;

19 April 2011      Ancho.     Views 7917    
Category: Take Care


რა გჭირდებათ წარმატებისათვის

მიაღწიო წარმატებას და იყო გამორჩეული, ადვილი სულაც არ არის. მწვერვალზე ასვლა ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც კი უჭირთ, არათუ ჩვეულებრივ ქალბატონებს. თუმცა არსებობს წარმატების რეცეპტი, მაგრამ რამდენად შეძლებთ მის გამოყენებას ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.


1. იყავით ყოველთვის მშვიდი და მიზანმიმართული.

წარმატების მისაღწევად აუცილებელია დაისახო მიზანი და ყველანაირად ეცადო ამ მიზნამდე მიღწევა. თუ გულ–ხელს დაიკრეფ არაფერი გამოგივა. რაც მთავარია სიმშვიდე და მოთმინება.



2. არასოდეს დაკარგოთ კონტროლი საკუთარ თავზე.

ხშირად ადამიანები გაუთვიცნობიერებლად ჩადიან გამოუსწორებელ შეცდომებს. ეცადე თავი ყოველთვის მართო.

3.აღიჭურვეთ მოთმინებით და დაიოკეთ ცნობისოყვარეობა

ცნობისმოყვარეობაა ზუსტად ის, რომელიც ხშირად აგდებს ადამიანს უხერხულ სიტუაციებში და იმიჯსაც უფუჭებს.

4. იყავით ყოველთვის გულახდილი, როგორც საკუთარ თავთან, ისე მეგობრებთან და გარემომცველ სამყაროსთან.

ტყუილი ურთიერთობაში ყველაზე მეტად ვნებს და არღვევს ადამიანებს შორის კავშირს.



5. არასოდეს დაკმაყოფილდეთ მიღწეულით.

სრულყოფილებისაკენ ლტოლვა წარმატების მთავარი საწინდარია.

6.დაკისრებული ვალდებულებები შეასრულეთ მონდომებით და ენთუზიაზმით.

მონდომა და შრომა ! წარმატების ყველაზე დიდი საწინდარია. სიზარმაცე არაფერს მოგვცემს.



7. არასოდეს განიცადოთ ემოციურად წარმატება ან წარუმეტებლობა.

გახსოვდეთ, ერთი მეორისაგან განუყოფელია.

8. ნუ შეგაშინებთ სიძნელეები.

შეეჩვიეთ აზრს, რომ ცხოვრება მათ გარეშე წარმოუდგენელია.

9. არასოდეს შეადაროთ საკუთარი თავი სხვას.

ინდივიდუალიზმია ის საიდუმლო, რომელიც ნებისმიერ ქალს განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს.


"ვინც მარცხზე ფიქრობს, ვერასოდეს გაიმარჯვებს. თუ არ გაინძრევი – არც არაფერი მოგივა. ირჩიე დიადი და მიჰყევი ამ გზას"

"სულის სიმტკიცე ის კი არაა, არასოდეს დაეცე. საქმე ისაა, დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვო"


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top