;
13 მარტი 2014      ANGEL     9 კომენტარი     ნანახია 15385-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

fit: სახტუნაო
'სკაკალკა' - ანუ სახტუნაო, სახტუნაოთი ხტუნაობა თითქოს საბავშვო გართობააო... მაგრამ ეს ყველაზე სასარგებლო ვარჯიშია, რომელიც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, არის სახალისო და შეგიძლიათ დაწვათ 1000 კკალ. საათში., ამასთანავე ეს არ არის ძვირიანი საშუალება.

სახტუნაოთი ხტუნაობას ბევრი სპორტსმენის ვარჯიშის განრიგში მთავარი ადგილი უჭირავს: ბოქსიორები, ვოლიბოლისტები, ცხენოსნები თუ მოცურავეები
სახტუნაოთი ხტუნაობა სისხლის მოძრაობას უწყობს ხელს და ამავდროულად დატვირთვა არის მინიმალური. თუმცა იყავით ფრთხილად და გააკეთეთ ხშირი შესვენებები, ხტუნაობის შემდეგ უცბად გაჩერებაც არ არის რეკომენდირებული, შესვენებისას იარეთ ნელა, ისუნთქეთ და აკეთეთ კისრის ვარჯიშები.

სისხლის სწრაფი მოძრაობის შედეგად დატვირთვა მოდის გულზე ამიტომაც აგიჩქარდებათ გულისცემა ხტუნაობის დროს, თუმცა ეს სასარგებლოა გულის და სისხლძარღვების გაჯანსაღებისთვის, აგიმაღლებთ ფიზიკურ ტონუსს და კუნთებს გაახურებს, და რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვიზიდავს - ხტუნაობა ყველაზე იოლი საშუალებაა დავწვათ ორგანიზმში დაგროვებული ცხიმები და ამავდროულად დავრჩეთ ტონუსში, გავიმკვრივოთ ფეხის კუნთები და მუცლის პრესის ზედა ნაწილი

ხტუნაობა სასარგებლოა ფეხის კუნთების, ბარძაყების, მუცლის პრესის ზედა ნაწილისთვის და ძალზედ სასარგებლოა მხრების კუნთებისთვის , გოგონებისთვის ვინც მხრებში არიან მოხრილნი, თითქოს ხრახნივით მოქმედებს სახტუნაოს ხტუნაობისას მხრების მოძრაობა და გადაიწევა უკან, ასევე ცნობილი ფაქტია რომ ადამიანი ხტუნაობაში იზრდება სიმაღლეში. ამიტომ გვირჩევენ სპეციალისტები, რომ მოზარდები ასე რომ ვთქვათ, დავაბრუნოთ ბავშვობაში და კვლავ იხტუნაონ სახტუნაოთი.


fit: სახტუნაო
ხტუნაობა შეიძლება ყველგან სადაც კი გამონახავთ ადგილი 1 მეტრის რადიუსით, ჩვეულებრივ რეჟიმში საკმარისია 7 წუთი სახტუნაოზე ხტუნვა შესვენებებით. ასევე შეგიძლიათ დილაობით სირბილის დროს თან იხტუნაოთ. ხტუნაობის დაწყებამდე 1 წუთის განმავლობაში იხტუნავეთ ერთ ადგილას! შემდეგ კი შეასრულეთ სხვა მოძრაობები - გვირჩევენ სპეციალისტები, მანამდე კი გააკეთეთ უბრალო ვარჯიშები:

1. გაჭიმვები - ხელები მიაწვდინეთ მიწას, ისე რომ მუხლებში არ მოხაროთ.
2. ხელის თითები მოხარეთ, გაშალეთ.... შესვენებებში გააკეთეთ ხელის თითების ვარჯიშები, ასევე ფეხის ტერფების- თითისწვეებზე და ა.შ
3. და კისრის მოძრაობები, წრიულად, წინ-უკან

ხტუნვისას აკონტროლეთ სუნთქვა, ისუნთქეთ მშვიდად, დახურეთ პირი რათა ნერწყვი არ გაგიშრეთ და მოერიდეთ ლაპარაკს, საღეწ რეზინაზე და ბუშტების გაბერვაზე ლაპარაკიც ზედმეტია





ქალებისთვის ჯობს, რომ ხტუნაობის დროს ჩაიცვან სპეციალური სპორტული მაისური-ლიფი, რომელიც მკერდს მკვრივად დაიჭერს. ან უბრალოდ, ჩაიცვით ლიფი და ზემოდან გადმოიცვით მოკლე მოჭერილი ტოპიკი. გაითვალისწინეთ რომ თმა აიწიოთ და არ გაიკეთოთ მეტალის ბურთებიანი თმის რეზინა და აქსესუარები.

ფეხსაცმელი შეარჩიეთ განსაკუთრებული ყურადღებით, იქნებ უბრალოდ გესიამოვნოთ წინდებისამარა ხტუნაობა. სჯობს აარჩიოთ ფეხსაცმელი 'სტუპინატორით', რაც ნიშნავს, რომ დააფიქსირებს ფეხის ტერფის უსაფრთხოებას



სახტუნაო, თვითონ სახტუნაო აარჩიეთ თქვენი სიმაღლისდა მიხედვით, და რომ ხელის ტარო ხელში გეჭიროთ მოხერხებულად, ტრიალისას არ შეგიქმნათ პრობლემები და არ ქონდეს რაიმე ზედმეტი წამონაზარდი-ამონატეხი.

სახტუნაოს სიგრძის შესაბამისობის დასადგენად - სახტუნაო თოკი გადაკეცეთ ორად და შუა ცენტრში დადექით, სახტუნაოს ხელები კი ასწიეთ მაღლა, თჲკი სახელურები გწვდებათ იღლიებამდე, მაშინ სიგრძე საკმარისია. ახალ, თანამედროვე სახტუნაოებს გააჩნიათ ახტომის მთვლელები სახელურზე გამსოახული პატარა ეკრანის სახით




თუმცა კი ალბათ ხვდებით, რომ ეს რჩევებია, და ალბათ თქვენ ეს ყველაფერი იცით, თქვენც ხომ ყოფილხართ ბავშვი. და ეს ყველა რჩევა ბუნებრივად გაქვთ გათვალისწინებული... უბრალოდ მოდუნდით, აიღეთ სახტუნაო და იხტუნავეთ სუფთა ჰაერზე!





დოუცენ კრუზი და ადრიანა ლიმა ამ მეთოდს Victoria's Secret-ის ვარჯიშის რეჟიმში
აუცილებლად რთავენ თავიანთი ტრენერის ინსტრუქციით.




კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

9


  • flyamoki თქვა:
    13 ივლისი 2014 02:45 - ID: 9,
    aradros ar amomdis :\

  • NinoWassabi)) თქვა:
    5 აპრილი 2014 15:02 - ID: 8,
    აუ 160სმ და 52კგ ვარ და დასაკლებად რამე რჩევა მომეცით გთხოვთ რაააააა sad

  • Imaginary თქვა:
    14 მარტი 2014 00:12 - ID: 7,
    მე ვხტუნაობ ხოლმე შაქრის დასაგდებად :დ

  • liii :) თქვა:
    13 მარტი 2014 22:54 - ID: 6,
    კარრგიაა smile

  • smileyz_xato თქვა:
    13 მარტი 2014 21:32 - ID: 5,
    დროა მივხედო ტანს ლახტი კი ძალიან მაგარი საშუალებაა winked

  • elentussaa თქვა:
    13 მარტი 2014 21:07 - ID: 4,
    ფიტნესს ფიტნესს ჩემი გატაცება ვგიჯდები ძაან მიყვარს ^^

  • adrianalima თქვა:
    13 მარტი 2014 19:27 - ID: 3,
    ყველაზე ეფექტურია, თუ ფეხი დაგეჭიმათ კიდევ იხტუნავეთ და გაგივლით lol

  • tatomika93 თქვა:
    15 სექტემბერი 2012 18:35 - ID: 2,
    მაგარი ნიუსია <3 ავტორ რა მაინტერესებს დღეს გავაკეთე 500 "ახტომა" და ეს საკმარისია? ფეხი მაგრად მტკივა და მაინც დავხტივარ. wassat

  • lika111 თქვა:
    3 აპრილი 2012 21:50 - ID: 1,
    მადლობბააა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top