;
18 აპრილი 2011      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 17123-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

Репейное масло - ანუ ბირკავას ზეთი

Репейное масло - ანუ ბირკავას ზეთი - Burdock oil

ეფექტური, ხელმისაწვდომი და მარტივი საშინაო რეცეპტი თმის, წამწამების, ფრჩხილების და კანის მოსავლელად.
ბრიკავას ზეთის ყიდვა შესაძლებელია აფთიაქებში საკმაოდ დაბალ ფასებში, ის მცენარეული წარმოშობისაა და ბირკავას ყვავილების ზეთს წარმოადგენს შერეულს სხვა ინგრედიენტებთან ერთად (+ვაზელინის ზეთი), რომელსაც გამოიყენებენ შინაურ პირობებზე სხეულის მოსავლელად.

ის შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, პროტეინს, ბუნებრივ ინულინს... გადამუშავებული სახით შეხვდებით გამონაყარის - გაღიზიანებული აკნეს, სახის კანის და თმის მოვლის საშუალებებში, ნაიარევების გასაქრობად, ეგზემის, მასტოპატიის და სხვა დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

ბირკავას ზეთი - სასარგებლოა ფრჩხილების გასამაგრებლად. ზეთი უნდა შეიზილოთ ნუნებში და ფრჩხილის ზედაპირზე დღის განმავლობაში 2-3-ჯერ. მალე შეამჩნევთ, რომ ფრჩხილები გამაგრდება და ზეთი რეგენირებას გაუკეთებს დაზიანებულ მონაკვეთებს, ასევე ფრჩხილები ბუნებრივად გათეთრდება და ბზინვარება მიენიჭება.

ასევე სასარგებლოა წამწამებისთვის! ბამბის ტამპონით შეგიძლიათ დანამოთ წამწამები, გაიჩერეთ მცირე ხნით და ზედმეტი ზეთი მოიშორეთ წყალში დასველებული ბამბის დახმარებით. წამწამები მალე გაიზრდება - დაგრძელდება, გახშირდება, გაძლიერდება და იბზინებს. რეზულტატს 1-2 კვირაში შენიშნავთ.

ტანის კანისთვის, ის თავისუფლად გაუწევს კონკურენციას ტანის დამნამავ სხვა საშუალებებს. შეიზილეთ ზეთი კანში, განსაკუთრებით კი გაუხეშებულ ადგილებში - იდაყვებზე და ფეხის ქუსლებზე. ბირკავას ზეთს იყენებენ სხვა საშუალებებში დანამატის სახით, დანარჩენ ინგრედიენტებად კი პარფიუმს იყენებენ სურნელისთვის, რასაც მხოლოდ კომერციული ხასიათი თუ აქვთ.

გარკვეული ინგრედიენტების შერევით ქალები მკერდსაც ატენიანებდნენ ბირკავას ზეთით, რაც მკერდის ფორმაზე დადებითად მოქმედებდა.

Репейное масло - ანუ ბირკავას ზეთი

თმისთვის კი ბირკავას ზეთს ყველაზე ხშირად გამოიყენებენ. ეფექტური საშუალებაა თმისთვის ბზინვარების მისანიჭებლად და დაზიანებული, დატეხილი ღეროების აღსადგენად, თმის კანს კი შესანიშნავად კვებავს და ამაგრებს ძირებიდან. გამოიყენება თმის ცვენის, ქერტლის, გაყოფილი ბოლოების და თავის კანის სიმშრალესთან საბრძოლველად. ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდის.

გამოყენების წესი - თმისთვის
სუფთა თმაზე (სასურველია თბილი წყლით ახალდაბანილ, პირსახოცით შემშრალ თმაზე) შეიზილეთ ზეთი - თმა დაყავით რამოდენიმე პრადად და კარგად გადაანაწილეთ ზეთი თმის მთელ სიგრძეზე და თმის ძირებში, ამისათვის 15-წთ-მდე დრო დაგჭირდებათ. შემდეგ დაიხურეთ თავზე ცელოფნის ქუდი და 1 სთ-ის შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნის დახმარებით.

კურსი 10-12 პროცედურისგან შედგება, გამოიყენეთ კვირაში 1-2 -ჯერ.
პატარა ხრიკი: თუკი ზეთს კვერცხის გულს შეურევთ თმიდან ზეთის ჩამობანა უფრო გაგიადვილდებათ და მეტად სასარგებლო ნარევიც გამოვა.
სჯობს გამოყენებამდე ზეთი ოდნავ შეათბოთ. ამისათვის შეათბეთ ორთქლზე ან მოათავსეთ ცხელი წყლით სავსე ჯამში დახურული ბოთლით.
შეიზილეთ თავის კანში თითის ბალიშებით და მასაჟის საშუალებით გადაანაწილეთ, ამგვარად მისი ეფექტი უფრო შესამჩნევი იქნება.
თუმცა ზოგიერთი ზეთი წარმოადგენს შემსუბუქებულ ვერსიას და მხოლოდ მშრალ თმაზე შეზელვაც საკმარისია. ყურადღებით დააკვირდით ინსტრუქციას ბოთლზე.

Репейное масло - ანუ ბირკავას ზეთი

თუ რუსულ და ქართულ ფორუმებს გადახედავთ ბირკავას ზეთზე გამოხმაურება განსაკუთრებით თმასთან დაკავშირებით მხოლოდ დადებითია!

ბირკავას ზეთი, უფრო ცნობილი რუსული სახელწოდებით Репейное масло შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში, სადაც სახალხო რეცეპტებზე წარმოებული კოსმეტიკური ფირმები გვთავაზობენ სხვადასხვა ვარიაციის სახით.

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

2


  • Soffy თქვა:
    24 ოქტომბერი 2013 21:23 - ID: 2,
    ვიყიდე დღეს წითელი წიწაკის და ვნახოთ აბა

  • evergreen_angel თქვა:
    16 ივნისი 2012 09:10 - ID: 1,
    აუ რა ღირს?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top