;

9 April 2013      kristi_     28 Comments     Views 10069    
Category: Take Care

შუა საუკუნეებში მოდური იყო შევსებული ფორმები , მეტიც გამხდარი ქალები მხოლოდ მონები იყვნენ , ხოლო დიდგვაროვნები ფერ-ხორციანობით იწონებდნენ თავს. თუმცა დღეს ამის თქმა შეუძლებელია მაში როდესაც ვიწრო შარვლები , მოკლე შორტები და კაბებია მოდაში. გოგონების უმეტესობისთვის - 5-10 კილო მშვენიერი იქნებოდა მათთვის , თუმცა მიზნის მისაღწევად სულ მცირედი ცდილობს, დანარჩენი კი ხვალით იმხნევებს თავს.
ჭარბი წონა მსოფლიოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აწუხებს. რაც გამოწვეულია სწრაფი კვების ობიექტების , გაზიანი სასმელების , ზედმეტად ბევრი ტკბილეულობის ხშირად პირის ჩატკბარუნების გამო.
წონის დასაკლებად კი უმეტესობა შიმშილობს , რაც ყველაზე დიდი შეცდომაა. მოზრდილებისათვის მკაცრი დიეტის დაცვა მიზანშეწონილი არაა , ხოლო მოზრდილმა ადამიანებმა აუცილებლად დიეტოლოგებს უნდა მიმართონ , რათა ორგანიზმს საფრთხე არ შეუქმნან.
ჭარბი წონა


წონას საკმაოდ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ლამაზი ფიგურა მხოლოს ტანსაცმლისთვის არაა. ნორმალური წონის შენარჩუნება პირველრიგში ჯანმრთელობისთვისაა.
საკმაოდ საყურადღებოა ის ფაქტი , რომ გამხდარი ადამიანების უმეტესობას საკმაოდ დიდი ცხიმი აწუხებს , რის მოსაშორებლად რეგულარული ვარჯიშია საჭირო.
თუ აპირებთ ფორმაში ჩადგომას აუცილებლად შთააგონეთ თავს , რომ "ხვალ-ის" ძახილი საკმაოდ სავალალო შედეგამდე მიგიყვანთ. დაიწყეთ დღესვე!
საჭირო არაა თავი გამოიფიტოთ მკაცრი დიეტებით , მითუმეტეს გაზაფხულზე.
მარტივი დიეტა
1 კვირა ამოიღეთ პური.
2 კვირა მთლიანად ცომეული.
3 კვირა ტკბილეული.
4 კვირა შეეშვით შემწვარ საკვებს.
5 კვირა მოშორდით გაზიან სასმელებს.
6 კვირა 6-ს შემდეგ აღარ მიიღოთ საკვები.
6 კვირის განმავლობაში მისდიეთ საგულდაგულოდ ჩამოთვლილ პუნქტებს. ხშირად იკვებეთ და ორგანიზმი არ მოაშიოთ.
ჭარბი წონა



ზედმეტი წონის მოშორება ვარჯიშის გარეშე წარმოუდგენელია. დაკავდით სპორტით , ეს მოდურია.
სპორტდარბაზებში სიარულის ფუფუნება ბევრს არ აქვს , ამიტომ შეგიძლიათ სახლშიც მშვენივრად ივარჯიშოთ საკუთარ თავზე.
ხელის კუნთების გასამაგრებლად წყლით სავსე პატარა "ბოთლები" აზიდეთ.
აკეთეთ მუცლის პრესები - დღეში 40-50 არ მოგკლავთ.
ისეირნეთ რაც შეიძლება დიდხანს - განსაკუთრებით საღამოობით.
იძინეთ ბევრი.
კომპიუტერთან ჯდომის საათები შეამცირეთ.
მწვანე ჩაი მიირთვით ( უზმოზე არ არის მიზანშეწონილი)
ჭარბი წონა
ჭარბი წონა
ჭარბი წონა


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top