;
9 აპრილი 2011      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 30983-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები, ქართველები

მოდელებს მოეთხოვებათ მუდამ ფორმაში იყვნენ, მაგრამ მოდის კვირეულის მოახლოებისთანავე როგორც წესი იწყება აქტიური მზადება - სრულყოფილებამდე. ჩვენ გავესაუბრეთ ქართველ მოდელებს, რომლებმაც გაგვიმხილეს როგორ ახერხებენ სწრაფ რეჟიმში ფორმაში ჩადგომას და შემდეგ ფორმის შენარჩუნებას, როგორ უვლიან თავს ყოველდღიურად და მოდის კვირეულის გადატვირთული გრაფიკის შემდეგ როგორ აღიდგენენ დაკარგულ ძალებს.




ალექსანდრა პაიჭაძე
მიიჩნევს, რომ მოდელობა მისთვის ყველაზე ბოლო პროფესია. ის სწავლობს, მსახიობობს, არის წამყვანი სხვადასხვა ივენთებზე და ტელე-ჟურნალისტობასაც იწყებს. ალექსანდრა ფიქრობს, რომ მოდელობა მისი მხოლოდ ჰობი და გართობის კარგი საშუალება, თუმცა დღეს ის ყველაზე დასაქმებულ და მოთხოვნად მოდელად ითვლება საქართველოში.

მოდელის თმა და სახის კანი ხშირი ექსპერიმენტების მსხვერპლია, რომელსაც სილამაზე ქვია. საინეტერესოა, როგორ ახერხებენ ისინი მათ თმა და სახის კანის ბუნებრივად ჯანმრთელ მდგომარეობაში შეინარჩუნონ.

ალექსანდრა: სახის კანი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოდელისთვის, ასევე დიზაინერისთვის და ვიზაჟისტისთვის. ახალგაზრდა კანის მოვლა რთული არ არის, არა მარტო fashion week-სთვის, ყოველთვის ვცდილობ შედარებით ძვირფასი სამკურნალო ეფექტის ტონალური გამოვიყენო, მაგალითად Vichy, პირადად ჩემთვის ის საუკეთესოა. მაქვს დღეები, როდესაც მხოლოდ პუდრიც კმარა მაკიაჟის დასასრულებლად, ამ შემთხვევაში Smashbox-ს ვიყენებ, თუმცა ის უკვე ჩვენთან აღარ გაიყიდება.

ჯანმრთელი და ლამაზი თმა აუცილებლად ზიანდება fashion week-ის დღეებში. წარმოიდგინეთ დღეში მინიმუმ 3-ჯერ სხვადასხვა ვარცხნილობით გიწევს გამოსვლა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რამოდენიმე კვირით ადრე ვიწყებ მზადებას. სხვათაშორის ეს მეთოდი ნაომი კემპბელის რჩევის მიხედვით მშვენივრად მოვიხდინე. ზეითუნის გამთბარი ზეთი ძირებში უნდა შევიზილოთ და 2 საათის განმავლობაში შევიკრათ თმა. კარგად ჩამობანის შემდეგ ვნახავთ შედეგს, გირჩევთ გაურკვეველი წარმოების შამპუნების ნაცვლად ნამდვილი გერმანული პროდუქცია შეიძინოთ. მაგალითად Goodwill-ში და ქალთა ბედნიერებაში...

ზედმეტი თმა კი ნამდვილად ზედმეტია ქალისთვის და მოდელისთვის განსაკუთრებით. თუმცა ბევრი უცხოელი მოდელი მინახავს თმიანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროცედურის შემდეგ კანი იყოს გლუვი და სრიალა. ამისთვის ბევრი მეთოდი გამომიცდია, თუმცა ყოველდღიური დაკავებული და დაუგეგმავი გრაფიკის გამო ხშირად ფეხის გაპარსვა ყველაზე მისაღებია (საპარსი - ბრიტვით). ხელი და სხეულის სხვა მიდამოებს კი მხოლოდ ერთ კონკრეტულ სალონს ვანდობ, რომლებიც ცვილის (ვოსკის) საშუალებით იდეალურ დეპილაციას აკეთებენ.

ბედნიერების პუნქტი
ნამდვილად არსებობს ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ჩემთვის ყველაზე ძლიერი ანტიდეპრესანტი ბედნიერების დასაწყისი და დასასრულიც ჩემი მომავალი მეუღლეა. საკმარისია მისი ხმა გავიგო და ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება... ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ჩემი და-ძმა და დედა გვერდში მიდგანან და კარგად არიან!

საყვარელი სუნამო - ნებისმიერ სასიამოვნო ნახევრად ტკბილ სიახლეს მივესალმები, თუმცა მომწონს ოდნავ ქოსიკური და უცნაური სურნელი. მაგალითად Commes des garcons, gaultier, thierri mugler, tom ford, dior addict. ყოველდღიურად ამ ჩამოთვლილთაგან პირველს ვირჩევ.

ფორმის შენარჩუნება - GFW- როგორც კი სრულდება ვიწყებ თმის, კანის და ფრჩხილების განტვირთვას. იმდენად ვიღლები სხვადასხვა მაკიაჟებით და თმის "ნაჩოსებით", რომ შემდეგი კვირა მაქვს თავისუფალი ამ ყველაფრისგან. თუმცა ჩემი სხვადასხვა პროფესიებიდან გამომდინარე ბოლომდე შელევა არ მიწევს, ყოველთვის ვიყენებ წამწამების ტუშს, ყავისფერ ან შავ თვალის ფანქარს და ტუჩის კონტურს.

როდესაც ვიგებ, რომ 2 დღეში კასტინგია, უკვე თადარიგი მიჭირავს, რომ კასტინგზე უკეთეს ფორმაში მივიდე, ვიდრე იმ მომენტში ვარ. თუ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა წესრიგში გაქვს, კუჭნაწლავის მოქმედებასაც არ უჩივი და იოლად ხდები (არ იმატებ) მაშინ მარტივია 1 კვირაში ჩადგე ფორმაში. ამ ყველაფერს კვება განსაზღვრავს, სწორი კვება ძალიან რთული გახდა ჩვენ რეჟიმში. წინა დღეებში გადავდივარ მსუბუქ ჯანსაღ საკვებზე - მეტი ხილი და წყალი. არანაირი ალკოჰოლი და კოკა-კოლა, ეს დიდი ხანია დავივიწყე.

Gfw-ს შემდეგ ძალიან მალე მოდის tfw. უკვე ჩატარდა 1-ელი კასტინგი, დიდი იმედი მაქვს, რომ წელსაც ამირჩევენ. შარშანდელთან შედარებით 7 კგ. მაქვს დაკლებული. არა მოდის კვირეულის გამო, უბრალოდ არ ვიცი საიდან მოვიდა ის 7 კგ., ალბათ ჯანმრთელობის პრობლემების გამო. შესაბამისად ახლა უკეთეს ფორმაში ვარ და TFW-ს შემდეგაც არ დავკარგავ!

მიყვარს ორივე fashion week მარტო იმიტომ, რომ ამდენი გოგოები ერთმანეთს მთელი დღე ვეკონტაქტებით, ერთმანეთისგან ახალ რჩევებს-დარიგებებს, სასარგებლო სიახლეებს ვიღებთ. მე "კვების ექსპერტს" მეძახიან, მალე დისერტაციასაც დაიცავო :). ერთ რჩევას თქვენც მოგცემთ, საპატრიარქოს ოჯახის წიგნში ამოვიკითხე: სილამაზისთვის და გახდომისთვის: 2-2 გრეიფრუტი და ლიმონი გაწურეთ. წვენი 1ლ. "ნაბეღლავში" გაურიეთ და მთელი დღე სადაც წახვალთ სვით. ლიმონი და გრეიფრუტი ცხიმების დაცვაში მოგეხმარებათ და გაზიანი წყალი მათ უვნებელს გახდით კუჭ-ნაწლავისთვის.

ჩემი რჩევა იქნება გაითვალისწინოთ, რომ დიეტა შედეგს არ მოგცემთ თუ მცირედი ვარჯიშებით მაინც არ დაკავდით. ელემენტარული ცეკვა, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა, ქუჩაში სიარული სპორტული ფეხსაცმლით, პრესები, 15-30 წუთი საკმარისია იმისთვის, რომ "ნაშიმშილებმა" სხეულმა დაკლება დაიწყოს უფრო ჯანსაღი გზით და რაც მთავარია საღამოს, რაც არ უნდა გვიან ჭამოთ გადათვალეთ 14 საათი და დილით იმ დროს ისაუზმეთ!
თუ გადაწყვეტთ, რომ ანტიცელულიტური მასაჟი თქვენთვის მეტად ეფექტურია, მაშინ დაიმახსოვრეთ, რომ მკაცრი კვების რეჟიმი გაქვთ წინ! ანუ სწრაფი შედეგისათვის გვჭირდება მინიმუმ ყოველდღიური მასაჟი, სავარაუდოდ 10 დღიანი კურსი (სირთულის მიხედვით) და ჯანსაღი კვება - ბოსტნეული, ხილი; ნაკლები ცხიმი, ცომეული, ტკბილეული და გაზიანი სასმელები (მინერალურის გარდა). შედეგი გარანტირებულია! საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

ქალის იდეალური სხეული ბევრისთვის ალბათ ბარბისთან ასოცირდება, ჩემთვისაც სამაგალითოა ბარბის სხეული, თუმცა ვფიქრობ სულაც არაა საჭირო სჯობდე სტანდარტებში. იდეალური სხეული ჩემთვის უფრო მოვლილ სასიამოვნო სხეულთან ასოცირდება. თხელი მკლავები, წვივები და ქალური ფორმები საკმარისია იდეალურ სხეულად რომ იწოდებოდეს. დანარჩენის კორექტირება კი ძალიან მარტივია მინიმუმ ჩაცმის სტილით და მანერებით. ყველაზე არასასიამოვნო სანახავი ალბათ დამეთანხმებით "ღიპია". არ უნდა არსებობდეს :)

თუმცა ბედნიერებისთვის იქ პუნქტი, რომელიც ვახსენე ანუ საყვარელი მამაკაცი, როდესაც გიჟდები-გიყვარს მისთვის ყველაზე მოვლილი და ლამაზი უნდა იყო. ფარულად ყველა მსხვერპლზე მიდიხარ და საუკეთესო ხდები! მისთვის შედეგია მთმავარი ნუ დაანახებთ პროცესს, მთავარია გვერდს უმშვენებდეთ და საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნოთ! გისურვებთ დიდ სიყვარულს და ბედნიერებას, ალექსანდრა




ეთო ვაშაკიძე


თავის მოვლა -”სახის კანის მოსავლელად ძირითადად მივმართავ კოსმეტოლოგს, რომელიც მაძლევს სხვადასხვა რჩევებს და მინიშნავს ჩემი კანისთვის განკუთვნილ კრემებს ინდივიდუალურად. თმას განსაკუთრებულად ვუვლი. fashion week-ის დამთავრების შემდეგ პირველ რიგში ვიჭრი დაზიანებულ ბოლოებს და შემდეგ ვისმევ ტალახის ნიღბებს, რომელიც ერთ-ერთი ფირმის წარმოებულია ისრაელიდან და ძალიან მომწონს. ასევე კარგია თალგამის (Репейное масло) ზეთი დაბანის შემდეგ.

ფორმის შესანარჩუნებლად -ბავშვობიდან მივირთმევ ყოველ დილით ჰერკულესის ფაფას რძით, თაფლით და გახეხილი ვაშლით, ის სილამაზის ფორმულად არის წოდებული. მძინავს დიდხანს და ამ გზით ვასვენებ ორგანიზმს. FW-სთვის განსაკუთრებით არ ვემზადები ხოლმე. ძირითადად ვვარჯიშობ, უმეტესწილად საღამოობით და შიგადაშიგ დიეტებსაც მივმართავ.”
______________________________________

ელენე მახარაშვილი


თავის მოვლა
- ”სახის კანის გასაწმენდად ხშირად დავდივარ კოსმეტოლოგთან, რომელიც მიწერს კრემებს და ნიღბებს, რომლებიც წმენდს სახის კანს და ასუფთავებს ფერიმჭამელებისგან. თმას რაც შეეხება სპეციალური აღდგენით შამპუნებს ვხმარობ, რომელიც ბოლოჭამიებს აქრობს და კვებავს თმას. ზედმეტ თმებს ეპილაციით ვიშორებ. მოდის კვირეულების შემდეგ კარგად გამოვიძინებ ხოლმე და განტვირთვისთვის კი მასაჟისტს ვსტუმრობ.

ფორმის შესანარჩუნებლად
- საერთოდ არ ვვარდები ფორმიდან, ანუ არ ვსუქდები. შესაბამისად არ მჭირდება რეჟიმები. რადღაც პერიოდი დავდიოდი ვარჯიშებზე, სადაც ფორმაში ჩადგომის მაგივრად კუნთები დამედო და ამიტომ შევწყვიტე სიარული. მოდის კვირეულის დაწყებამდე განსაკუთრებული მომზადება არ მჭირდება.”
საყვარელი სუნამო chloe
______________________________________

ლიკა აბრუმია

”მოდის კვირეულის დაწყებამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე ვცდილობ დიეტის რეჟიმში ვიყო. მანამდე კი კვირაში 4-ჯერ ფიტნეს კლუბ Contours-ს ვსტუმრობ, სადაც მინიმალურ დროში მაქსიმალურ შედეგს მიაღწევ... ვარჯიში 29 წუთი გრძელდება ტრენაჟორებზე. რაც შეეხება თავის მოვლის საშუალებებს... ვიყენებ მხოლოდ დამატენიანებელ კრემებს.”




ქეთა ბუხაიძე

სახის კანი და თმა
- ”დიახ, მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ხოლმე ჩვენი სახის კანი და თმა მოდის კვირეულების შემდეგ, როდესაც დღეში 3-4 ჩვენება გაქვს და უნდა გაიკეთო სხვადასხვა ვარცხნილობა და მეიქ-აპი, ძალიან რთულია. თან იცით, რომ აუცილებელია მოდელისთვის გრძელი თმა.. fashion week-ის შემდეგ გაძლიერებულ რეჟიმზე გადამყავს ჩემი თავი - სახის კანს დღეში რამდენჯერმე ვიწმინდავ და მკვებავებით ვანებივრებ, თმას კი ნიღბებით ვუვლი.

ფორმაში სწრაფად ჩასადგომად
ვფქირობ მასაჟი ყველაზე კარგი საშუალებაა. მე დიეტითაც ვახერხებ ამას, იმიტომ, რომ შემიძლია ერთ დღეში როგორც დავიკლო ისე მოვიმატო. აქედან გამომდინარე დიეტა ჩემთვის საკმარისია.”

ქეთას საყვარელი სუნამო კი ტომ ფორდის შავი ორქიდეაა




დალი ჩიტალაძე

სახის კანის და თმის მოვლა
- ”საერთოდ დილას და ძილის წინ ყოველთვის ვიწმინდავ სახის კანს სხვადასხვა ლოსიონებით, შემდეგ მკვებავით ვატენიანებ... მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ წმინდა სახის კანი მაქვს მაინც საჭიროდ ვთლი. განსაკუთრებით FW-ის შემდეგ მთელ რიგ პროცედურებს ვიტარებ სახის კანზე.
თმას კი ჩვეულებრივად ვუვლი - შამპუნი, ბალზამი აუცილებლად. ძალიან სქელი და ტალღოვანი თმები მაქვს და ყოველთვის ისეთ შამპუნს ვირჩევ, რომელიც თმა არ ამიფუებს. FW-ის შემდეგ კი ჩემი თმა ასე ვთქვა - განადგურებულია და აუცილებლობას წარმოადგენს თმის ნიღბები გავიკეთო.
ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმული ძილი. დაახლოებით 8 საათი აუცილებლად უნდა გეძინოს. ალბათ უძილობა ბევრის პრობლემაა, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ ადრე დაწვეთ და გამოიძინოთ.. ყველაფერი აისახება თვალებზე, კანზე, ხასიათზე...

ფიზიკური აქტივობა - FW-ის დასრულების შემდეგ ყველანი მივდივართ After Party-ზე :) რომ გავერთოთ და დავისვენოთ. მთელი 4 დღე გოგოები დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე ვემზადებოდით (მაკიაჟი, თმა, რეპეტიციები, ჩვენებები, გადაღებები..) და ძალიან ვიღლებოდით. ასე, რომ FW-ის ბოლო დღეს ყველანი ვისვენებთ.
წონის პრობლემა არასდროს მქონია, მაგრამ FW-ის წინ მაინც ვცდილობ რომ ბევრი არ მივირთვა და ვვარჯიშობ. ძირითადად დავრბივარ, რაც მსიამოვნებს და ჩემთვის ერთ-ერთი განტვირთვის საშუალებაა. ყველას ვურჩევ, რომ გამონახონ დრო და ირბინონ. ყველასთვის სასარგებლოა, თუნდაც ძალიან გამხდარი იყო ან დიეტის რეჟიმში, სირბილი ძალიან დაგეხმარებათ.

გატაცება - 5 წლიდან ვცეკვავდი ყველანაირი მიმდინარეობის ცეკვას, ბოლოს იყო hip-hop. ძალიან მომწონდა ასეთი ცეკვები და პირველივე წელსვე კონკურსზე გავედით მე და ჩემი მეგობარი და II ადგილიც ავიღეთ ♥ ამჟამად აღარ ვცეკვავ. ახლახანს დავიწყე ფრენბურთის თამაში და ძალიან მომწონს.

საკვები რაციონი სხეულისთვის და გონებისთვის
- საერთოდ მკაცრ დიეტებს არ ვიცავ. დღეში 2ლ. წყალი ჩემთვის წამალივითაა, აუცილებელია! რაც მინდა ყველაფერს მივირთმევ, მხოლოდ ზომიერად და 8 -სთ.მდე.
ყოველთვის მოდელი ვერ ვიქნები და არც ვაპირებ, ეს უბრალოდ ჩემი ჰობია და მსიამოვნებს. ვაპირებ სწავლა იტალიაში გავაგრძელო. ჩემი აზრით ქალისთვის მხოლოდ იდეალური სხეული კი არა ჭკუაც საჭიროა. როდესაც ხედავ ლამაზ ქალს და იგი გაუნათლებელია ყველანაირი სილამაზე ეკარგება და ის მხოლოდ ფუტლარს ემსგავსება.
მოდელობა არც ისე მარტივია, როგორც გვერდიდან ჩანს. უმრავლესობას გონია, რომ მოდელობაზე მარტივი არაფერია. მგონი ამას მხოლოდ მოდელები ვხვდებით. ჩვენთან მოდელები როგორც ლამაზები, ასევე ჭკვიანები და გონიერებიც არიან! :)”



მანიკა ასათიანი

სხეულის მოვლა - ”საერთოდ არ მაქვს პრობლემატური კანი და დიდ მოვლას არ საჭიროებს, მაგრამ იმისთვის რომ კანი არ გამოშრეს ვიყენებ შანელის მკვებავს, რომელიც კვებავს კანს ვიტამინებით. თმას კი ლორეალის საშუალებების ვუვლი - შამპუნი და თმის ზეთი, რომელიც ხელს უშლის ბოლოჭამიების გაჩენას. ზედმეტი თმა - აი ეგ პრობლემა ნამდვილად არ მაწუხებს, ისე ეპილაცია ყველაზე კარგი საშუალებაა, რა თქმა უნდა ლაზერული.”

სხეული - მანიკა აღნიშნავს, რომ არც წონის პრობლემა ქონია ოდესმე და არც არჩევანის წინაშე დამდგარა ვარჯიშისთვის მიემართა თუ დიეტები აერჩია, თუმცა მიიჩნევს, რომ დიეტას ყოველთვის სჯობს სწორი კვება და ვარჯიში. ცურვას კი ყველაზე კარგ საშუალებად მიიჩნევს სხეულისთვის და ჯანმრთელობისთვის.
FW-ის და საერთოდ დატვირთული დღის შემდეგ თავს ძილით ანებივრებს.
საყვარელი სუნამო DKNY და Chanel - Coco Mademoiselle

ANGEL: არსებობს პუნქტი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც მარტივ რეცეპტს წარმოადგენს სილამაზე და ბედნიერებისკენ?
მანიკა: სიყვარული არის ორივეს რეცეპტი ჩემთვის.

რჩევები თავის მოვლის შესახებ ქართველი მოდელებისგან

ანასტასია თოფურიძე

ყოველდღიურად კანის მოვლა - ”თუ მაკიაჟი მაქვს ვიშორებ ლოსიონით, შემდეგ ტონიკით და ბოლოს სახის საპნით ვიბან აუცილებლად, რადგან კანს ყველანარი კოსმეტიკური საშუალება 100% მოშორდეს. კანის გასუფთავების შემდეგ ვისმევ მკვებავ კრემს.
თმის მოვლა - იქიდან გამომდინარე, რომ შეუღებავი და ჯანმრთელი თმა მაქვს არ ვიყენებ ბალზამს. ვკრაში ერთხელ ბოლოებზე ვისმევ ნიღაბს, რომელსაც 10 წუთი ვიჩერებ და თმას კვებავს. თვეში ერთხელ ვიდებ ხნას, რომ ბრწყინვალება შემატოს თმას.2 თვეში ერთხელ აუცილებლად ვიჭრი ბოლოებს რადგან თმა არ დაიყოს და მალე გაიზარდოს. და GFW-ის დასრულებისთანავეც ვიჭრი თმის ბოლოებს, რადგან ამდენი ვარცხნილობის და ლაქისგან თმა ფუჭდება. სახეს კი აუცილებლად ვიწმინდავ, რადგან დღეში ამდენი მაკიაჟისგან კანი არის გაღიზიანებული და ფორებში არის კოსმეტიკური საშუალებები ჩამჯდარი.
სხეულზე ზედმეტი თმის მოსაშორებლად ყველაზე პრაქტიკულად მიმაჩნია ლაზერული ეპილაცია. სახის მიდამოებში ნემსით ეპილაცია.
ჩემთვის თავის მოვლის მთავარ პუნქტად ითვლება სწორი ძილი. ყველა ადამიანს ვისაც სურს იყოს ახალგაზრდული და კანი არ დაუბერდეს უნდა დაიძინოს 12 საათზე და ადგეს დილის 8-ზე.
საყვარლი სუნამო Chloe
ფორმაში ყოფნა - სანამ FW დაიწყება აუცილებლად ვცდილობ 2 კილო დავიკლო და ფორმაში ჩავდგე. დიეტა და შიმშილი არ შეიძლება ორგანიზსმისთვის, თუ დაკლება მსურს ცომეულს და ტკბილეულს ვიღებ კვების რაციონიდან და 6 საათის შემდეგ არ ვჭამ - რაც მიმაჩნია, რომ ქალისთვის აუცილებელია თუ ფორმაში ყოფნა სურს. 3 თვეში ერთხელ ვიკეთებ მასაჟებს, ვცურავ და შეძლებისდაგვარად ვვარჯიშობ.


რჩევები თავის მოვლის შესახებ ქართველი მოდელებისგან

და როდესაც ქართველ მოდელებზე ვსაუბრობით და ვეკითხებით რჩევებს თავის მოვლასთან
და სხეულთან დაკავშირებით, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს
ნანუკა გოგიჩაიშვილი


”მიყვარს თავის მოვლის ყველანაირი საშუალება დაწყებული სახლში დამზადებული ნიღბებით, რომლებიც არანაკლებ ჩამოუვარდება ძვირადღირებულ კრემებს და რაღა თქმა უნდა ბრენდირებული კრემები, თუმცა კრემებს ხშირად არ ვიყენებ. თმისთვის კი სულ ახალ-ახალი საშუალებების ძიებაში ვარ. თმისთვის ხშირად შამპუნის ცვლა არ არის რეკომენდირებული, მეც ვცდილობ 1 კონკრეტული თმის ნიღაბი, კონდიციონერი, ბალზამი და შამპუნი ვიხმარო დაახლოებით 3 თვით. შემდეგ სიახლის ძიებას ვიწყებ. ცოტა მეზარება ხოლმე, მაგრამ ვცდილობ თმაზე დაფნის ნახარში გადავივლო რადგან არაჩვეულებრივი შედეგი აქვს. თმას ამაგრებს და ბზინვარებას მატებს.
სილამაზის და ბედნიერების მარტივი მიზეზი და საშუალება არის 1 რამ. დააჯერე შენი თავი, შეიქმენი წარმოსახვითი კარგი ხასიათი, მუდამ ღიმილიანი თვალები გქონდეს და იფიქრე კარგზე. საკუთარი ხასიათის კონტროლი არც თუ ისე ადვილი რამ არის, როცა ადამიანი ბედნიერია ის აუცილებლად ლამაზიც გვეჩვენება, რადგან დადებითი მუხტი მოდის.

უამრავი სუნამო მაქვს, მაგრამ ძირითადად მამას სუნამოებით ”ვპარპაშებ” :) მის სუნამოებს ვხმარობ.

უმეტესწილად დატვირთული განრიგი მაქვს, ასე რომ FW-ის დაწყებაა თუ დასრულება არც თუ ისე დიდ შეღავათს მიკეთებს. რაც უფრო დატვირთული ვარ ვფიქრობ უფრო მეტი ენერგია მეძლევა. ერთერთი საყვარელი მონაკვეთია FW-ის დაწყება და ძალიან უცბად გარბის ხოლმე და გვენატრება დამთავრებისთანავე.
დიეტას რაც შეეხება დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ. მოდის კვირეულისთვის მზადება კი ჩემთვის გაუთავებელ ”პრიმერკებთან” ასოცირდება და გადაღებები, რომლებიც FW-ის დასაწყისს მოსდევს.

ფორმის შესანარჩუნებლად
- ძირითადად დაკავებული ვარ აქუა აერობიკით და ვარჯიშით. ვფიქრობ დიეტები არც თუ ისე ეფექტურია, რადგან სასურველი შედეგის მიღწევის შემდეგ მალევე ინაზღაურებენ ორმაგ წონას, ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ სწორი კვება და რეჟიმით ჭამა თუნდაც ერთი და იმავე დროს არის არაჩვეულებრივი და ეფექტური. სწორ კვებაში ვგულისხმობ ბოსტნეულს, რძის ნაწარმს და არაჩვეულებრივია ასევე თევზეული - ჯანმრთელად იქნებით და ფორმაში. ვარჯიშებით კი სახლშიც შეგიძლიათ დაკავდეთ.

იდეალური სხეული
- ალბათ პირველივე ასოციაცია მოდის სოფი ლორენი. თუმცა მაღალ გამხდარ ქალს ყოველთვის პატარა და მოხდენილი აღნაგობის ქალბატონები მერჩივნა.. ძალიან მომწონს ევა ლონგორია, პენელოპა კრუსი, მერლინ მონრო და ბევრი შედარებით დაბალი ტანის ქალბატონი ”: )



© angel.ge
შეაფასეთ სტატია

კატეგორია: დიეტა/რჩევები, ქართველები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top