;
5 ნოემბერი 2014      te_te_e     4 კომენტარი     ნანახია 5373-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
7 შემოდგომის პროდუქტი წონაში დასაკლებად

ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს შემოდგომის სეზონის საყვარელი კერძი ან ტკბილეული, მაგრამ მე მინდა შემოგთავაზოთ ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებიან წონის დაკლებაში და ამასთანავე გემრიელიცაა.

7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
1. ჭარხალი
გარდა იმისა რომ ჭარხალი ძალიან ტკბილია, ის შეიცავს ფიტოდანამატ შენაერთს, რომელსაც ეწოდება ბეტალაინი. ეს სწორედ ის პროდუქტია, რომელიც დაეხმარება თქვენს სხეულს ბუნებრივი გზით დეტოქსიკაციაში. როდესაც თქვენი სხეული „ანადგურებს“ ტოქსინებს სწორი გზით, მას შეუძლია უფრო ეფექტურად გადაამუშაოს საკვები, რაც მოგეხსენებათ უმთავრესი ფაქტორია წონის კლებისთვის.

7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
2. ბროკოლი
ბროკოლის 91% შედგება წყლისგან და H2O-თი სავსე საკვები არის საუკეთესო გზა თქვენი წონის კონტროლისთვის. მისი მთავარი უპირატესოვა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც თქვენ მიირთმევთ წყლით სავსე საკვებს თავს დანაყრებულად გრძნობთ და ასევ თქვენი სხეული ჰიდრატირებულია. ტენესის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით დამტკიცდა, რომ წყლით სავსე საკვები ორგანიზმს ეხმარება წონის კლებაშიც. სცადეთ მოხრაკული ბროკოლის ყვავილები ცოტაოდენ ზეითუნის ზეთთან და ნიორთან შეზავებული გემრიელი კერძის დასაგემოვნებლად.
7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
3. მსხალი
მსხალი მდიდარია პექტინებით, ხსნადი ბოჭკოებით, რომელიც წყალს გარდაქმნის ბლანტ მასად, რაც ანელებს წყლის ჩქარ გამოდევნებას კუჭიდან და თავს გაგრძნობინებთ დანაყრებულად დიდი ხნის მანძილზე. მიირთვით მსხალი ან უბრალოდ დაუმატეთ ის სალათაში გემრიელი არომატის მისაღებად.
7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
4. ბროწეული
ბროწეული ერთ-ერთი სუპერ პროდუქტია, რომელიც შეიცავს ვიტამინი C-ს დიდი რაოდენობით, რომელიც გეხმარებათ წონის კლებაში. ასე რომ მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბროწეული რადგან ის არამარტო წონის კლებაში არამედ სხვადასხავა ორგანოებისთვისაც კარგია.
7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
5. გოგრის კურკები
გოგრა შემოდგომის სეზონის მეფეა, მაგრამ არ დაივიწყოთ მისი კურკები. ცხიმი რომელსაც კურკა შეიცავს ამარცხებს კუჭის ცხიმს. უბრალოდ მოხალეთ ცოტაოდენ ზღვის მარილთან ერთად და მიირთვით ან მოაყარეთ სალათას.
7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
6. ტკბილი კარტოფილი
ადამიანების უმეტესობა თავს იკავებს ნახშირწყლების მიღებისგან, მაგრამ კვლევბმა აჩვენა, რომ სახამებელი რომელსაც კარტოფილი შეიცავს გეხმარებათ წონის კლებაში. ტკბილ კარტოფილს შეუძლია ჩაანაცვლოს ტკბილეული. გამოაცხეთ ღუმელში, მოაყარეთ დარიჩინი და მიირთვით.
7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
7. Spaghetti Squash
ამ კერძის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ სრულად აკმაყოფილებს თქვენს სურვილს მაკარონის მიმართ. ეს კერძი შეიცავს პექტინს, რომელიც არეგულირებს ინსულინს ორგანიზმში და ეხმარება სხეულს რათა სისხლში არ მოხდეს შაქრის მომატება.

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

4


  • Remediosi თქვა:
    5 ნოემბერი 2014 13:13 - ID: 4,
    საინტერესო სიახლეა. მადლობა ავტორს

  • justareal თქვა:
    5 ნოემბერი 2014 12:50 - ID: 3,
    რა კარგიაა ამ ბოლო ხანებში რაც ზემოთ ჩამოთვალეთ თითქმის ყველაფერს ვჭამ... )) tongue

  • elga თქვა:
    4 ნოემბერი 2014 23:17 - ID: 2,
    მე სამსახურში მთელი დღე ვერაფერს ვჭამ და სახლში რვაზე მივდივარ და სამწუხაროდ გვიან მიწევს ჭამა მაგრამ ჩEმდა საბედნიეროდ ესეთი არეული რეჟიმის გამო ორი კილო დავიკელი და ეხლა 48 კილო ვარ.ერთი ორი კილოს დაკლება არ მაწყენდა :D.

  • liliana თქვა:
    4 ნოემბერი 2014 20:45 - ID: 1,
    კარგი ნიუსია... გოგრას ხშირად მივირთმევ... love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top