5 June 2014      Nawka♥     Views 19 757    
Category: Take Care



ზაფხულში თითოეული ჩვენგანი ოცნებობს შოკოლადისფრად დაფერილ სხეულზე... ერთი კატეგორია სოლარიუმის აქტიური სტუმარია, მეორე კი ჩვეულებრივ ტრადიციულად მზის მცხუნვარე სხივებს ანდობს კანის დაფერვას... თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც უპირატესობას უსაფრთხო გარუჯვას ანიჭებენ. ამისთვის ისინი ავტორუჯს იყენებენ. ამით ისინი იცავენ კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან და კანის ნაადრევი დაბერებისაგან. მოდით ვნახოთ როგორ გავირუჯოთ ავტორუჯის საშუალებით ისე, რომ ჩვენი სხეული წლის ნებისმიერ მონაკვეთში შოკოლადისფრად ბზინავდეს...





ხელოვნური გარუჯვის ეს წარმატებული საშუალება არსებობს როგორც სახისათვის, ისე სხეულისათვის.
ავტორუჯის გამოყენება საკმაო ტექნიკას მოითხოვს, განსაკუთრებით მისი თანაბრად დატანება

რამოდენიმე რჩევა ავტორუჯის გამოყენებისთვის:

გარუჯვამდე სახე და ტანის კანი კარგად გაიწმინდეთ - მსუბუქი პილინგი. ამგვარად კანს მკვდარ უჯრედებს მოაშორებთ და რუჯის (თუნდაც ავტორუჯის) ახალი ფენა უფრო თანაბრად დაეტანება კანს.

ასევე გულდასმით მოიშორეთ ზედმეტი თმა სხეულიდან.

ნუ წაისვამთ საშუალებას დაორთქლილ, გახურებულ კანზე - შხაპის შემდეგ.

ავტორუჯის დატანებამდე სახის ზედა მონაკვეთზე უშუალოდ თმის ღერების ძირში და წარბებზე წაისვით ჩვეულებრივი მკვებავი კრემი.

ბრონზატი საშუალება თხელ ფენად და ხელის ნაზი მოძრაობით გადაანაწილეთ კანის მთელ უბანზე, დაიტანიეთ ავტორუჯი რამოდენიმე ფენად.

ნუ წაისვამთ ავტორუჯს თვალების გარშემო.





ავტორუჯი 4–5– სააათის შემდეგ მოგცემთ ინტენსიური რუჯის შედეგს.

ავტორუჯის გამოყენების შემდეგ ჯაგრისით დაიბანეთ ხელები.
ხელზე არასასურველი ბრონზატის ლაქების ამოსაყვანად შეგიძლიათ გადაისვათ ახალგამოწურული ლიმონის წვენი.

ავტორუჯის დატანების შემდეგ განსაკუთრებით პირველი 24 საათის განმავლობაში მოერიდეთ აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას (ვარჯიშს)

აუცილებელია ასევე სპეციალური დამატენიანებელი ლოსიონებითა და კრემებით რუჯის "გამკვრივება"

ყოველ პროდუქტს თავისი მოქმედების გარკვეული ვადა აქვს, ეს შეიძლება იყოს რამოდენიმე დღიანი თუ კვირიანი. ავტორუჯი პერიოდულად უნდა განაახლოთ.
ავტორუჯი მაკიაჟის მოშორებასთან ერთად არ მოშორდება თქვენს კანს.
ავტორუჯი მსუბუქი შხაპის მიღების დროს არ ჩამოირეცხება.

ავტორუჯი ეპიდერმისის (კანის) შიდა ფენაში ჯდება და ის მალევე გადავა კანის ცვლასთან *მკვდარ უჯრედებთან) ერთად, რომლის ციკლიც ყოველ რამოდენიმე დღეში მეორდება.

ავტორუჯის შეძენა ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ.
ყურადღებით შეარჩიეთ ფერი და საშუალების სტრუქტურა: მუსი(კრემი), სპრეი... თუ მიმართავს სალონს ავტორუჯის სპრეის 'შხაპისთვის'.




Category: Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top