ლაზერული ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერით

ლაზერული ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერით
ლაზერული ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერით

ერთ-ერთი უდიდი ესთეტიური პრობლემა ჭარბთმიანობაა, რომელთანაც ბრძოლა ყველაზე ეფექტურია ლაზერული ეპილაციით. ესთეტიკური მედ. ცენტრი Bodyline გვთავაზობს პირველად ამიერკავკასიაში ლაზერულ ეპილაციას ალექსანდრიტის ლაზერით - Polilase ტექნოლოგიით - იმპულსების გარეშე! რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა, უმტკივნეულო და სწრაფი, რაღა თქმა უნდა მაღალ-ეფექტური, პროცედურის შემედეგ კანი უფრო გლუვი და ნაზი ხდება. ახალწამოსული თმა კი სუსტდება, თხელდება და იკლებს სიხშირეს! პროცედურა ტარდება სხულის ნებისმიერ მონაკვეთზე: ფეხები, იღლია, ბიკინის ზონა, მკერდი, ხელები, ზედა ტუჩის ზონა.. პროცედურის უმტკივნელობის გარანტი თანამედროვე ტექნოლოგია, Bodyline -ის ესთეტიკური ცენტრი კი უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. აღნიშნულ აპარატში ჩამონტაჟებულია გამაგრილებელი სისტემა, რომლიც კანს იცავს დამწვრობისაგან და ტკვილიც მინიმუმამდე დაყავს.

ეს უკვე საკმაოდ გამოცდილი მეთოდია ჭარბთმიანობასთან საბრძოლველად, თუმცა მაინც მრავალი შეკითხვაა საზოგადოებაში, ამიტომ გავესაუბრეთ Bodyline -ის ესთეტიკური ცენტრის ექიმს, რომელმაც ჩვენს შეკითხვებს გასცა პასუხი:



რამდენი ხანია რაც ლაზერი გამოიყენება მედიცინაში??

პირველად ლაზერი მედიცინაში გამოიყენეს 1961 წელს,თითქმის 50 წლის წინად!ლაზერული ეპილაცია გამოიყენება უკვე 15 წელია ,მაგრამ საკმაოდ განვითარდა ბოლო 5 წლის წინ


რამდენი ხანია რაც Bodyline არსებობს?

პირველი Bodyline-ის ფილიალი გაიხსნა 2009 წელს და იმის მერე ჩვენ ძალიან სწრაფად ვიზრდებით.ეხლა ვმუშაობთ ჩვენი მეხუთე ფილიალის გახსნაზე და ამ დღეისათვის ჩატარებული გვაქვს 20,000 ზე მეტი პროცედურა.


რა განსხვავებაა ლაზერს,ელექტრო ეპილაციასა და ფოტოეპილაციის ანუ (IPL)-ს შორის?
 
ლაზერული ეპილაცია გაცილებით სწრაფია და უმტკივნეულო.
ელექტრო ეპილაციის დროს თმის მოშორება ხდება ცალ-ცალკე თითოული თმის ღერის მოშორებით, რაც თავისთავად დიდ დროს მოითხოვს და საკმაოდ მტკივნეულია. ლაზერი კი იმპულსურად, რამოდენიმე თმას ერთდროულად აშორებს და ამის გამო საკმაოდ სწრაფი და შედარებით უმტკივნეულო.
 
ფოტოეპლიაცია ლაზერი არ არის. მართალია ფოტოეპილაცია გამოყენება რამოდენიმე კოსმეტიკურ პროცედურაზე, ის მიანც ითვლება უფრო სალონებისათვის განკუთვნებულ აპარატად, ხოლო ლაზერი არის გაცილებით ეფექტური, უსაფრთხო და სამედიცინო დონის პროცედურა, რომელიც გაცილებით გრძელვადიან შედეგს იძლევა.

არის თუ არა ალექსანდრიტის ლაზერი ჩვენთვის საუკეთესო არჩევანი?


ალექსანდრიტის ლაზერი თანამედროვე ესთეთიკურ მედიცინაში ითვლება თმის მოცილების ”ოქროს სტანდარტად” ის განსაკუთრებულად კარგად მუშაობს პაციენტებზე რომლებსაც აქვთ თეთრი კანი და შავი თმა(ანუ საქართველოს მოსახლებოის საკმაოდ დიდი ნაწილი),მაგრამ ჩვენი ლაზერით საკმაოდ ხშირად ისეთი პაციენტებიც წარმატებით სარგებლობენ,რომლებსაც ქერა თმა აქვთ.
იმისათვის რომ გავიგოთ კარგი იქნება თუ არა თქვენთვის ჩვენი პროცედურა უმჯობესია ჩაეწეროთ ჩვენს ლაზერ-კოსმეტოლოგთან უფასო კონსულტაციაზე.


ლაზერული ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერით
რა ლაზერით სარგებლობს Bodyline და რა უპირატესობა აქვს მას კონკურენტებთან

მსოფლიოში არსებობს რამოდენიმე ქვეყანა რომელსაც შეუძლია ხარისხიანი ალექსანდრიტის ლაზერის გამოშვება.ძირითადში ესენი არიან ამერიკა, ისრაელი, გერმანია.
ჩვენ ვსარგებლობთ მეხუთე თაობის ამერიკული ლაზერით Polylase, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ჩვენ პაციენტებს დაუჯერებელ შედეგებს აძლევს.
მაგრამ მთავარი განსხვავებაა ის არის, რომ თითქმის ყველა ჩვენი კონკურენტი საქართველოში მუშაობს CANDELA-თი რომელიც, რამოდენიმე წლის წინად საკმოდ პროგრესულ ლაზერად ითვლებოდა.

მაგრამ დღესდღეობით მისი გაციების სისტემა, რომელიც გამოიყენება საქართველოში საკმაოდ მოძველებულია, საერთოდ აღარ გამოიყენება დასავლეთში და არ არის უსაფრთხო,ვინაიდან ის ფრეონზე მუშაობს.ფრეონს კი როგორც ჩვენ ვიცით საერთოდ აღარ ხმარობენ თანამედროვე ტექნიკაში(მაცივრები ,კონდიციონერები),მით უმეტეს სამედიცინო დანადგარებში.
ჩვენი ლაზერი მუშაობს თანამედროვე და უსაფრთხო გამოხდილ წყალზე და გამოხდილი წყალი კი ფართოთ გამოყენება ფარმაკოლოგიაში და ის ბავშვებისათვისაც საკმაოდ უსაფრთხოა.


რას ნიშნავს თქვენი ფიქსირებული ფასების სისტება (+1 უფასო)
და რითი განსხვადება ის იმპულსებით ფასის დათვლისაგან.


იმპულსებით დათვლა (მაგალითად:ერთი იმპულსი 4 თეთრი)ნიშნავს რომ თქვენ არასოდეს არ იცით რა ფასის გადახდა მოგიწეჳთ პროცედურის მორჩენის დროს,და ეს ფასი დამოკიდებულია ძალიან ბევრ თქვენგან დამოუკიდებელ ფაქტორზე:,ექიმის და კლინიკის კეთილსინდისიერება და მათი გამოცდილებაზე , ლაზერის გამართულად მუშაობაზე და საერთოდ მიზანშეწონილი იყო თუ არა ამდენი იმპულსის ხმარება პაციენტზე?
ვინაიდან ჩვენ ბოდილაინში მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიებს ვნერგავთ ეს პირველ რიგში ეხება პაციენტების მიმართ მიდგომას
ევროპაში და ამერიკაში არსად არ არის ე.წ. იმპულსებით ფასების დათვლის სისტემა ვინაიდან პაციენტისათვის შეუძლებელია გაიგოს კეთილსინდისიერათ მოეპყრნენ თუ არა,და საერთოდ პაციენტს საბოლოო შედეგი ყფრო აინტერესებს,(თმის მოშორება)და არა გამოყენებული იმპულსების თვლა.
ჩვენ კი გთავაზობთ გაცილებით მარტივ და მოხერხებულ დასავლურ- ფიქსირებულ ფასების სისტემას
ფიქსირებული ფასი ნიშნავს იმას,რომ თქვენ ყოველთვის წინასწარ ზუსტად იცით ჩვენი პროცედურის დაბალი და კლებადი ფასები და არასოდეს არ მოგიწევთ ზედმეტი ერთი ლარის გადახდაც კი,იმის მუეხადავთ თუ რამდენი იმპულსი ან დრო დახარჯა ჩვენმა სპეციალისტმა.
ანუ ჩვენ წარმატებულ შედეგზე ვართ ორიენტერებული და მაქსიმალურად ვუადვილებთ ჩვენ პაციენეტბს პროცედურის ჩატარების პროცეს.




რას უნდა მოველოდოთ პროცედურის ჩატარების დროს და მის შემდეგ?

პროცედურაზე თქვენ და ექიმი-კოსმეტოლოგი სპეციალურ სათვალეებს გაიკეტებთ,რომელიც იცავს ლაზერის სხივისაგან.იმის მიხედვით თუ თქვენ რა ტიპის კანი გაქვთ ჩვენი სპეციალისტი შეარჩევს სხივის სიძლიერესა, სიხშირეს და მის ზომას.წინასწარ ყოველთვის კეთდება სატესტო რამოდენიმე იმპულსი რომ გავიგოთ კანის რექცია ლაზერზე.
პროცედურის დროს ექიმის ასისტენტი იხმარს კანის დამაწყნარებელ კრემს პანთენოლს რომ შემცირდეს კანის გაღიზიანება
.

იღლია მკერდთან ახლოსაა, ამიტომ ხშირად ეშიანიათ რაიმე ცუდი შედეგი არ გამოწვიოს ლაზერმა,
არის თუ არა საშიში იღლიის ზონიდან თმის მოცილება ლაზერით?

არ არის საშიში არანაირად. რადგან ლაზერის სხივი კოსმეტიკური დოზით მხოლოდ თმის ბოლქვში აღწევს. მკერდთან და ჯირკვლებთან მას კავშირი არ აქვს და სრულიად უსაფრთხო და დასაშვებია!


შეიძლება თუ მანდილოსანმა ციკლის პერიოდში გაიკეთოს ლაზერული ეპილაცია?
შეიძლება, უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ ამ დროს უფრო მგრძნობიარე ხდება ორგანიზმი (კანი), შესაბამისად მგრძნობელობა აწეულია და პაციენტისთვის ეს მცირედად მტკინვეული პროცედურა იქნება.


ეპილაციის შემდეგ როგორ მოვუაროთ დამუშავებულ ზონას?
12 სათის განმავლობაში არ მივიკაროთ წყალი. არ შეიძლება გარუჯვა, სოლარიუმი 2 კვირის განმავლობაში. ზაფხულში მზეზე გასვლისას გამოიყენეთ მზისგან დამცავი 2 კვირის განმავლობაში.


და რა უნდა გავითვალისწინოთ პროცედურის ჩატარებამდე?
არანაირი წინასწარი მომზადება არ არის საჭირო, პროცედურა სულ მცირეხნიანია.


თუ ჭარბთმიანობა გამოწვეულია ჰორმონალური დარღვევით, ეპილაცია თუ შველის?
ჰორმონალური დარღვევის შემთხვევაში მიმართონ ექიმს სამკურნალოდ და შემდეგ შესაძლებელია ეპილაციაც


რამდენ ხანში ერთხელ უნდა განმეორდეს ეპილაცია?
როდესაც ახალი თმის ღეროები ამოიწვერება. ეს პერიოდი კი ყველასთვის ინდივიდუალურია, საშუალოდ 1 თვე ნახევრის ან 2 თვის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ლაზერული ეპილაციის შემდეგ თმა მნიშნველოვნად მცირდება! რამოდენიმეჯერ ამ საშუალებით თმის მოცილების შემთხვევაში კი ბოლქვები სუსტდება და მრავალი ხნით ქრება! რაც ამ პროცედურის მთავარი ღირსებაა.


ყველამ ვიცით რომ, როდესაც საქმე ჩვენს სხეულს ეხება და მითუმეტეს კანს აუცილებელია პროფესიონალის ჩარევა, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ "Bodyline”-ის სპეციალისტებს. ლაზერულ ეპილაციაზე ფასები ზონების მიხედვით ნაწილდება.

მეტი ინფორმაციისთვის 2 306 306
კონსულტაცია უფასოა

www. bodyline .ge
Facebook: Bodyline Tbilisi




 
შეაფასეთ სტატია:

 

 

 

 







ავტორი : Nawka♥ 8 ივნისი 2012 00:21
s.k.,
გაააჩნიაა როგორი აპარატიით გაიკეთებ, სად და როგორი სპეციალისტი გაგიკეთეეებს !
ავტორი : s.k. 6 ივნისი 2012 15:37
დამიჯერეთ საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, საშინელებაა სულ უნდა იკეთო და შედეგი არ აქვს ლაზერს სხვათაშორის ბოდილაინში გავიკეთე 15 ჯერ ბაკებზე. ბევრად ჯობია ნემსით გაიკეთოთ უფრო ეფექტურია შედეგს ნამდვილად ნახავთ. ცოტა მტკივნეული კი არის მაგრამ ღირს მოთმენა. ძალიან კარგი კოსმეტოლოგი ვიცი ზაქარიაძის#5 ნომერში შეგიძლიათ მიბრძანდეთ 1საათი 20 ლარი ღირს. 571227702 წინასწარ ჩაეწერეთ. კმაყოფილი დარჩებით.
ავტორი : sofo_sofiko 30 მაი 2012 18:03
იღლიის გაკეთება რა ღირს ხომ არ იციით ??
ავტორი : ShTeRuKaa 29 მაი 2012 15:07
mariam..ლაზერით გავიკეთე ერთი წლის წინ სულ 2 მოგება დამჭირდა თან უმტკვნეულოდაც...

ავტორი : liia 28 მაი 2012 18:39
mariam..,კიი მართალი ხარ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნები :))
elena., თვითონ ბოდილაინის სპეციალისტი აღმოჩნდა ჩემი ახლობელი და იმან მითხრა გაქრობით არ გაგიქრობს და თავი დაანებეო, სისტემატიურად უნდა იკეთოო და თან რასაც დავაკვირდი ისაა, რომ იღლიის გარშემო უფრო მეტი თმა ამომიყვანა სადაც ლაზერი დაენათა ამიტომ შევეშვი და ნემსით ვაპირებ გაკეტებას:)) ყველამ თავისი საქმის იცის მაგრამ ჩემი გამოცდილება ასეთია:))
ავტორი : mariam.. 28 მაი 2012 17:55
მე ლაზერზე ეფექტური ნემსი მგონია და გამიგია კიდეც, მართალია მტკინვეულია, მაგრამ თუ ლაზერზე ყოველ თვე უნდა იარო, ნემსით სამი ქროცედურაც საკმარისია და თმა სამუდამოდ ქრება.. ზედა ტუჩი გავიკეთე რამდენიმე თვის წინ და იმის ნახევარიც არ ამოსულა. ერთი-ორი კიდევ და ვიცი რომ მეყოფა, შედეგი სახეზეა, ესეც ხომ სხვისგან გაგონილი არაა!
ავტორი : im888 28 მაი 2012 16:49
ყველგან აკეთებენ სადაც შენ გჭირდება :)
ავტორი : Nanno_Dobrev 28 მაი 2012 16:47
მუცელზე არ აკეტებენ ?
ავტორი : im888 28 მაი 2012 16:34
არც ვიცი თქვენი მაგრამ მე ძალიანაც კმაყოფილი ვარ და სხვათაშორის ბევრ ადგილას მაქ გაკეთებული და "ბოდილაინ"ს აქ ყველაზე კარგი აპარატი განსაკუთრებით დიოდის! იღლია, მთლიანი ფეხები, ბიკინი, ხელები მანდ მაქ გაკეთებული, იღლიაში საერთოდ აღარ მაქ, ხელებზე-ბიკინზე დამისუსტდა, ერთადერთი მთლიანი ფეხები დამრჩა ჯერ 1-თხელ გავიკეთე და ამასაც მალე მოუვლი :)

ნემსით ეპილაცია არ მომწონს და არც არის ეფექტური თან მტკივნეულია საკმაოდ
ავტორი : teo.teo 10 მაი 2012 16:19
კარგია მაგრამ ლაზერზე უფრო ეფექტური ნემსით მოშორებაა smile სიტყვაზე თუ ლაზერით 7 პროცედურის ჩატარებაა საჭირო რომ თმა გაქრეს ნემსით 2 ჯერ რომ გაიკეთო თმა თითქმის აღარ ამოდის winked
ავტორი : ShTeRuKaa 4 აპრილი 2012 15:32
ლაზერით გავიკეთე ორჯერ 6 თვის წინ და ეხლა ზაან ცოტა მაქ
ავტორი : anianuki 3 აპრილი 2012 13:39
ბოდი ლაინში მეც ვიყავი და ძაან ცუდი შედეგი მქონდა... ეხლა გვარამიაში დავდივარ და კმაყოფილი ვარ დამიჯერე ბევრად ჯობია. ცოტა ძვირი ღირს მაგრამ რაც მთავარია ღირს.
ავტორი : tekuna) 1 აპრილი 2012 17:04
ლაზერს არ აქ არანაირი შედეგი თუ მარტლა შედეგის დანახვა გინდათ ნემსით უნდა გაიკეთოთ მე პირადად ულვაშები ნემსით რომ გავიკეთე 3 ჯერ დამჭირდა სულ :) 2 წლის მანძIლზე :))) და სულ გამიქრა ეხლა მართLა აღარ მაქ :) მართალია ცოტა მტკივნეულია მაგრამ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს wink winked
ავტორი : niniko. 29 მარტი 2012 09:36
მეც დავდიოდი ბოდილაინში, სახეზე 8ჯერ გავიკეთე ეპილაცია, (ბაკებზე და ზედა ტუჩზე) შედეგი უარესი მაქვს... პრობლემებიც არ მაქვს ჰორმოლური რომ მაგას დავაბრალო. ძალიან მტკივნეულია, ფეხებზე და ბიკინზე, ეგენიც გავიკე, არც მანდ მაქვს შედეგი... იცით რა მაინტერესებს? აი იმ სახლის პირობებში გაკეთებული ცვილით გაქვთ შედეგი? ანუ შეგიმცირდათ საბოლოოდ თმა?
ავტორი : Chuck Bass 26 მარტი 2012 16:33
კიდევ კაი არ მაწუხებს =)
ავტორი : Nawka♥ 25 მარტი 2012 00:15
liia,
4 არაა მაინცდამაინც ბევრი.. თან იღლიასთან ცხიმოვანი ჭირკვლებია და არცაა გასაოცარი მაინც და მაინც განსაკუთრებული შედეგი თუ არ გაქვს ჯერჯერობით... უკვე ვეღარ გავიგე რა ხელებზე მინდა და გავიკეთო ტუ არა :X ახლობელმა მითხრა უფრო ბევრი ამოყავსო და ეგეთბს ნუ წერთ რაა პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე დაწერეთ


და რა მიანტერესებს ერთი ხელი ღირს 60 თU ორივე ერთად? :D

Mari__Angel,
niniko,
გენდობით მე თქვეენ .... : )))))
ავტორი : niniko 24 მარტი 2012 00:55
მაგარი შედეგი აქვს
ავტორი : sopho) 21 მარტი 2012 19:58
ჩემი მეგობარი იკეთებს ხელებზე,მაგრამ დაახლოებით ისეთივე შედეგი აქს როგორიც ეპილატორის შემდეგ,ანუ ვგულისხმობ იმას რომ ისევე ამოდის, ჩვეულებრივად....ნუ ჩემი აზრით სისულელეა,იმიტო რო ბევრი ფულის გადახდა გიწევს და რავიცი,, თქვენი გადასაწყვეტია:)
ავტორი : Mari__Angel 20 მარტი 2012 03:50
sali-sali98,
15-16 წლიდან, თუმცა ინდივიდუალურია.

_______________________
შემოუერთდით ენჯელ.ჯი -ს ფან გვერდებს

facebook - facebook.com/pages/wwwangelge
twitter - twitter.com/wwwangelge
______________

Me on twitter - twitter.com/marikats

ავტორი : sali-sali98 20 მარტი 2012 00:53
და რამდენი წლიდან აკეთებენ ?? belay
წინა გვერდი
1 2 3
ან ჩაწერეთ სასურველი გვერდი:  
გვერდი {cur} სულ {all}

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
2007-2014 ANGEL.GE
დიზაინ კოდერი Drizt დიზაინი  
 
Wallpapers - anywallpaper.net
angelge.com                network tools