;
13 ივნისი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 4764-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

SOS ჭარბი ოფლიანობა დაავადებაა!
რა არის ჰიპერჰიდროზი და როგორ ხდება მისი მკურნალობა

SOS ჭარბი ოფლიანობის პრობლემა
რა შეიძლება იყოს ოფლის სუნზე უსიამოვნო? ზაფხულში ეს პრობლემა მწვავდება, ხდება ანტიპერსპერანტებისა და დეზოდორანტების ფართო რეკლამირება, მაგრამ სამწუხაროდ კოსმეტიკური საშუალებები ვერაფერს დაეხმარება ადამიანს, რომელიც დაავადებულია ჰიპერჰიდროზით -დაავადებით, რომელიც მიმდინარეობს ოფლის ჭარბი გამოყოფით და როგორც ყველა დაავადება, საჭიროებს მკურნალობას.

ნორმაში ყველა ადამიანი მუდმივად გამოყოფს ოფლს. ნორმალური ტემპერატურის დროს გამოიყოფა ნახევარ ლიტრამდე ოფლი დღე-ღამეში, მაღალი ტემპერატურისა და განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს - კი ათჯერ მეტი. ჭარბი ოფლიანობა საკმაო დისკომფორტს უქმნის ადამიანს. საყურადღებოა, რომ სტატისტიკის მიხედვით, ჰიპერჰიდროზით დაავადებულია მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 1%. ქვეყნების უმრავლესობაში ამ დაავადებას არ გამოყოფენ ცალკე პათოლოგიად. შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში იფარება ჰიპერჰიდროზის მკურნალობა სამედიცინო დაზღვევითაც კი ანაზღაურდება.


განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს.
ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან.
ამ შემთხვევაში ოფლდენა ძლიერდება ცხელ ამინდში, ფიზიკური დატვირთვის დროს და ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს. ჭარბი ოფლდენა შეიძლება განვითარდეს რეფლექტორულად ემოციური განცდების დროს, ტკივილის, ცხელი ან ცხარე საკვების მიღების, ალკოჰოლისა და მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებების მიღების ფონზე. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ მჭიდრო, ასევე სინთეტიური მასალისაგან დამზადებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჩახუთულ სივრცეში ყოფნა, ასევე ჰაერის მაღალი ტენიანობა, სითხის მიღების არასწორი რეჟიმი იწვევს ოფლის გაძლიერებულად გამოყოფას. ყველა ზემოჩამოთვლილი მაგალითი ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზის გამოხატულებაა.
არსებობს ასევე ზოგადი (გენერალიზებული) ჰიპერჰიდროზი, რომლის დროსაც შემაწუხებელი ოფლიანობა მთელ სხეულზეა გამოხატული.




პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.
პირველადი ჰიპერჰიდროზი - ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე;
მეორადი ჰიპერჰიდროზი უმეტესად პათოლოგიურია და სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.

SOS ჭარბი ოფლიანობის პრობლემა
პირველადი ჰიპერჰიდროზი
პირველად ჰიპერჰიდროზზე, როგორც დამოუკიდებელ დაავადებაზე, ლაპარაკობენ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოკვლევების შედეგად ვერ პოულობენ ჰიპერჰიდროზის მიზეზს. პირველადი ჰიპერჰიდოზისათვის ძირითადად დამახასიათებელია ლოკალური ოფლიანობა, მაგ სახის, ხელის მტევნების, ტერფების და იღლიების მიდამოებში. ოფლიანობა ხელს უწყობს კანის გაღიზინებას, შემდგომში მეორადი ინფექციის დამატებას, სოკოვანი დაავადების განვითარებას. ადამიანებს ექმნებათ სერიოზული ფიზიკური და სოციალური პრობლემები, უარესდება მათი ცხოვრების ხარისხი.
ზოგჯერ პირველადი ჰიპერჰიდროზი გადაეცემა მემკვიდრეობით და აქვს ოჯახური ხასიათი. ხშირად არის სიმეტრიული და თითქმის არ არის გამოხატული ღამის საათებში.

მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზები
მეორადი ჰიპერჰიდროზის დროს ჭარბი ოფლდენა სხვა დაავადების შედეგს წარმოადგენს. ძირითადი დაავადების განკურნების შემთხვევაში ოფლიანობაც ქრება.
მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზებიდან უნდა აღინიშნოს:
როგორ წესი, მეორადი ჰიპერჰიდროზის დროს ოფლიანდება მთელი სხეული, რაც არ არის დამოკიდებული დღე-ღამის დროზე, დაკავშირებულია ძირითადი დაავადების აქტივობასთან. გამოჯანმრთელების კვალად ოფლიანობის ინტენსივობა მცირდება.


ჰიპერჰიდროზის მკურნალობა

ჭარბი ოფლიანობის მკურნალობა შესაძლებელია. რამოდენიმე გზა არსებობს ამისათვის.
დიეტა - რაციონიდან უნდა იქნას ამოღებული კოფეინისა და თეობრომინის შემცველი საკვები (ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კოლა და სხვ.)
ჰიგიენური წესების დაცვა - შხაპის მიღება სასურველია დღეში ორჯერ. ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, თავისუფალი, ნატურალური ან ხელოვნური (ვისკოზა) ბოჭკოებისაგან, ფეხსაცმელი - ტყავისაგან დამზადებული და შესაფერისი ზომის. არ შეიძინოთ სინთეტური ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმელი!
სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობა, თუმცა ამ პრეპარატების ეფექტური დოზების გამოყენებას ხშირად ახლავს პირის სიმშრალე, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, გლაუკომის განვითარება, ყაბზობა, პირღებინება, ტაქიკარდია და სხვ.;

SOS ჭარბი ოფლიანობის პრობლემა

თუმცა ყველაზე უმტკივნეულო, მარტივ, სწრაფ და შედეგიან მკურნალობას კლინიკა „მედი“ -ში გვთავაზობენ.
როგორც კლინიკაში გვითხრეს, ჰიპერჰიდროზს კომპლექსურად მკურნალობენ, როგორც ქირურგიული, ასევე ინექციური მეთოდებით.


А ბოტულოტოქსინის ინექციები:

ეს პროცედურა იძლევა კარგ და სტაბილურ შედეგს იღლიის ჰიპერჰიდროზის დროს. ინექციები კეთდება პრეპარატი დისპორტით, რომლის საშუალებითაც მიიღწევა შედეგი . პრეპარატი ,,დისპორტი’’ მიკროინექციის გზით შეიყვანება პრობლემურ ზონაში (ხელი, იღლიის ფოსო, ხელის და ფეხის გულები) და ახდენს საოფლე ჯირკვლების ფუნქციის დროებით შეჩერებას. დამუშავებულ ზონაზე წყდება ოფლის გამოყოფა და პაციენტი თავს კომფორტულად გრძნობს ნებისმიერ სიტუაციაში.
შესამჩნევი ეფექტი პროცედურიდან დაახლოებით 3 დღიდან 14 დღის განმავლობაში ნათლად ჩანს. ეფექტი ხანგრძლივობას ინარჩუნებს 6 თვიდან 18 თვემდე. პროცედურა გრძელდება დაახლოებით 30-40წთ.

რაც მთავარია, ისევე, როგორც ყველა სხვა პროცედურაზე, კლინიკა „მედი“ ჰიპერჰიდროზის მკურნალობაზეც უპროცენტო განვადებას გვთავაზობს. რაც ამ პროცედურას ეფექტურობის გარდა საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის. უპროცენტო განვადებით პროცედურას თვეში მხოლოდ 44 ლარად ჩაიტარებთ.

SOS ჭარბი ოფლიანობის პრობლემა


ქირურგიული მეთოდი:

ოპერაცია ხდება, იღლიის ფოსოს აქსილაური კიურეტაჟის მეთოდით- ეს არის კანის გამოფხეკა საოფლე ჯირკვლებიდან. პატარა 2 სმ, ზომის განაკვეთით. პაციენტების უმრავლესობას ოფლის გამოყოფა უმცირდება ან საერთოდ უწყდება. გარკვეული დროის შემდეგ (დაახლოებით 6 თვის შემდეგ) ოფლის გამოყოფა 100% იდან მცირდება 10 %-მდე. ხოლო საბოლოო შედეგი 100%-დან ოფლიანობის 40%-მდე შემცირებაა. შედეგი სამუდამოა.

ოპერაცია განსაკუთრებით ეფექტურია მამაკაცებში. მამაკაცები ქალებზე 4-ჯერ მეტ ოფლს გამოყოფენ. თუმცა ორივე სქესს დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის საოფლე ჯირკვლები აქვს. საქმე ის არის, რომ მამაკაცები უფრო დიდი აღნაგობის არიან და, შესაბამისად სხეულის ზედაპირიც, რომელიც გაგრილებას საჭიროებს, უფრო დიდი აქვთ. ოფლის გამოყოფას აძლიერებს ასევე მამაკაცური ჰორმონებიც.
SOS ჭარბი ოფლიანობის პრობლემა
ოპერაციის ფასი, კლინიკა „მედი“-ში 1500 ლარია. თუმცა ისევე, როგორც სხვა პროცედურებზე აქაც კეთდება უპროცენტო განვადება, და თვეში მხოლოდ 84 ლარი დაგიჯდებათ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის თვეში, ჰიპერჰიდროზის მკურნალობაზე ქირურგთან კონსულტაცია უფასოა, ხოლო ოპერაციაზე -20% ფასდაკლებაა. ასე, რომ მიმართეთ კლინიკა მედის და სამუდამოდ გათავისუფლდით ჭარბი ოფლიანობისაგან.


იხილეთ მეტი ინფორმაცია: medi.ge/statiebi/sos2/
www.facebook.com/mediEST



კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

3


  • winner თქვა:
    12 აგვისტო 2016 11:52 - ID: 2,
    While his looks and clothes attraction the replica omega watches assimilation of others. Just chafe one of these beauties to a action and see the rolex replica assimilation you will be receiving. You do not acquire to dior replica admission any women. With Rolex replica watches on your wrist, the girls themselves will admission you. Replica watches, UK is apery acquire become an classic of good-made replica. Moreover, a allotment of the rolex replica mens replica watches the replica watch UK is trusted to be one of the a lot of popular.The watch you are acid is by itself a accomplishment annual and it tells these women a lot replica rolex watches about your taste. Women acquire men who beforehand their lives acrid and boxlike and it is amazing to apperceive that those who chafe Rolex replica watches on their wrist do appear acrid and tough. All our watches are congenital to swiss superior standards - and backpack 18-carat swiss movements - and congenital to the exact aforementioned superior standards as the http://www.newwatchesoutlet.co.uk ancient watches.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top