;
21 აპრილი 2011      Ancho.     1 კომენტარი     ნანახია 18476-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

ფსიქოლოგიური რჩევები

ერთ–ერთ საიტზე წავაწყდი "Бабушкины советы"-ის, თუმცა მე მას ფსიქოლოგიურ რჩევებს უფრო დავარქმევდი. შვილიშვილი ბებიას ეკითხება სხვადასხვა აქტუალური სიტუაციების შესახებ სიყვარულის თემაზე. ვინაიდან, ჩვენი საიტის ერთგულ მომხმარებლებს კატეგორია –– რჩევები ძალიან უყვარს, გადავწყვიტე გამომექვეყნებინა.


ფსიქოლოგიური რჩევები


–როგორ მივხვდე რომ შეყვარებული ვარ?
–ძალიან უბრალოდ, შენ გახსოვს როგორ გაიცანით ერთმანეთი?
–რა თქმა უნდა, მე მახსოვს არამარტო ჩვენი გაცნობა არამედ: როგორ გავუღიმეთ პირველად ერთმანეთს, როგორი იყო ჩვენი პირველი კოცნა. იცი მე ყველაფერი დაწვრილებით მახსოვს.. რაზე მელაპარაკებოდა.. რა ხუმრობებზე ვიცინოდით. როგორ ვემზადებოდი თითოეული პაემანისათვის და ისიც კი მახსოვს რა მეცვა ყველა მათგანზე. ეს სიყვარულია?
–არა. სიყვარული ისაა როდესაც გახსოვს რა ეცვა მას პაემნებზე. და თუ მხოლოდ შენი თავი გახსოვს ეს უბრალოდ შეყვარებულობაა. ჩააწყვე სათამაშოები ყუთში, საყვარელო.

ფსიქოლოგიური რჩევები


–მითხარი როდისაა დაშორების დრო? იქნებ საუკეთესო დროა პირველივე ღამის შემდეგ? არაფრის ახსნის გარეშე. დაიტოვო მეხსიერებაში მხოლოდ მოგონებანი? თუ ბევრი ბევრი ღამის შემდეგ, როდესაც ყველაფერი თავისით, ნელ–ნელა გაქრება? გაუგებრად თუ რატომ. მშვიდი დაშორება, ტკივილისა და ტანჯვის გარეშე.
–ამ საკითხში ყველაფერი უბრალოდაა, უნდა წახვიდე იმდენი ღამის შემდეგ, რომლის მომდევნო დილასაც შენ არ მოგესურვება მისთვის ადრე ადგომა და საუზმის გამზადება. უბრალოდ უნდა აკოცო და ჩუმად კარი გაიხურო.

ფსიქოლოგიური რჩევები

–მე ის ჯერ კიდევ მესიზმრება..
–საყვარელო, გაიხსენე წინა წლის თოვლი.
–რა შუაშია აქ შარშანდელი თოვლი? მე შენგან რჩევა მჭირდებოდა და არა ამინდზე საუბარი.
–მე შენ უკვე გირჩიე. თუ შენ კიდე განიცდი, გტკივა და ჯერ კიდევ არ დაგვიწყებია, შენს თავს უმეორე: „შარშანდელი თოვლი“ და მიუდექი ასე იმას რაც თქვენ შორის იყო. შეუძლებელია გახსოვდეს ზამთრის სუსხი ცხელ ზაფხულში. ის ხომ კარგა ხნის გამლღვალია. შარშანდელი ზამთარი უკვე წარსულს ჩაბარდა. ელოდე ახალს, წმინდას, პირველ თოვლს.

ფსიქოლოგიური რჩევები

–მე არ გავუშვებ ჩემს სიყვარულს ხელს. არ დავთმობ მას ბრძოლის გარეშე.
–საყვარელო გახსოვს საბავშვო თამაში: როდესაც წრეზე სკამებია დაწყობილი მოთამაშეებზე ერთით ცოტა. ბავშვები მის გარშემო დარბიან და მუსიკის შეჩერების შემდეგ უნდა მოასწრო და რომელიმე სკამზე დაჯდე. ამისათვის შენ ხომ იბრძვი. ნუთუ არ გგონია რომ გარშემომყოფთათვის ეს ძალიან სულელური საყურებელია. როგორ დარბის 2 სულელი 1 სკამის გარშემო და დაჯდომას ლამობს.. რათ გინდა ამის კეთება როცა გარშემო უამრავი ცარიელი სკამია? შეწყვიტე საბავშვო თამაშებით გართობა.

ფსიქოლოგიური რჩევები

–რატომ მტკივა ასე ძლიერად? მე ვეჭვიანობ ყველა ქალზე. როდესაც ის არ იღებს ყურმილს, მე ეგრევე წარმოვიდგენ რომ ის სხვასთანაა. როდესაც ის იწყებს რომელიმე ქალზე საუბარს მე ვფიქრობ იყო კი მასთან. ვეჭვიანობ ყოფილ მეგობრებზე, სამსახურის თანამშრომლებზე, უეცრად შემხვედრზე. როგორ დავუსვა წერტილი ამ ტანჯვას?
–ეჭვიანობა–ეს მაცდური გრძნობაა. შენ არ ეჭვიანობ, შენ უბრალოდ გეშინია მისი დაკარგვის. უფროსწორედ შენ კი არ გეშინია, ეს თავისთვად გეუფლება. ამიტომ თუ საბაბი არ არსებობს ეჭვიანობისათვის, მაშინ ის სისულელეა. მაგრამ თუ საბაბი არსებობს, მაშინ უკვე გვიანაა.

ფსიქოლოგიური რჩევები

ყველა კაცი ერთნაირია! საკმარისია ის მომესალმოს, მე უკვე ვიცი როგორ მოიქცევა შემდეგ. რა ანეკდოტებს მომიყვება, როგორ გაიღიმებს, როგორ წამეჩხუბება და როგორ წავა ჩემი ცხოვრებიდან.
–შენ არასწორი ხარ საყვარელო. ყველა კაცი სხვადასხვანაირია. უბრალოდ ჩვენ მოგვწონს ერთნაირი კაცები. შენ გიყვარს მორიდებული და მეოჯახე. აბა რაღას წუწუნებ რომ კვლავ ისეთი მამაკაცი შეგვხვდა ვისაც სახლიდან გასვლა არ უნდა? თუ შენ აირჩევ კაცს მეგობრული კამპანიიდან, არ უნდა გაგიკვირდეს რომ მოგიწევს მისი მეგობრებისგან გამოყოფა. თუ გიყვარს რომანტიკოსები, მთელი ცხოვრება უნდა იყო მზად არამარტო სანთლებისათვის სახლში არამედ ლექსებისა და შამპანურებისათვის, პერიოდული დეპრესიებისათვის და ცოტა ხნით გაუჩინარებისათვის როგორც ის „ცხოვრების კრიზისად“ ახსნის. თუ აირჩევ მამაკაცს, რომელთანაც შეგიძლია იყო როგორც ქვის კედელთან, არ გაგიკვირდეს როცა ვერ იპოვნი კარებს ამ კედელზე. ქალები ირჩევენ მსგავს მამაკაცებს და შემდეგ უკვირთ რომ ისინი ერთნაირები არიან.

ფსიქოლოგიური რჩევები

-მე არ ვიცი როგორ ვუთხრა მას რომ არ დამტანჯოს. ის არ იმსახურებს ბანალურ ფრაზას „დავრჩეთ მეგობრებად“. ის კარგია, და მე მომიწევს სასტიკად მოვეპყრო მას. როგორ ვუთხრა რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა?
–შვილო, დაიმახსოვრე: უკანასკნელ ფრაზას რასაც ეტყვი მამაკაცს დაშორების წინ, მან უნდა მოისმინოს არა მარტო გარდაუვალი სისასტიკე, არამედ მადლიერებაც ყველაფერი იმისათვის რაც იყო. რადგან როდესაც ის შენ გაგიხსენებს, გაახსენდება თქვენი დაშორებაც. და თუ გინდა რომ შენს გახსენებაზე თვალები აუკიაფდეს, არ ახსნა ვითარება დაშორების წინ. უთხარი მხოლოდ ერთი: „მე აღარ მჭირდება შენი ყოფნა იმისათვის რომ მიყვარდე.“ (ან „ მე აღარ მესაჭიროება შენი დასწრება ჩემ შენდამი სიყვარულში“) და წადი.

ფსიქოლოგიური რჩევები

-მე არ ვიცი ღირს თუ არა მისთვის ამის მოყოლა. ისეთი არაფერი ყოფილა, მაგრამ უცბად რომ შეიტყოს? არ არის საჭირო აღიარება, მაგრამ მოყოლაც არ შემიძლია. როგორ შევძლებ დავავლდებულო ის იყოს ჩემს მიმართ გულახდილი თუ მე თვითონ რაღაცას ვუმალავ?
–საყვარელო, დაიმახსოვრე უბრალო წესი: პირველი: არცერთ პირობაზე და არავითარ შემთხვევაში არ მოატყუო. მეორე: არცერთ პირობაზე და არავითარ შემთხვევაში არ უღალატო. და მესამე: თუ უკვე მოატყუე და უღალატე, არასოდეს, არცერთ შემთხვევაში არ მოუყვე მას ამის შესახებ. დაიმახსოვრე ბებო, რაც არ უნდა გინდოდეს, ბოლო წესი მოქმედებს მხოლოდ პირველი ორთან ერთად.

ფსიქოლოგიური რჩევები

-არ მესმის რა ხდება: უეცრად უბრალოდ, სადღაც დაიკარგა. ყველაფერი კარგად იყო,და შემდეგ ყველანაირი ახსნის გარეშე გაქრა. მე მას უკვე ვეღარ ვხედავ, ტელეფონი დუმს, შემთვევითაც არ მინახავს. იქნებ რამე მოხდა? იქნებ მე ვაწყენინე მას? იქნება ღირს დარეკვა და დალაპარაკება, ახსნის მოთხოვნა თუ რა ხდება მის თავს?
–საყვარელო, არ ღირს. დამიჯერე. შენც კი იცი რომ სწორი ვარ, უბრალოდ თავს არ უტყდები.ის არ რეკავს იმიტომ რომ არ უნდა–ეს ჩვეულებრივია.დამიჯერე, სანამ კაცი დაინტერესებულია ქალით, ის არ დაიკარგება. ის ააფეთქებს ტელეფონს, დაგიდარაჯებს სადარბაზოსთან, დაგეგმავს შემთხვევით შეხვედრებს. და არაფერი შეუშლის ხელს იყოს შენს გვერდით თუ მას ეს უნდა. და თუ ის დაიკარგა შენი ცხოვრებიდან, ან უბრალოდ გამოუჩნდა გადაუდებელი საქმე, ან ძალიან დააკავეს სამსახურში. სხვა შემთხვევაში, ნუ დაინტერესდები. და თუ არ გინდა შენს თავს მიაყენო უფრო მეტი ტანჯვა სიმართლის მოსმენით, ნუ იკითხავ. ეს შენ ისედაც ძალიან კარგად იცი.

ფსიქოლოგიური რჩევები

-როგორ არ გესმის? ეს ნამდვილი სიყვარულია პირველი დანახვისთანავე ! ზუსტად ისეთი რაზედაც ოცნებობენ ადამიანები მთელი სიცოცხლის მანძლზე. რაზედაც დაწერილია უმარავი წიგნი და ლექსი. და რა მნიშვნელობა აქვს თუ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ ჯერ მხოლოდ რამოდენიმე დღეა? მე უკვე ვგრძნობ რომ ეს ნამდვილია. მე უკვე სიცოცხლე არ შემიძლია მის გარეშე. როგორ არ გესმის, რომ მე ვალდებული ვარ ვიყო მასთან ერთად? წყეულიმც იყოს სახლი, სამსახური. ეს ნამდვილი სიყვარულია, ბედის საჩუქარი. ეხლა გესმის?
–ჩემო სულელო. შენ ეხლა ვერ მიხვდები რასაც გეტყვი. შენ შეიძლება არ მოგეწონოს და დამიწყო ჩხუბი და ახსნა. სამწუხაროდ, სიჭკვიანე მატულობს სილამაზესა და ახალგაზრდობის დაკარგვასთან ერთად. მაგრამ დაიმახსოვრე,საყვარელო, სიყვარული–ეს არის წლები, რომელიც გაგიტარებია მასთან. ამას მიხვდები მაშინ თუ არ დაუშვებ შეცდომებს.

ფსიქოლოგიური რჩევები

-რა ვქნა? ის ჩემთვის ძვირფასია როგორც მეგობარი. როგორც ახლო, ნაცნობი ადამიანი. და არა როგორც მამაკაცი. მე ვერასოდეს შევძლებ შევიყვარო ის, ისე როგორ ვუყვარვარ მას, ვერასოდეს ვერ იქნება ის ჩემი შეყვარებული. მაგრამ როგორ ვუთხრა მას ამის შესახებ. ის ხომ ელოდება პასუხს თავის გრძნობაზე? მე არ მინდა იმ კარგი ურთიერთობის დაკარგვა, რაც ჩვენ შორისაა.
–დაიმახსოვრე, კაცები არ არიან ისეთი ძლიერები და დარწმუნებული საკუთარ თავში, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყვნენ. მათთვის უფრო მარტივია ესეთ რამეებთან შეგუება ვიდრე ჩვენთვის ქალებისათვის. უარს ნებისმიერ ფორმაში ისინი შეხვდებიან გულცივი, ჩუმი გამომეტყველებით. მათთვის იქნება მტკივნეული. და თუ შენ გინდა მას უთხრა რომ არაფერი გამოვა თქვენს შორის, დაინდე მისი თავმოყვარეობა. არ მოახვიო თავს ახნა–განმარტებები, რომ ის შენ არ გჭირდება როგორც კაცი, არამედ როგორც მხოლოდ მეგობარი. დაელაპრაკე მას მშვიდად და თბილად. არ არის მნიშვნელოვანი რამდენ სიტყვას ეტყვი, და რამდენ ხანს დაელაპარაკები. ასეთ მოპყრობაში „რატომაც არა“ ის გაიგებს: „მე იმაზე მეტ პატივს გცემ, ვიდრე ვიყო შენი შეყვარებული“. დაიმახსოვრე თუ შენ დაინდობ მის თავმოყვარეობას, ის შეინახავს თქვენს მეგობრობას მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ფსიქოლოგიური რჩევები

-როგორი უნდა იყოს იდეალური შეყვარებული? როგორ უნდა შენარჩუნდეს გოგოს და ბიჭის სამუდამო ურთიერთობა?
–შვილო, დაიმახსოვრე: შენ მიხვდები რომ გვერდით იდეალური მეწყვილე გყავს, მაშინ როდესაც ვეღარ შეამჩნევ გარშემო სხვებს. არ შეხედავ სხვებს სხვა თვალით, როდესაც დაფიქრდები და ვერ გაიხსენებ ვერცერთ მამაკაცის სახესა და ფიგურას მის გარდა. მაშინ კი ნამდვილად გეცოდინება რომ სხვასთან ვეღარ შეძლებ ყოფნას. მიხვდები რომ შენ იპოვნე იდეალური მეორე ნახევარი და გაათვიცნობიერებ გრძნობას „ერთგულება“.

ფსიქოლოგიური რჩევები


კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

1


  • Shorty თქვა:
    8 აგვისტო 2012 15:23 - ID: 1,
    აღფრთოვანებული ვარ!!!! ვაუ!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top