;
27 მაი 2014      marita ♡     18 კომენტარი     ნანახია 9579-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები



დეპრესია ეს ისეთი შეგრძნებაა, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს განუცდია. ეს შეიძლება იყოს ასაკობრივი ან უბრალოდ სხვადასხვა გარემოებებით გამოწვეული. მისი დამარცხება არ არის ადვილი, მაგრამ არც შეუძლებელი. შემოგთავაზებთ მცირეოდენ ინფორმაციას დეპრესიის შესახებ და ასევე მისგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალებას.

რა არის დეპრესია?

დეპრესიის დროს ადამიანს ებადება შეგრძნება რომ მას ვერავინ ვერ უგებს, მაგრამ ეს ყველაზე მარტივი ფორმა დეპრესიის. მას შეუძლია მრავალი სერიოზული პრობლემის გამოწვევა. დეპრესიის დროს ადამიანი კარგავს ძალას და იმედს. ამ ყველაფრის დაძლევა არ ხდება მალე და ადვილად მაგრამ არც შეუძლებელია რა თქმა უნდა.

დეპრესიის სიმპტომები

• თავს მუდამ ცუდად და გაბრაზებულად გრძნობ
აღარაფერი აღარ არის გასართობი და გასახარებელი, ცდაშიც კი ვერ ხედავ აზრს.
• თავს გრძნობ ცუდად ან დამნაშავედ
გძინავს ან ცოტა ან ძალიან ბევრი
• მუდამ რაღაც გაწუხებს, ან თავის ტკივილი ან სხვა ფიზიკური პრობლემები
ყველა და ყველაფერი შენში ტირილის სურვილს იწვევს
• გაქვს წონაში სერიოზული მატება ან კლება
• დაკარგული გაქვს კონცენტრაციის უნარი.
ვერ ხედავ გამოსავალს
• ფიქრი გიჩნდება სიკვდილზე ან თავის მოკვლაზე




რამდენიმე გზა დეპრესიიდან თავის დასაღწევად


მეტად ენდე მეგობრებს და ოჯახის წევრებს: გაუზიარე მათ შენი პრობლემები, მოუყევი ის რაც გაწუხებს და რასაც ფიქრობ, შეიძლება მათგან გამოსავალის გზები ვერ გაიგო მაგრამ მთავარია მათ კარგად მოგისმინონ.ეს არის დასაწყისი დეპრესიისგან თავის დაღწევის.
დაკავდი ისეთი საქმიანობით სადაც ბევრი ხალხი ტრიალებს: როცა ხვდები რომ იწყებ ცუდ ხასიათზე დადგომას დაკავდი რაიმე ისეთი საქმიანობით სადაც ბევრი ხალხი ტრიალებს.
მოიშორე ცუდი აზრები: როდესაც ცუდ ხასიათზე ხარ და რაიმეზე ნერვიულობ, ეს ყველაფერი ჩაიწერე ფურცელზე. როდესაც იქნები უკეთეს ხასიათზე წაიკითხე ეს ყველაფერი და გაანალიზე ეს ყველაფერი მართლაც სანერვიულო იყო თუ არა.
ძილი: ეცადე ყველანაირად რომ გეძინოს 8-9 საათი, ძილის ნაკლებობა ან გადამეტება ხშრად იწვევს ცუდ ხასითსა და ნერვების დაზიანებას.
საჭირო მზის სხივები: მზისა და სინათლის ნაკლებობა დეპრესიას უფრო ამძაფრებს. ეცადე ყოველ დღე დაიტოვო ცოტა დრო გასეირნებისათვის, ნახევარი საათი ან ერთი საათიც კი საკმარისი იქნება შენი გამოსაჯამრთელებელი კურსისათვის.
ცხოველზე მზრუნველობა: ადამიანურ ურთიერთობებს ვერაფერი ვერ შეცვლის მაგრამ ძალიან კარგია ასეთ დროს ცხოველების ყოლა და მათზე ზრუნვა. მათთან ურთიერთობაში გადაგაქვს ყურადღება და ხვდები რომ ისინი დაუცველები არიან და სჭირდებათ შენი გვერდით დგომა.
ჯამრთელი საკვები: ჯამრთელი კვება სასიკეთოა როგორც შენი ფიზიკური ასევე სულიერი მდგომარეობისთვის. ეცადე დღეში ჭამო 3-4ჯერ მაგრამ ცოტ-ცოტა. მოერიდე ზედმეტ მარილსა და შაქარს. ჭამე მეტი ხილი და ბოსტნეული.

და ბოლოს იცოდეთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, გაერთეთ და ეცადეთ ძალიან ბევრი არ იფიქროთ. ეს ჩემი პირველი სტატიაა და იმედი მაქვს მოგეწონათ.

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

18


  • mariami-)(( თქვა:
    24 ივნისი 2014 01:13 - ID: 18,
    ყველაზე ნაღდიაა ინტერნეტს მოშორდე

  • handbags თქვა:
    23 ივნისი 2014 07:22 - ID: 17,
    Check out sample sales. Many popular designers have sample sales twice a year. At sample sales, there are tables and tables of designer Replica Handbags UK usually marked down at least 20 percent. These bags can be overstock from the previous season, or current bags with a slight defect such as a scratch or colors and styles that never made it into production. Usually, defective Replica Watches UK have even bigger Discount Replica Designer Handbagsdiscounts, sometimes up to 60 percent off. New York City can be considered the sample sale capital of the United States, but other cities have them as well.
    Don't shop blindly. If you are just getting into aReplica Rolex, search fashion Replica Handbags online for purchasing tips. Faithful fans of designerHermes Designer Replica Handbags know where to get the best prices.

  • keti glambert თქვა:
    28 მაი 2014 15:50 - ID: 16,
    კარგია..უკეთესი იქნებოდა მეტი ფოტო ყოფილიყო, მაგრამ არაუშავს..გამოასწორებ..მინდა, რომ self-harm-ზე დადო სიახლე ..! წინაზე ედოთ, რომელიც მომეწონა და გამიხარდება შენც თუ დაამატებ! :) ^__^

  • demetria თქვა:
    28 მაი 2014 00:33 - ID: 15,
    ვაუ ძლაიან საჭირო სიახლე იყო მომეწონა )))))))

  • marita ♡ თქვა:
    27 მაი 2014 23:58 - ID: 14,
    ძალიან დიდი მადლობა რომ შენი გამოცდილება გაგვიზიარე... კი შეუძლებელი ნამდვილად არაფერი არ არის მითუმეტეს როდესაც გარშემო ისეთი ადამიანები გყავს ვინებიც გეხმარებიან და მხარში გიდგანან. <3

  • beonce თქვა:
    27 მაი 2014 23:30 - ID: 13,
    კარგი სტატია იყო. :)
    მე ერთი წლის წინ გამოვცადე დეპრესია და საშინელებაა! უიმედობით ხარ შებყრობილი.გგონია რომ დედამიწის ზურგზე ვერავინ გაგიგებს.ცხოვრებას შავ-თეთრად უყურებ და გგონია ვერასდროს დააღწევ თავს ამ ყველაფერს.ჩემი დეპრესია,ალბათ,უფრო ასაკობრივი იყო.არ ვიცი...ზამთრის პერიოდი იყო.როცა მკვდარია ყველაფერი.მზიანი და ნათელი დღეები გენატრება.საბედნიეროდ,მალე მდგომარეობიდან თავისით გამოვედი.როცა გაზაფხული მოვიდა და მზე დავინახე! მაშინ დავრწმუნდი,რომ ამინდს დიდი გავლენა აქვს ადამიანის განწყობაზე.როცა ხალისი დამიბრუნდა და გამოვერკვიე მერე გავაცნობიერე ხშირად რა ცუდად ვიქცეოდი და რამდენს ვატკინე გული.ამიტომ,ნუ მისცემთ თქვენ თავს საშუალებას მარტოსულად იგრძნოთ თავი და მუდამ გახსოვდეთ,რომ ახლობლებს უყვარხართ.უფლის რწმენა უნდა გქონდეს უპირველეს ყოვლისა! რთულია,მაგრამ შესაძლებელი.

  • annabanna თქვა:
    27 მაი 2014 22:27 - ID: 12,
    • "აღარაფერი აღარ არის გასართობი და გასახარებელი, ცდაშიც კი ვერ ხედავ აზრს." საწუხაროდ ვიცი რა გრძობაცაა ეს და თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი. დრო კურნავს, ოღონდ ნაწილობრივ..

  • tatia 888 თქვა:
    27 მაი 2014 22:14 - ID: 11,
    მე დეპრესია არასდროს მემუქრება? ^_^

  • anukaanuka თქვა:
    27 მაი 2014 21:48 - ID: 10,
    ყველა სიმპტომი აღმომაჩნდა.....

  • Dako94 თქვა:
    27 მაი 2014 21:07 - ID: 9,
    ძალიან კარგი სტატიაა ,ნამდვილად დამეხმარება ^_^

  • marita ♡ თქვა:
    27 მაი 2014 21:01 - ID: 8,
    დიდი მადლობა...ვეცდები ყველას რჩევა გავითვალისწინო შემდეგისთვის <3

  • Naian თქვა:
    27 მაი 2014 12:23 - ID: 7,
    ცხოვრებაში არ მქონია დეპრესია და არც მექნება.
    მაგრამ ვისაქ გაქვთ, რობერტ დენიროს დავესესხები და გირჩევთ, "შეხვიდით ნებისმიერ დეპრესიას ღიმილით. დეპრესია იფიქრებს რომ იდიოტი ხართ და გაიქცევა". აბა თქვენ იცით

  • freezing moon თქვა:
    27 მაი 2014 11:47 - ID: 6,
    არ არის საჭირო ენდო მეგობრებს და ოჯახის წევრებს და არც ის რომ დაკავდე ისეთი საქმით სადაც ბევრი ხალხი ტრიალებს. პირიქით ეგ ხალხია ზუსტაად დეპრესიის მიზეზი. განმარტოება და უბრალოდ ფიქრი უფრო სასიკეთოა მაგ დროს. რაიმეზე ნერვიულობას მოეშვები და ახალ მიზეზს მოძებნი სანერვიულოდ, არ აქვს დიდი მნიშვნელობა მაგას. არ მესმის რისთვისაა საჭირო ეს უაზრო ჭყლატუნა მზის სხივები, რომლებიც ნერვებს გიშლიან და უფრო ცუდ ხასიათზე გაყენებენ. რა ჯობია საღამოთი წვიმაში ბოდიალს. ცხოველზე ზრუნვას რაც შეეხება ეგაა ერთადერთი კაი რჩევა, მართლაც ეფექტურია:J

  • liliana თქვა:
    27 მაი 2014 11:46 - ID: 5,
    კარგი ნიუსია.. მე თვითონ გავოცდი როცა წავიკითხე რომ თურმე დეპრესიის 300-ზე მეტი სახეობა არსებობს.. ნამდვილად ყველა ადამიანს აქვს პრობლემები ეს იქნება ცხოვრებისეული თუ ასაკობრივი მაგრამ მთავარია გვქონდეს მათი გადალახვის უნარი ..ბევრი მძიმე დეპრესიის გამო ინტერპერსონალურ დარღვევებამდე მიდის..ასე რომ stay strong everyone,,,

  • someone თქვა:
    27 მაი 2014 10:31 - ID: 4,
    ასევე ფიზიკური ვარჟიში შველის ძალიან

  • LiiZii თქვა:
    27 მაი 2014 09:58 - ID: 3,
    კარგი სიახლე იყო ყოჩაღ ავტორს... <333 მაგრამ უკეთესი იქნებოდა ცოტა სურათებიც ჩაგერთო ...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top