;
22 ნოემბერი 2014      liliana     9 კომენტარი     ნანახია 8704-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

მარტივი რჩევები მოტივაციის ასამაღლებლად

ყველას ცხოვრებაში არის მომენტები როდესაც თავს ვგრძნობთ მარტოსულად , უიმედოდ , სენტიმენტალურად და დემოტივირებულად. ემოციური ბარიერის გადალახვა, საკუთარი თავის მწვრთნელობა, იძულება გააკეთო ის რაც არ გსურს და ცხოვრების სწორი გზით ორგანიზება რთული პროცესია და ხშირად ზრდასრულ ადამიანებსაც უჭირთ საკუთარ თავში საკმარისი ვნებისა და მოტივაციის პოვნა პრობლემებსა და სიძნელეებთან გასამკლავებლად. ინტერნეტ სივრცესა თუ ბეჭდურ მედიაში ხშირად წაიკითხავთ ნარკვევებს, რომლებშიც გვირჩევენ თუ როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვიყოთ ბედნიერები და როგორ მივაღწიოთ წარმატებას, თუმცა არცთუ ბევრ ადამიანს იპოვით რომლებიც აღნიშნულ მითითებებს ითვალისწინებენ. მიზეზი კი ძალიან მარტივი ფსიქოლოგიური მომენტია-ადამიანებს აკლიათ მოტივაცია. პუბლიკაციაში წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ რჩევას რათა აიმაღლოთ საკუთარი მოტივაციის უნარი და წარმატებით გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.


მარტივი რჩევები მოტივაციის ასამაღლებლად

შეეცადე თავი მარტივი მეთოდებით აკონტროლო. მაგალითად: რამდენჯერმე გაუმეორე საკუთარ თავს რომ როდესაც მე-10 თავის კითხვას დაამთავრებ ,მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ სასეირნოდ წასვლას და მეგობრებთან ერთად გართობას.

ყოველ დილით საკუთარ თავს დაუსვი 3 კითხვა:
1. რა მაბედნიერებს ცხოვრებაში?
2. ცხოვრების რა ეტაპზე ვარ?
3. რა უნდა გავაკეთო წარმატების მისაღწევად?

აღნიშნული კითხვები გვეხმარება პოზიტიური განწყობის შექმნისთვის და გონებას გვიხსნის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ. თუ გაქვთ რაიმე რითაც ამაყობთ , ხშირად იფიქრეთ ამ მოვლენაზე ,რადგან საკუთარი თავის მოტივაციის ყველაზე მარტივი ხერხი უდიდეს მიღწევაზე ორიენტირებაა.

თუ თვლით რომ არ შეგიძლიათ დიდი ნახტომის გაკეთება, ანუ ვერ ერევით საკუთარ თავს და არაფრის გაკეთების სურვილი არ გაქვთ , მაშინ მოიცილეთ ყველა უარყოფითი საგანი რაც თქვენთვის არცთუ სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, გარეცხეთ ჭურჭელი, გადაიხადეთ დავალიანება , დაალაგეთ თქვენი ოთახი, -არ დაგეზაროთ მცირე , მაგრამ აუცილებელი საქმეების გაკეთება რაც დაგეხმარებათ მცირე დონიდან ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყოთ თვითმოტივაცია.

მარტივი რჩევები მოტივაციის ასამაღლებლად

შეადარეთ თქვენი თავი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს და არა სხვებს. ნუ შეგშურდებათ სხვების წარმატებების ან იმის რომ ვინმე თანამდებობრივად თქვენზე მაღლა დგას, ეს თქვენს მზარდ მოტივაციას ბოლოს მოუღებს, იფიქრეთ მხოლოდ თქვენს შედეგებზე, მიღწევებსა და შესაძლებლობებზე.

თუ გინდათ რომ წარმატებას მიაღწიოთ გარკვეულ სფეროებში მხოლოდ უდიდესი მოტივაცია არ კმარა, უნდა გააკეთოთ ის რაც მანამდე არ გაგიკეთებიათ , ასე რომ მოემზადეთ რადიკალური ცვლილებებისაკენ.

შეწყვიტე ოცნება რომ ოდესმე შენც შეძლებ იყო გამხდარი და ჩაიცმევ მოკლე კაბას თუ შორტს . დაგეგმე დღის კვების რაციონი, გაანაწილე დრო ისე რომ ივარჯიშო,იმეცადინო და გაერთო კიდეც-შედეგად წონაშიც დაიკლებ და ყველა გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებ.

ხშირად მოუსმინე შენს კუმირებს,ჰოლივუდის ვარსკვლავებს, საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს თუ სპორტსმენებს. გაითვალისწინე ყველა რჩევა და დარიგება.გახსოვდეთ რომ მეგაპოპულარობამდე ვარსკვლავებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ,რომლებმაც დიდი გამძლეობის, ნიჭის და შრომისუნარიანობის წყალობით აიხდინეს მათი ოცნებები.იცოდე რომ იგივე შენც შეგიძლია!

მარტივი რჩევები მოტივაციის ასამაღლებლად

არასოდეს შეგეშინდეს წარუმატებლობის, მეტი თვალსაჩინოებისათვის მაიკლ ჯორდანის სიტყვებს მოვიშველიებ: „9000-ჯერ ვერ ჩავაგდე ბურთი კალათში, წავაგე 300 მატჩი,მე ხშირად ვაგებდი თამაშს, თუმცა არასოდეს დამიხევია უკან. აი , როგორ მივაღწიე წარმატებას.“

ხშირად იკითხეთ სამოტივაციო ფრაზები და იფიქრეთ რისი გამოყენება შეგიძლიათ კონკრეტული წინადადებიდან.

ნაკლებად უყურეთ ტელევიზორს, უფრო ხშირად იკითხეთ წიგნები. ტელევიზია გიკარგავს დროს და ცხოვრობ სატელევიზიო გმირების ცხოვრებით და არა საკუთარი.

შექმენით თქვენი თავისაგან კარგი პროექტი ან პროგრამა. გაწერეთ ყოველი დღის გეგმა და არასოდეს ამოვარდეთ რეჟიმიდან.

მარტივი რჩევები მოტივაციის ასამაღლებლად

ყველა ჩვენგანს აქვს საყვარელი ფილმი, სცენა ან კადრი.წარმოიდგინეთ თქვენი თავი რომელიმე პერსონაჟის ადგილზე ან დახატეთ იგივე სცენები ფურცელზე ,აგრეთვე შეგიძლიათ სასურველი წიგნიდან ან მულტფილმიდანაც აიღოთ სასიამოვნო გრძნობების აღმძვრელი მომენტები და გადმოიტანოთ ფურცელზე. აღნიშნული ნამუშვრები თქვენს გონებაში ტოვებს პოზიტიურ ანაბეჭდებს და პრობლემატურ სიტუაციში ყოფნისას თქვენს ტვინს მოქმედებისაკენ უბიძგებს.

შექმენით თქვენი ბლოგი, წერეთ საინტერესო და პოზიტიური სტატიები,რათა თქვენს გონებას ჰქონდეს სასიამოვნო ამბების უწყვეტი ნაკადი.

არ იფიქროთ იმ წარუმატებლობებზე რაც წარსულში გქონდათ, იფიქრეთ თქვენს ოცნებებსა და სასიამოვნო მოგონებებზე. დააფასეთ თქვენი მეგობრები,იყავით გულღია და დაიმსახურეთ სხვების ნდობა,შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი როგორიც ხართ და თქვენ აუცილებლად გახდებით მოტივაციის მაგალითი გარშემომყოფებისათვის.


მარტივი რჩევები მოტივაციის ასამაღლებლად
მარტივი რჩევები მოტივაციის ასამაღლებლად
მარტივი რჩევები მოტივაციის ასამაღლებლად

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

- ADD

9


  • Gvantsabk თქვა:
    13 იანვარი 2015 00:38 - ID: 9,
    ციტატა: HotMess
    იმის მოტივაციაც კი ვერ ვიპოვე რომ ბოლომდე წამეკითხა sad

    ეგ მოტივაცია კი არა სიზარმაცეა winked

  • liliana თქვა:
    3 დეკემბერი 2014 11:33 - ID: 8,
    ციტატა: -MileyLahey
    :) ძალიან კარგ რაღაცეებს დებთ am

    smile

  • -MileyLahey თქვა:
    1 დეკემბერი 2014 18:36 - ID: 7,
    :) ძალიან კარგ რაღაცეებს დებთ am

  • liliana თქვა:
    28 ნოემბერი 2014 00:54 - ID: 6,
    ციტატა: marikohope
    კაია wink

    ციტატა: Annabeth
    კაია love nick vuijicic სად გაიჩითა wink უხ მე ვენაცვალე მაგას მაგარი კაცია love

    winked

  • Annabeth თქვა:
    24 ნოემბერი 2014 19:13 - ID: 5,
    კაია love nick vuijicic სად გაიჩითა wink უხ მე ვენაცვალე მაგას მაგარი კაცია love

  • marikohope თქვა:
    23 ნოემბერი 2014 22:27 - ID: 4,
    კაია wink

  • Nina√ თქვა:
    23 ნოემბერი 2014 19:47 - ID: 3,
    love love

  • meducha თქვა:
    23 ნოემბერი 2014 17:33 - ID: 2,
    ციტატა: HotMess
    იმის მოტივაციაც კი ვერ ვიპოვე რომ ბოლომდე წამეკითხა sad

    ვაიმე, მეეც :D

  • HotMess თქვა:
    23 ნოემბერი 2014 02:04 - ID: 1,
    იმის მოტივაციაც კი ვერ ვიპოვე რომ ბოლომდე წამეკითხა sad

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top