;
23 დეკემბერი 2013      te_te_e     2 კომენტარი     ნანახია 7143-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

ზამთარში კანს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. როგორც იცით კანის უმეტესი ნაწილი წყლისგან შედგება და ზამთარში როგორც მდინარე ისევე სახის კანიც იყინება და როდესაც "ყინული" დღვება მისი ზედაპირიც, ერთ დროს ელასტიკური და ხავერდოვანი, შრება, იქერცლება და ნაოჭდება.
იმისათვის, რომ ჩვენს კანს ასეთი რამ არ დაემართოს საჭიროა გავიკეთოთ სახის ნიღბები, რათა კანს გაყინვის და გამოფიტვის საშუალება არ მივცეთ.
Homemade Masks: სახის ნიღბები ზამთრისათვის

არსებობს უამრავი კრემი, რომელიც კანს იცავს სიცივისაგან, მაგრამ არაფერია იმაზე უკეთესი ვიდრე ნატურალური პროდუქტები. გთავაზობთ სახის ნიღბებს, რომელთა დამზადებაც სახლის პირობებში შეგიძლიათ ნატურალური პროდუქტებისაგან.

1. რძის ნაწარმის ნიღბები
Homemade Masks: სახის ნიღბები ზამთრისათვის
სწრაფი და ადვილი ნიღაბი კანის სიმშრალის საწინააღმდეგოდ არის რძის ნაწარმისგან დამზადებული ნიღაბი. თქვენ შეგიძლიათ დაივიწყოთ კანის სიმშრალე თუ სწორად შეარჩევთ ნიღაბს. ქალების უმრავლესობისთვის იოგურტი, სურნელოვანი დანამატების და შაქრის გარეშე, შეუდარებელია, მაგრამ ასევე შეგიძლიათ სცადოთ კეფირი. იმ შემთხვევაში თუ კანი ძალიან გამომშრალი გაქვთ, გაიკეთეთ ცხიმიანი არაჟნის ნიღაბი. გაიჩერეთ თქვენს მიერ არჩეული ნიღაბი სახეზე დაახლოებით 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

2. ავოკადოს და ზეითუნის ზეთის ნიღაბი
Homemade Masks: სახის ნიღბები ზამთრისათვის

შეაზავეთ ავოკადოს მაღალი ანტიოქსიდები და ზეითუნის ზეთი და დარწმუნებული იყავით თქვენი კანის დაცვაში. იმისათვის რომ ავოკადოს ნიღაბი დავამზადოთ საჭიროა 1 ცალი მწიფე საშუალო ზომის ავოკადო და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. დავჭყლიტოთ ავოკადო და დავუმატოთ ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა წავისვათ სახეზე და გავიჩეროთ დაახლოებით 10-15 წუთი, ხოლო შემდგომ ჩამოვიბანოთ ნელ-თბილი წყლით.

3. შვრიის და თაფლის ნიღაბი
Homemade Masks: სახის ნიღბები ზამთრისათვის

შვრიის და თაფლის ნიღაბის გაკეთება რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ბლენდერში ჩავყაროთ 1 ჭიქა შვრია(გერკულესი) და დავუმატოთ 1 ჭიქა წყალი. მას შემდეგ რაც მივიღებთ მასას დავუმატოთ ¼ჭიქა ნატურალური თაფლი. მიღებული მასა ნაზი მოძრაობით წავისვათ სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ ნელთბილი წყლით.

4.ბანანის და უცხიმო რძის კრემის ნიღაბი
Homemade Masks: სახის ნიღბები ზამთრისათვის


ერთ-ერთი სახლის დამზადებული ზამთრის სახის ნიღაბი არის ხილის და რძის ერთობლივი ნიღაბი, რომელიც ღრმა დატენიანებს კანს. დააბლენდერეთ მწიფე ბანანი და დაუმატეთ რძის კრემი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ დაახლოებით 10-15 წუთი, ხოლო შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

5. შოკოლადის ნიღაბი
Homemade Masks: სახის ნიღბები ზამთრისათვის

გარდა იმისა, რომ კაკაო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ეს ნიღაბი ზამთრის განმავლობაში კანს შეუნარჩუნებს სირბილეს. ხოლო კაკაოს და ნაღების შერევით თქვენ მიიღებთ საუკეთესო დამატენიანებელ ნიღაბს ზამთრისათვის. ½ ჭიქა კაკაოს დაუმატეთ 4 ჩაის კოვზი ნაღები, 3 ჩაის კოვზი შვრია და ¼ ჭიქა თაფლი. ინგრედიენტების შერევით თქვენ მიიღებთ გემრიელ და სასარგებლო ნიღაბს, რომელიც სახეზე უნდა გავიჩეროთ 15-20 წუთი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

6. სტაფილოს და თაფლის ნიღაბი
Homemade Masks: სახის ნიღბები ზამთრისათვის

სტაფილოს და თაფლის ნიღაბი თქვენს კანს მიანიჭებს ბრწყინვალებას და ამასთანავე დაატენიანებს მას. ამ ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი დაბლენდერებული ან გახეხილი სტაფილო და 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიღებული მასა სახეზე უნდა გაიჩეროთ 10 წუთი. ჩამოიბანეთ სახე ნელ-თბილი წყლით და შედეგით თვითონ გაოცდებით.

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

2


  • ANGEL თქვა:
    24 დეკემბერი 2013 15:46 - ID: 2,
    6. სტაფილოს და თაფლის ნიღაბი - ს თანდართული ფოტო მხიბლავს:D
    როგორ მიყვარს ეს სტატიები te_te_e <3

  • anukaanuka თქვა:
    24 დეკემბერი 2013 01:09 - ID: 1,
    ძალიან საინტერესო იყო.ავტორ იქნებ თმის გამაჯანსაღებელი და ზრდის რჩევებიც დაწერო გთხოოვ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top