 6 ბუნებრივი ნიღაბი რომელიც გეხმარება ცხიმიანი კანის მოშორებაში
ყველაზე ადვილი მეთოდი ცხიმიანი კანის დასამარცხებლად არის ყინულივით ცივი წყალი.

მომზადების წესი: ჩაასხით წყალი ჯამში და შედგით საყინულეში. სანამ სახლიდან გახვალთ 3-4 ჯერ შეისხით წყალი სახეზე. ეს პროცედურა დაეხმარება ფორების დახურვას.

5) ვარდის წყალი და წითელი სანდალი
Homemade Masks: 6 ბუნებრივი ნიღაბი რომელიც გეხმარება ცხიმიანი კანის მოშორებაში
ამ მეთოდს იყენებენ ყველაზე ხშირად ინდოეთში რათა ჰქონდეთ უმწიკვლო კანი. ეს ნიღაბი ასუფთავებს ფორებს ტოქსინებისგან.

მომზადების წესი: აურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი სანდალის პუდრა და მცირე რაოდენობით ვარდის წყალი, სასურველი მიქსტურის მიღებამდე. დაიბანეთ სახე სუფთა წყლით და შემდეგ მიღებული მასა წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

6) პომიდვრის პიურე
Homemade Masks: 6 ბუნებრივი ნიღაბი რომელიც გეხმარება ცხიმიანი კანის მოშორებაში
პომიდვრის პიურეს, დერმატოლოგების თქმით აქვს ძალა გამოაშროს ზეთიანი კანზე წარმოქმნილი ჯირკვლები.

მომზადების წესი: დააბლენდერეთ პომიდორი და წაისვით სახეზე 5-7 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაიბანეთ სახე თბილი წყლით. მალე შეამჩნევთ შედეგს თქვენს კანზე.

Homemade Masks: 6 ბუნებრივი ნიღაბი რომელიც გეხმარება ცხიმიანი კანის მოშორებაში

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

6


  • nataliMNM თქვა:
    25 ოქტომბერი 2013 17:52 - ID: 6,
    აკნეს საწინააღმდეგო სახის გამწმენდი ლოსიონი. 100% შედეგით. დამიკავშირდით 599 28 15 08 ნატი

  • MariamiXD თქვა:
    12 ივლისი 2013 17:46 - ID: 5,
    მარილის სპრეის გამოყენება დავიწყე. ვნახოთ რა შედეგს მივაღწევ feel

  • im888 თქვა:
    25 მარტი 2013 11:55 - ID: 4,
    რეკლამა გამომივა მაგრამ ვისაც გამონაყარი აწუხებს და ღია ფორები ახალი ქართული პროდუქტი "ბამუსი" იხმარეთ თქვენ თვითონ გაოცდებით შედეგით რომელიც 1 დგეში შეამჩნევთ :))) მე თვითონ არ მოველოდი იმდენად კარგია თან ქართულია, მე შევიძინე ქალთა ბედნიერებში 30 ლარი ღირს, არც სუნი და არც გემო არა აქ..

  • mari mari mari თქვა:
    24 მარტი 2013 20:34 - ID: 3,
    გამონაყარის საწინააღმდეგო ნიღბებზე კიდე დაწერეთ რაა :(

  • taka-tako თქვა:
    23 მარტი 2013 23:31 - ID: 2,
    ძალიან კარგი ნიუსია love მადლობა ავტორს

  • NiNi_N თქვა:
    23 მარტი 2013 17:19 - ID: 1,
    ეს მჭირდება მე :)) ველოდებოდი ამ ნიუსს :დ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top