;
16 ივლისი 2015      liliana     0 კომენტარი     ნანახია 6097-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან

პატარა ზომის ავეჯი პატარა ოთახს კიდევ უფრო მცირე ზომისას აჩენს, ასე რომ შეიძინეთ დიდი ზომის საწოლი , ამით თქვენ სიცრცეს გაზრდით ოთახში-მელისა ვორნერი

მუქი ფერის კედლები ოთახში მეტი თავისუფალი სივრცის შეგრძნებას ქმნიან, ასე რომ ნუ მოერიდებით თამამ ექსპერიმენტებს- კეილი ფორდი

შეეცადეთ საძინებელი 4 ნათურით მორთოთ.თქვენ ოთახში გჭირდებათ სინათლე, 2 ნათურა განწყობისათვის და 2 ნათურა კითხვისათვის- კირსტენ ფიტგზიბონსი

ყველაზე ლამაზი ყავის მაგიდა თქვენ გექნებათ , თუ თურქულ დაბალი ტიპის სკამს ლანგარს დაამატებთ-ვინსენტ ვულფი

არაფერი ანაზებს მისაღებ ოთახს ისე როგორც ლამაზი ყვავილები ქოთანში- დან მარტი

სასურველია სამზარეულო ოთახში გამოიყენოთ ყვითელი ნათურები.ყვითელი საკმაოდ ნაზი და რომანტიკული ფერია, რაც თქვენს სასიამოვნო საუბარს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს-კელი დევისი

რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან

შეეცადეთ თქვენი მისაღები ოთახი სხვადსხვა ქვეყნის კულტურული აქსესუარებით თუ სუვენირებით მორთოთ, მეტი მრავალფეროვნებისათვის- ნიკოლა ჰოლდენი

მე ყველა ოთახი სარკეებით მაქვს მორთული, რადგან მინიმალიზმის მომხრე ვარ და ამასთანავე სარკეები ნებისმიერ ხელოვნების ნიმუშზე იაფია- სტივ კორდონი

ხელოვნება სახლის სულია, შეეცადეთ ინვენტარს ხელოვნების ნიმუშებიც შეუსაბამოთ, კარგია თუ თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტების ამსახველ ფოტომასალასაც დაამატებთ. შეეცადეთ აღნიშნული ნახატები დროდადრო გადაადგილოთ, დამიჯერეთ თქვენს თვალწინვე შეიცვლება ოთახის გარემო
- კარენ ჰოუსი

დაამატეთ ოთახს ერთი დიდი ზომის აქსესუარი, ვთქვათ ლამაზი ხალიჩა, ან დიდი ზომის კარადა ან პუფი, დამიჯერეთ ოთახი მეტად საინტერესო გახდება- ალი კიმი

მცირე ზომის ოთახში მისაღებია მრგვალი ტიპის მაგიდები. ამით ოთახში სივრცესაც დააკავებთ და თქვენს ფეხებსაც დაიცავთ მაგიდის კუთხეებთან ხშირი შეჯახებისაგან- ანაბელ ბერდი

ყოველთვის ატარეთ თან ფოტოკამერა, ყველაზე მოულოდნელ ადგილებში დაგებადებათ სახლის მოწყობის იდეა.პირადად მე მისაღები ოთახის ფერი საკმაოდ ექსტრემალურ სიტუაციაში მომეწონა. სუვენირს ფოტო გადავუღე და კედლებიც შესაბამის ფერად გადავღებე- ლუსი გლისონი

არ შეგეშინდეთ ჭერის გადაღებვის, თუ კედლები მუქი ფერისაა, ნაზი ფერის ჭერი ოთახს ბუნებრივად გაანათებს- ლუსი გოუ

რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან

მოდიდან გადავიდა დიდი ზომის მდიდრული ჭაღები. ხალხი ძირითადად მცირე ეკონომიური ზომის ჭაღების დამზადებას მთხოვს. ბოლოს შავი ჭაღი დავამზადე ოქროსფერი ელემენტებით. კლიენტების უმეტესობა ჭაღებს კელის ფერს უხამებს- სანდრა დრესლერი

საწოლი საძინებელი ოთახის მთავარი ატრიბუტია. მეტი გლამურისათვის შეიძინეთ თეთრი გადასაფარებელი და საწოლზე დადეთ ბევრი თეთრი ბალიში- ემა სიმსი

კარგად შერჩეული განათება სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის გარანტიას იძლევა.ან შეეცადეთ ოთახი ღია ფერებში შეღებოთ ან დაამატეთ მცირე ზომის რამდენიმე ბრა- ამანდა მიდი

მისაღებ ოთხას უხდება კედლის თაროები. თაროებზე განალაგეთ საინტერესო წიგნები, აქსესუარები და სასიამოვო გარემოსთვის თქვენი ოჯახის წევრების და მეგობრების ფოტოები- კრისტინ აპებნიკი

ნაცრისფრად შეღებილ სამზარეულოს კედლებს საოცრად უხდება კობალტის ყვითელი ფერი: აქსესუარები, ნათურები, ფარდები და შეგიძლიათ მაგიდებიც კი ყვითელი ფერის დაამატოთ. თქვენს სამზარეულოში საოცარი სიმშვიდე დაისადგურებს
-ნიკი ოქსლი

2015 წლის მოდური ტრენდები სიმდიდრეს და მინიმალიზმს აერთიანებს.შეეცადეთ სახლი ბუტიკს ან სასტუმროს სტილს მიამსგავსოთ- ჯენი ედმონდსი

მოდიდან გადავიდა "ფორმალური"ტიპის მდივნები. თქვენს მისაღებ ოთახს L ფორმის მდივნები გაალამაზებს-სიუსან უაითი

ბავშვების ოთახი მორთეთ ცხოველების აქსესუარებით და ნახატებით კედლებზე ან ნათელი ფერებით და აღარ დაგჭირდებათ ბიჭებისთვის და გოგონებისთვის ცალ-ცალკე ოთახის მორთვა- ემი რივსი

რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან
რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან
რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან
რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან
რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან
რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან
რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან
რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან
რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან
რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან
რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top