9 February 2014      te_te_e     Views 12 966    
Category: Take Care

Pilates Workout - პილატეს ვარჯიშები
თუ თქვენ ოცნებობთ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად, გქონდეთ დახვეწილი ტანი, გამხდარი და სწორი ფეხები, სწორი მუცელი, იყოთ წელში გამართული და ამავდროულად რაც ყველაზე მთავარია ჯანმრთელი, მაშინ ეს ნიუსი თქვენთვისაა. მინდა წარმოგიდგინოთ პილატესი(Pilates), მე-20 საუკუნეში შექმნილი ვარჯიშები, რომლესაც დღესაც მიმართავენ ჩვენთვის საყვარელი ვარსკვლავები, რომლებიც აიტაცა მსოფლიომ და რომელიც პირველ რიგში ჯანმრთელობისკენ მოგვიწოდებს.
Pilates Workout - პილატეს ვარჯიშები
პილატესი - ასე ეწოდება იმ ცნობილ ვარჯიშს, რომელიც ჯოზეფ პილატესმა მე-20 საუკუნეში შექმნა და რომელსაც 2005 წელს 11 მილიონ ადამიანზე მეტი მიმართავდა ჯანმრთელობისა და სიმალაზისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არსებობს უამრავი ვარჯიში და კიდევ მეტი იქნება, მაგრამ პილატესმა დროს გაუძლო. ამ ვარჯიშს მიმართა ბევრმა ვარსკვლავმაც და შედეგითაც კმაყოფილები დატოვა.
Pilates Workout - პილატეს ვარჯიშები
ჯოსეფ პილატესმა, მას შემდეგ რაც პოპულარობა მოიპოვა გაიჩინა მოსწავლეები, ამ მოსწავლეებმაც კიდევ მოსწავლეები და ა.შ. სწორედ პილატესის ერთ-ერთი მოსწავლის მოსწავლეების Philip Friedman და Gail Eisen-ის დამსახურებაა, რომ გამოიცა წიგნი "The Pilates Method of Physical and Mental Conditioning" სადაც ხაზგასმით არის გამოყოფილი 6 პილატეს პრინციპი:

1) კონცენტრაცია – ფოკუსირება იმ ვარჯიშზე რომელიც სრულდება
2) კონტროლი – კუნთების კონტროლი
3) ცენტრირება – ყველაფერისათვის თავისი ადგილის მიჩენა, კუნთებისათვის, თეძოებისათვის, ხერხემლისათვის და ყველა მათგანისათვის გარკვეული ვარჯიშების არსებობა
4) სიზუსტე – მოძრაობების და ტექნიკის ზუსტად დაცვა, კეთდება ვარჯიშები საფენზე თუ ტრენაჟორზე
5) სუნთქვა – სისხლის უკეთესი ცირკულაციისათვის
6) რეგულარული ვარჯიში


ჯანმრთელი ცხოვრების დაწყება ძალიან რთულია, მაგრამ მას შემდეგ რაც ალღოს აუღებთ და თქვენი სხეული შეეჩვევა სწორ კვებასა და ვარჯიშს, შეიძლება მთელი ცხოვრება არ გადაუხვიოთ სწორ გზას. ვარჯიშთან ერთად რეკომენდირებულია ისეთი საკვების მიღება, რომელიც ვარჯიშთან ერთად დაგეხმარებათ წონის კლებაში. წარმოგიდგენთ ჩემს მიერ შექმნილ სტატიებს:

1) Healthy Diet: 5პროდუქტი წონაში სწრაფი კლებისათვის
2) Healthy Diet: ხილის და ბოსტნეულის წვენები

ყველა ადამიანს ჭირდება მოტივაცია და მეც მინდა გირჩიოთ. ხშირად ჩაიცვით საცურაო კოსტუმი ან შემოტკეცილი მოკლე კაბა, ჩაიხედეთ სარკეში, შემდეგ შეხედეთ რომელიმე თქვენს საყვარელ ვარსკვლავს, რომელსა აცვია ლამაზად და გამოიყურება შესანიშნავად და შეახსენეთ თქვენს თავს, რომ თქვენც ვარსკვლავი ხართ.

Pilates Workout - პილატეს ვარჯიშები
თუ ვარჯიში გახდომის მიზნით არ გსურთ, მაშინ იფიქრეთ თქვენს მომავალზე, სიბერეზე და ა.შ ყველას უნდა გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად, როდესაც სახეზე ნაოჭები გაუჩნდება და არავის სურს ყავარჯენს დაყრდნობილი სიარული, ამიტომ დაიწყეთ ჯანმრთელი ცხოვრება.

პილატეს ვარჯიშები შედგება 34 ნაწილისგან
წარმოგიდგენთ Youtube-ის ერთ-ერთი მომხმარებლის ვიდეოებს, სადაც ინსტრუქტორი აღწერს თითოეული ვარჯიშის მიზანს და გვაძლევს ინსტრუქციას თუ როგორ გავაკეთოთ სწორად ვარჯიში.

პილატეს 34 ვარჯიში: www.youtube.com/playlist?list=PL7B6F0E4A3673DDD7

Category: Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top