11 May 2015      Ancho.     Views 10 848    
Category: Take Care



სწორი კვების საკამათო პროდუქტები
Eat or not to eat
ოპტიკური ილუზია-სასარგებლო, რომელიც მავნებლად მიიჩნევა და პირიქით


დიეტოლოგია უკვე დიდი ხანია მხოლოდ მეცნიერება არ არის, ის უკვე უდიდესი ინდუსტრიაა. თითქმის ყოველდღე იქმნება ახალი დიეტა, პრინციპეპი და კვების წესები. თითქმის ყველა ერთი და იგივე პროდუქტებს კრძალავს და ზოგიერთს ადიდებს. მოკლედ, "შავ სიაში" ხვდებიან პროდუქტები, რომლებსაც მიჩვეული ვართ ბავშვობიდან. არიან კი ისინი საშიშები სინამდვილეში?




რძე



რამდენიმე წლის წინ, რძე სერიოზულად იდევნებოდა დიეტოლოგების მიერ. ჩინური კვების პრინციპების მიმდევართათვის ის არ ითვლება მთავარ კანცეროგენად. რძის პროდუქტების მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი შემდეგია: არცერთი ზრდასრული ორგანიზმი არ იღებს რძეს. ეს საკვები ბავშვებისთვისაა, რომელთა კუჭიც ჯერ კიდევ სუსტია მძიმე საკვებისთვის. მაგრამ, ბავშვობაში სულ სხვას გვასწავლიდნენ: რძე, რომელიც სავსეა კალცით და ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებით, ჯანსაღად მოქმედებს თმებზე, ფრჩხილებზე, ძვლებსა და კბილებზე. რა თქმა უნდა, თქვენ უარი უნდა თქვათ რძეზე თუ ინდივიდუალური ალერგია გაქვთ მასზე. ხოლო სხვა შემთხვევაში სვით რამდენიც გინდათ. სჯობს აირჩიოთ მოკლევადიანი შენახვის შეფუთვით, რადგან ასეთებია ისეთი, რომელთა მისაღებადაც ცხოველებს ანტიბიოტიკებით არ კვებავენ და ნაწარმს არ აზავებენ მშრალი რძით. იცოდეთ, რომ რძის ყველა შემცვლელი-ნუშის, სოიოს, შვრიის რძე-კალორიულად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი. თუ თვალყურს ადევნებთ შემცვლელობას გაარჩევთ ისეთსაც, რომელსაც პირდაპირ ამატებენ რძეს.






კარტოფილი



ამ ბოსტნეულს დიდიხანია ემიჯნებიან დიეტოლოგები: სარგებელი არაფერი, მხოლოდ კალორიები. რა თქმა უნდა, ყველა ვიტამინი, რომელიც კარტოფილის ბოლქვებშია, წყალში ხსნადია, რაც ნიშნავს, რომ გარეცხვისას მიჰყვებიან წყალს. კარტოფილი არ შეიცავს ისეთს არაფერს, რომელიც ხელს შეუწყობს ზედმეტი კილოგრამების დაკლებას. წონის მატების მიზეზი არა თავად ბოსტნეულშია, არამედ მისი მომზადების წესში. პიურე რძით, შემწვარი კარტოფილი ან ფრი- რა თქმა უნდა არადიეტურია. თუ კარტოფილს მოხარშავთ ღუმელში ზეითუნის ზეთში და არ შეჭამთ მას ღამით, საუზმეზე მირთმევის შემთხვევაში, ენერგია გეყოფათ საღამომდე. ორგანიზმი კი მიიღებს ვიტამინ Bს. უმჯობესია არჩიოთ ახალი კარტოფილი-ის უფრო მეტად შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს.






ნაღების კარაქი



ქოლესტერინი, ცხიმი, კალორიები-ამ გაგებით ასოცირდება ყველასთვის კარაქი. მაგრამ, ეხლა ბევრი სპეციალისტი მოგვიწოდებს დავივიწყოთ ამ სტერეოტიპის შესახებ ჯანსაღი კვების მიზნით. ისინი ამტკიცებენ, რომ პროდუქტის ზომიერი მოხმარება სულაც არ ავნებს ფიგურას. მთავარია, არ გადაცდეთ 10-30 გრამს დღეში. ვიტამინები და ცხიმის მჟავა, რომლებიც კარაქშია, აუცილებელია ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის. წყარო ვიტამინებისა D, А, Е, С, В მოქმედებენ სუფთა კანზე, ლამაზ თმაზე და მტკიცე ფრჩხილებზე. მეტიც, მის გარეშე, ტვინი ცუდად რეაგირებს ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის გამოყოფაზე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, ცუდ ხასიათს და ძალების დაკარგვას.






ფრეში



ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ფრეში იყო სინონიმი "გახდომის და ცხოვრების ჯანმრთელი სტილის". მაგრამ,რომ გავერკვეთ, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ხილი შედგება სასარგებლო უჯრედებისგან და შაქრისგან. წვენის დაწურვისას, უჯრედები მიდის ნარჩენებში, ნახშირწყლები კი რჩება. კალორიულობის მხრივ, ხილის წვენი არ ჩამორჩება ტკბილ გაზიან სასმელს. ამიტომაც, გახდომა ცოცხლად დაწურული წვენით, არ გამოვა. გასათვალისწინებელია, რომ წვენმა შესაძლოა გაათხელოს კბილის ემალი, ამიტომაც აუცილებელია მათი დალევა საწრუპავი ჯოხით.







მაკარონი



მაკარონი არ ავნებს ფიგურას. იმ შემთხვევაში თუ მას შევავსებთ მაიონეზით, კეტჩუპით, ყველით, ცხიმით, მაშინ ნამდვილად "განაყოფიერდება" ეს პროდუქტი. მაკარონი სჯობს მირთვათ დილით, რადგანაც ის მძიმე ნახშირწყლებს შეიცავს, ნელა მუშავდება და ენერგიით დიდი ხნის განმავლობაში ამარაგებს ორგანიზმს, შიმშილსაც 3-5 საათის განმავლობაში აკონტროლებს. 100 გრამი შეიცავს 12-14 გრამ მცენარეულ ცილას, ამიტომაც თუ მას მიირთმევთ კარაქითა და ბოსტნეულით პატარ-პატარა პორციებით, არცერთი დიეტოლოგი არ დაგიშლით.






ნაყინი



ნაყინი შეიცავს ასამდე სასარგებლო ნივთიერებას. მაგრამ, ეს ეხება მხოლოდ "ნამდვილ" ნაყინს-რძისგან დამზადებულს ყველანაირი დანამატების გარეშე, იქნება ეს ცხიმი, საღებავები თუ კონსერვატები. ასეთი დესერტი მარტივია თავადაც რომ მოამზადოთ. ბლენდერში მოათავსეთ 100 გრამი იოგურტი(შესაძლოა სახლისპირობებში მომზადებული) და 100 გრამი საყვარელი კენკრა. ჩაასხით მიღებული მასა ჭიქაში და მასში მოათავსეთ ჩაის კოვზი, ან რაიმე ჯოხი ვერტიკალურ მდგომარეობაში. მოათავსეთ ჭიქა მაცივარში დილამდე. მეორე დღეს გექნებათ სასარგებლო,გემრიელი დესერტი წამოცმული ჯოხზე.








Category: Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top