;
6 იანვარი 2012      Nanuka.     1 კომენტარი     ნანახია 6819-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

პროდუქტები უკეთესი ძილისთვის
ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც დაწოლილა და ვერაფრით დაუძინია ან
ეს პრობლემა ყოველ დღე აწუხებს. არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღება თქვენს
ძილს მშვიდსა და უშფოთველს გახდის და დაგეხმარებათ უძილობასთან გამკლავებაში.

1. მივიღოთ ამინომჟავებით გამდიდრებული პროდუქტები


ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით ამინომჟავას შეიცავს რძეა, ამიტომ
ერთი ჭიქა თბილი რძის დალევა ყოველ დღე უძილობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
ამინომჟავებს შეიცავს აგრეთვე იოგურტი, ბანანი, ალუბალი, შვრია და თხილი.


მშვიდი ძილისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტია აგრეთვე მაგნიუმის შემცველი
პროდუქტების მიღება, როგორებიცაა თხილი, ნუში და სხვა. კარგი იქნება, თუ
ზოგჯერ მიიღებთ B6 და B12 ვიტამინს, რომლებიც მზესუმზირის მარცველბსა
და ზეთის შემცველ პროდუქტებში შედის.

2. მივიღოთ დიეტური ნახშირწყლებით გამდიდრებული პროდუქტები

დიეტური ნახშირწყლების მიღება სისხლში ძილისთვის საჭირო ჰორმონებს ანვითარებს.
დაწოლამდე რამდენიმე საათით ადრე ძალიან კარგია თუ მიიღებთ ხორბლეულსა, ერთ ჭიქა
რძესთან ერთად, კრეკერებსა და იოგურტს ან თუნდაც ერთ ნაჭერ პურს ყველთან ერთად.

3. მოერიდეთ ცხარე საკვებს


უძილობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია გულძმარვა, რომელიც ხშირად ძილის წინ
იწყება. გულძმარვის დაწყებას ხელს უწყობს ცხარე საკვები, რაც ფხიზლად ყოფნისკენ
გვიბიძგებს. ამიტომ ეცადეთ, რომ საკვები მიიღოთ დაძინებამდე მინიმუმ 4 საათით
ადრე. ამასთან მოერიდეთ კოფეინის შემცველ პროდუქტებს, განსაკუთრებით ყავას,
რომელიც ტვინს აფხიზლებს, ნაცვლად იმისა, რომ მან დაისვენოს.

4. სწრაფი კვების პროდუქტები ძილს უშლის ხელს

ყველამ კარგად ვიცით, რომ სწრაფი კვების ობიექტები ხალხში გადაჭარბებული სიმსუქნის
მიზეზია, მაგრამ ამას გარდა სპეციალისტებმა დაადგინეს ისიც, რომ ჰამბურგერი თუ
ფრი ადამიანს უცბად დაძინების საშუალებას არ აძლევს. ამიტომ გვიან ნუ გამოიკვებებით
სწრაფი კვების პროდუქტებით და შეცვალეთ იგი უფრო ჯანმრთელი იოგურტით, ბანანითა
თუ კრეკერებით.

5. მოერიდეთ ალკოჰოლს

ცნობილი ფაქტია, რომ ალკოჰოლის მიღებისას ადამიანის ორგანიზმი დუნდება და
ის ადვილად იძინებს, თუმცა მას ბევრი ნეგატიური მხარე ახლავს. სწორედ ალკოჰოლია
მიზეზი ძილის შემდგომი თავის ტკივილისა და ნაკლებად მშვიდი ძილის.

6. მიიღეთ მცენარეული პროდუქტები


მცენარეულ პროდუქტებს უნარი აქვთ დაასვენონ ადამიანის ტვინი და მშვიდად დაძინების
საშუალება მისცეს მას. ლიმონიანი ჩაი და ჩაი გვირილის ნაყენით არაჩვეულებრივია თქვენი
ორგანიზმისა და უშფოთველი ძილისათვის. დაწოლამდე 1-2 სათით ადრე ლიმონიანი ჩაი
ინსომანიასთან საბრძოლველად ძალიან კარგი საშუალებაა.
პროდუქტები უკეთესი ძილისთვის

სწორი კვება ერთ-ერთი მნიშნველოვანი კომპონენტია მშვიდი ძილისათვის. კარგი
დიეტა არამარტო დაბალკალორიული საჭმლის მიღებას ნიშნავს, არამედ საჭმლის,
რომელიც მშვიდ ძილში დაგეხმარებათ. ენერგიისა და სტიმულისათვის იძინეთ
მშვიდად, მიიღეთ ჩამოთვლილი პროდუქტები და უარი თქვით იმ პროდუქტებზე,
რომლებიც საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისათვის. თუ გაწუხებთ უძილობა,
მოცემული რჩევები დაგეხმარებათ უკან მოიტოვოთ შემაწუხებელი ღამეები და
გაიღვიძოთ აქტიურად, ენერგიულად და შემართებით.

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

1


  • m_a_n_ch_o თქვა:
    26 აპრილი 2012 12:32 - ID: 1,
    ეჰ, lol
    რძე და თაფლი ? wassat მირჩევნია გავათენო lol

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top