;
21 ივლისი 2014      Lanikooo     6 კომენტარი     ნანახია 24334-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

როგორ გავირუჯოთ სწორად

აი, დადგა დიდი ხნის ნანატრი ზაფხული. ყველა ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, რომ ლამაზი რუჯი მიიღოს. თუმცა ზოგჯერ ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე თუ რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს მზის სხივებმა. სანტერესოა რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კარგი რუჯი მივიღოთ ისე, რომ მზის სხივებმა ზიანი არ მოგვაყენოს.

როგორ გავირუჯოთ სწორად?
მზის სხივების ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, მეცნიერებმა გამოაცხადეს მე-20 საუკუნეშა. ამის შემდეგ, პრობლემა ისწავლება ინტესიურად და იძენს ახალ მონაცემებს.

#1 წესი: მოერიდეთ მზის მაქსიმალური აქტივობას 12.00-16.00 სთ-მდე! შუადღეს მზის ულტრაიისფერი ნაკადი ათჯერ იზრდება, რაც კანს ზიანს აყენებს. გასარუჯად მშვენიერი დროა 7.00-11.00 და 1 6.00-20.00 სთ.. სამ წლამდე ბავშვებისათვის საერთოდა არაა რეკომინდირებული გარუჯვა. 55 წლის ზემოთ მყოფ ქალბატონებსაც მოუწევთ მზის აბაზანებისაგან თავის მორიდება. ასევე თუ თქვენ გაქვთ ბევრი ხალი და პიგმენტური ლაქები მზეზე გატარება თქვენთვის მხოლოდ 30-40 წუთით შეიძლება.

2. გამოიყენეთ მზის დამცავი კრემები. ისინი დაგიცავენ მზის სხივების ძლიერი ზემოქმედებისაგან. ღრუბლები ხომ მხოლოდ მზის სხივების 20% აკავებენ. არ დაგავიწყდეთ ყურებზე მისი წასმა, რადგან ისინი შესაძლოა ძალიანდ აგეწვათ.

3. წყალი კარგად ატარებს მზის ულტრაიისფერ სხივებს. ამიტომ გარუჯვა წყალშიცაა შესაძლებელი. წყალში ცურვის შემდეგ სუფთა წყალი გადაივლეთ, გაიმშრალეთ პირსახოცით და ახლიდან წაისვით მზის დამცავი საშუალება.

4. დამცავი საშუალება წაისვით სანაპიროზე გასვლამდე 20-30 წუთით ადრე და განაახლეთ ყოველი ბანაობის შემდეგ.

როგორ გავირუჯოთ სწორად?

5. სანაპიროზე არ გამოიყენოთ პარფიუმერია, სუნამო, დეოდორანტები. ის კოსმეტიკური საშუალებები რომლებიც შეიცავს ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებს. ისინი გაგიჩენენ ლაქებს, რომლის მოშორებაც რთული იქნება.

6. გარუჯვა უკეთესია არა დაწოლილ მდგომარეობაში, არამედ მოძრაობაში, რადგან რუჯი უფრო ზუსტად მოგედებათ.

7. არ გაირუჯოთ ცარიელი კუჭით. ასევე არ ღირს რუჯის მიღება ჭამის შემდეგ მაშინვე. კარგი იქნება თუ ჭამის შემდეგ დრო გავა 30 წუთი და ისე გახვალთ გასარუჯად.

8. აუცილებლად დაიფარეთ თავი და თვალები მზეზე.

9. გარუჯვისას წყურვილი არ მოიკლათ ცივი გაზიანი სასმელით ან ალკოჰოლით.

10. კარგია თუ გარუჯვამდე შეჭამთ ცოტა მარილიან საკვებს და დალევთ ცივ ჩაის.
თუ შასაძლებელი იქნება ფეხშიშველმა იარეთ.

11. თუ წევხართ და ისე ირუჯებით სჯობს თავი ოდნავ მაღლა დადოთ.

12. გარუჯვისას არ შეიძლება ძილი. ასევე არა რეკომინდირებულია კითხვა.


როგორ გავირუჯოთ სწორად?

13. გასარუჯად წასვლამდე ტუჩებზე წაისვით ჰიგიენური პომადა.

14. არარეკომინდირებულია ფრჩხილების ლაქით დაფარვა. დაე, “ისუნთქონ” ფრჩხილებმა.

15. არ დაგავიწყდეთ, რომ მზეზე დიდი ხნით გაუნძრევლად წოლა დამწვრობის რისკს ზრდის!

თუ მზეზე გასვლამდე დალევთ სტაფილოს წვენს, რომელშიც ჩამატებული იქნება 1-2 წვეთი ფორთოხლის, ლიმონის ან მანდარინის წვენი უფრო ეფექტურ რუჯს მიიღებთ.

იმედია რჩევები გამოგადგებათ და ქალაქს ლამაზად გარუჯული დაუბრუნდებით!

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

6


  • country-boy თქვა:
    22 ივლისი 2014 14:33 - ID: 6,
    კარგია თუ გარუჯვამდე შეჭამთ ცოტა მარილიან საკვებს და დალევთ ცივ ჩაის.
    თუ შასაძლებელი იქნება ფეხშიშველმა იარეთ.


    ეს რას ცვლის???

  • Naian თქვა:
    21 ივლისი 2014 23:39 - ID: 5,
    ციტატა: Tynerevans
    კითხვა რატომ არ არის რეკომენდირებული გარუჯვისას?

    ალბათ იმიტომ რომ კითხვამ არ ჩაგითრიოს და არ დაიწვა

  • Tynerevans თქვა:
    21 ივლისი 2014 18:04 - ID: 4,
    კითხვა რატომ არ არის რეკომენდირებული გარუჯვისას?

  • Ani ))) თქვა:
    21 ივლისი 2014 16:42 - ID: 3,
    კაი იყო თან ძალიან დამაინტერესა

  • spring_girl თქვა:
    9 ივნისი 2012 12:45 - ID: 2,
    საინტერესოააააა love

  • vikenvik თქვა:
    15 აპრილი 2012 20:55 - ID: 1,
    მადლობ გამოვიყენებ love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top