;
8 იანვარი 2012      Nanuka.     2 კომენტარი     ნანახია 27808-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში
მშრალი კანი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ადამიანებისთვის მსოფლიოს გარშემო
და ის ზამთრის სეზონის განმავლობაში უარესდება. კრემებსა და ლოსიონებს შეუძლია მშრალ კანთან
გამკლავებაში დაგეხმარონ, თუმცა ზოგიერთი მათგანი ძალიან ძვირია და არაეფექტურობისგან არავინ
არის დაზღვეული. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ნატურალურ მეთოდებს, რომლებიც მშრალ კანთან
ბრძოლაში დაგეხმარებათ და თანაც ფულის დაზოგვასაც მოახერხებთ.


1. დალიეთ ბევრი წყალი

ბევრი წყლის დალევა თქვენს სხეულს გამოაცოცხლებს. დღეში მინიმუმ 12 ჭიქა წყლის
დალევა კანს დაატენიანებს და მას გამოშრობის საშუალებას არ მისცემს. ეს არის ყველაზე
მარტივი, იაფი და ეფექტური საშუალება მშრალ კანთან საბრძოლველად სახლის პირობებში.


2. არ გამოიყენოთ საპონი

ზოგი ფიქრობს, რომ საპნით სახის კანის დაბანა კარგია მის მოსავლელად, რაც მცდარია.
საპნის შემადგენელი ქიმიკალები კანს სიმშრალისკენ უბიძგებს, რადგან აცილებს მას
ზედა ფენას (ეპიდერმისს), ამიტომ არ დაიბანოთ კანი საპნით.

3. მიიღეთ მეტი ხილი


შეიტანეთ მეტი რაოდენობით ხილი თქვენს დღიურ კვებაში. ისეთი ხილი, როგორებიცაა
ყურძენი, საზამთრო და მსხალი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, რაც თქვენს კანს
გამოშრობის საშუალებას არ აძლევს.
მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

4. იძინეთ სწორად

თქვენს კანსა და სხეულს დღეში მინიმუმ 8 საათი ესაჭიროება ძილი, რათა ჯანმრთელად
გამოიყურებოდეთ. ძილის ნაკლებობა კანს უქმნის პრობლემას, ამიტომ როდესაც გიწევთ
დილის 8 საათზე ადგომა, ეცადეთ, რომ ღამის 12 საათზე გვიან არ დაიძინოთ.

5. ცხელი წყლით სახის დაბანა არაა სასურველი


ცხელი წყლით სახის კანის დაბანა შეცვალეთ ცივი ან ნელ-თბილი წყლით. ცხელი წყალი
კანს ისე აზიანებს, როგორც საპონი, ამიტომ მოერიდეთ მას.

სახლის პირობებში მოსამზადებელი ნიღბები მშრალი კანისთვის

1. აიღეთ 1 კვერცხის გული, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის წვენი, 1 ჩაის კოვზი
ზეთის ხილის წვინი, კარგად შეურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე შხაპის
მიღებამდე 15 წუთით ადრე. ეს ნიღაბი ძალიან კარგი საშუალებაა მშრალ კანთან
საბრძოლველად.

2. ლიმონი აგრეთვე კარგ გავლენას ახდენს მშრალ კანზე. აიღეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონი
და 1 ჩაის კოვზი ავკოადო. შეურიეთ კარგად და გაიჩერეთ სახეზე 15-20 წუთი. ის
მოაცილებს კანს მშრალ ფენას.
მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

3. ვაშლის ნიღაბიც ძალიან გავრცელებულია, რადგან ის შეიცავს კალიუმსა და ტანინს,
რაც კანს ჯანმრთელს ხდის. აიღეთ 2-3 ვაშლი, კარგად გახეხეთ და დაიდეთ სახეზე 15-20
წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

4. მშრალ კანთან საბრძოლველად ეფექტურია კარტოფილის ნიღაბიც. მოხარშეთ 2-3
კარტოფილი, დაჭყლიტეთ და შეურიეთ 1 ლიმონის წვენს. გაიჩერეთ სახეზე 5-10
წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი აახალგაზრდავებს
კანს და აცილებს მას დაღლილობის ელფერს.




5. სასარგებლოა სტაფილოს ნიღაბიც. ამისათვის გახეხეთ 1-2 საშუალო ზომის სტაფილო
და შეურიეთ კვერცხის გულს. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლოაში. ამ დროის გასვლის
შემდეგ აუცილებელია ჩამოიბანოთ თბილი წყლით.

6. ეფექტურია ბანანის ნიღაბიც. შეურიეთ ნახევარი ჭიქა ნატურალური იოგურტი და
1 ჩაის კოვზი თაფლი, დაუმატეთ 1/4 მწიფე ბანანი. გაიჩერეთ 10 წუთი და თბილი
წყლით ჩმოიბანეთ.


კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

2


  • barjakuzu თქვა:
    31 მარტი 2012 22:05 - ID: 2,
    მშრალი კანი მალე ბერდება :(

  • Susan თქვა:
    8 თებერვალი 2012 13:39 - ID: 1,
    ძალიან მიშრება ხოლმე კანი ზამთარში, თუმცა ცხიმიან კანს მირჩევნია
    იმედია არ დამეზარება და გავაკეთებ რომელიმეს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top