3 მარტი 2010      nini lashqara     2 კომენტარი     ნანახია 10639-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

Image and video hosting by TinyPic

გვესაუბრება კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტის ბავშვთა და სოკოვანი დაავადების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი თვალიაშვილი.

– რატომ ჩნდება ჭორფლი და თუ არის მისი მოცილება შესაძლებელი?

– ჭორფლი ძირითადად დაბადებიდან აქვთ, უფრო მეტად, ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს. მისი მოცილება არაა სასურველი. თუმცა არსებობს ბევრი წასასმელი პრეპარატი და ისინი ლაქებს აფერმკრთალებს. არის სპეციალური პრეპარატი მელანექსი, რომელიც ძალიან ეფექტურია.

– ჭორფლი სამუდამოდ არ შორდება?

– ჭორფლის სამუდამოდ მოცილება თითქმის შეუძლებელია.


Image and video hosting by TinyPic

რჩევა mkurnali -დან

სახლის პირობებში ჭორფლის გაფერმკრთალება

ჭორფლს შეიძლება მემკვიდრული ბუნება ჰქონდეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა თეთრი კანის მქონე ადამიანებს გენეტიკური ფაქტორების არარსებობის პირობებშიც აქვთ ჭორფლი. აღსანიშნავია, რომ ჭორფლი მუქდება გაზაფხულზე, რისი მიზეზიც გაზაფხულის მზეა, ზამთარში კი შედარებით უფერულდება. შეუძლებელია ჭორფლის თავისთავად, დროთა განმავლობაში გაქრობა. მისი გაუფერულების მიზნით თქვენ მუდმივად უნდა გამოიყენოთ სპეციალური გამათეთრებელი ნიღბები, ლოსიონები ან კრემები, რომელთა ფართო არჩევანიც გვაქვს დღევანდელ კოსმეტიკურ ბაზარზე. თუ ვერ ახერხებთ ამ პროდუქციის ყიდვას, მაშინ შემოგთავაზებთ ჭორფლის შედარებით გასაღიავებელი ერთ-ერთი საშუალების რეცეპტს: თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში ძმარი, ლიმონის წვენი და გამოხდილი წყალი. მიღებული ნარევი წაისვით ჭორფლიან კანზე დღეში 2-ჯერ. შეგიძლიათ მჟავე მაწვნის კანზე წასმაც ამავე მიზნით. ადგილობრივი მოხმარების საშუალებების პარალელურად უნდა სვათ C ვიტამინი. გარეთ (მზეზე) გამოსვლის წინ კი სახეზე უნდა წაისვათ SPF დამცავი კრემი. იგი სხვადასხვა სიძლიერისაა, თქვენი კანის შესაბამისს კი კოსმეტოლოგი შეგირჩევთ.

ჭორფლის გასაფერმკრთალებელი ორი ნიღბის რეცეპტს შემოგთავაზებთ:

1. ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიღებულ ფაფას დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი, კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი, რომელსაც 30 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანთ. ნიღაბი უნდა გაკეთდეს კვირაში ორჯერ 4-5 თვის განმავლობაში.

2. 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრამი შაქარი და 100 მლ წყალი კარგად უნდა აურიოთ ერთმანეთში და დაიდოთ გაწმენდილ სახეზე, გაწმენდიდან არა უგვიანეს 20-30 წუთისა. უნდა გაიჩეროთ მანამდე, ვიდრე კარგად არ გაშრება. უნდა მოიცილოთ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. სახე უნდა გაიწმინდოთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და ნახევარი ჭიქა წყლის ნარევით. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეგამოშვებით.



სახლის პირობებში ჭორფლის გასაუფერულებლად იყენებენ ხოლმე წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით ჭორფლიანი არის დაზელვას. ამავე მიზნით იყენებენ ლიმონს, კიტრის წვენს და მაწონს.


- ჭორფლიან კანზე რეკომენდირებულია გახეხილი ბოლოკის დადება 15 წუთით (უმჯობესია თუ კანზე კრემი გექნებათ წასმული), შემდეგ თბილი წყლით ჩამობანა და შემდეგ ცივი წლის შესხმა.
რაც შეეხება ბოლოკის სპირტიან ნაყენს, იგი ასე მზადდება: გახეხლ ბოლოკს ასხამენ არაყს (1:1), აჩერებენ სიბნელეში ერთი კვირა, შემდეფ ფილტრავენ. მაგრამ ეს ნაყენი გამოიყენება ჩალურჯებულ კანზე (დაჟეჟილობაზე იდებენ ამ ნაყენში დასველებულ მარლას 30 წუთით)


კოსმეტიკური პრეპარატები

პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა


პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებებია ისისპჰარმა ფირმას ( ფრანგულ ფირმა) წარმოების:
უნიტონე 4 _ეს არის ღამის კრემი, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი წარმოშობის პიგმენტური ლაქების (მათ შორის ჭორფლის) შემთხვევაში, აქვს დეპიგმენტაციური თვისებები, თრგუნავს მელენინის სინთეზს, აქვს მათეთრებელი და მსუბუქად ამქერცლავი ეფექტი. წაისევით პრობლემურ ადილებზე დღეში ერთხელ საღამოს, დღისით გამოიყენეთ მზისგან დამცავი დღის კრემები. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 თვეს. სასურველია, მკურნალობა შემოდგომა-ზამთარში ჩატარედე.
ასევე ეფექტურია უნიტონე _ ეს არის დეპიგმენტაციური შარატი, რომელიც იხმარება ნებისმიერი წარმოშობის ლაქების წინააღმდეგ. უნდა წაისვათ პრობლემურ კანზე დღეში 1-2-ჯერ.



თუმცა რატომ უნდა მოიშოროთ ჭორფლი?

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

2

  • aleqsia თქვა:
    2 მაი 2014 12:04 - ID: 2,
    ცჰორპლიტ სავსე ვარ და როგორ მოვისჰორო?

    რამე სახის კრემი არსებობს წასასმელი

  • -mariamo-♥ თქვა:
    29 მაი 2013 12:23 - ID: 1,
    სახის დეპილატორს რომელს ურჩევთ ქალებს? და სჰემდგომ წასამელ კრემს რომ თმის ზრდა შეამციროს? აი ამაზე კი მეტად კმაყოპილი დავრცჰებით winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ART ANGEL: ლევან აბრამიშვილი
    Op-Art ჟანრში ხატავს, ამ ბოლო დროს დაიწყო ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა და ემზადება გამოფენისთვის.
  • ნუკი კოშკელიშვილი = 5 LOOKS
    მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს პუბლიკის გამახვილებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
  • "მის საქართველო" ანა ზუბაშვილი - 5 LOOKS
    ჩაცმის სტილი დიადემით და დიადემის გარეშე - როგორც ერთი თბილისელი, 20 წლის სტუდენტი გოგონა
  • ანუკი არეშიძე - 5 LOOKS
    "განტვირთვა - ოჯახი და ახლო მეგობრები, ან სრულიად მარტო. თუ მნახეთ კაფეში მარტო არ იფიქროთ, რომ მეგობარი არ მყავს, მიყვარს მარტოობა."
  • ART ANGEL: თეო კოხოძე
    „ჩემი სახელოსნო - "პირადი ოდისეაა", სივრცეა სადაც დრო ჩერდება, რჩები მარტო, ხარ გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ასევე ნახატებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. “
  • ნინა სუბლატი - 5 LOOKS
    ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks
Back to Top