;

10 April 2012      Ellene_angel     Views 13837    
Category: Take Care

ზაფხული მოდის და გოგონების 99% იწყებს გარეგნობაზე, კერძოდ კი სხეულის ფორმაში მოყვანაზე ზრუნვას.. ამ დროს თავს იჩენს რამდენიმე პრობლემა: ზედმეტი კილოგრამები, ცელულიტი, არასასურველი თმები, გაუხეშებული კანი და ა.შ...

უპირველეს ყოვლისა, უნდა დავიწყოთ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა.. ვისაც საშუალება აქვს, ამის იდეალური ვარიანტია ცურვასა და ტრენაჟორებზე სიარული კვირაში სამჯერ მაინც..

მაგრამ ზედმეტ კილოგრამებს ვერაფერს დააკლებს მხოლოდ აქტიური ცხოვრების წესი, თუ კვების რაციონიდან დროებით მაღალკალორიულ საკვებს არ ამოიღებთ. სასურველია არ მიირთვათ თეთრი პური, ბევრ ზეთში შემწვარი საჭმელი, შოკოლადები და სხვა ტკბილეულობა, და ასევე მოერიდეთ ბანანს.

ვისაც არ აქვს იმის საშუალება, რომ ფიტნეს ცენტრებში იაროს, მათთვის საუკეთესო ვარიანტია ფეხით სიარული ყოველ დილით (ან საღამოს) მინიმუმ საათნახევრის განმავლობაში, ნელ-ნელა კი დრო გაზარდეთ, ხოლო სახლის პირობებში შესაძლებელია პრესებისა და სხვა მარტივი ვარჯიშების გაკეთება..

მოვემზადოთ ზაფხულისთვის..


ცელულიტი თითქოს ქართველი ქალების განუყრელი ნაწილია. მასთან ბრძოლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ის ადვილად არ ქრება. ცელულიტთან საბრძოლველად ზემოთ ნახსენებ ცურვასა და ვარჯიშს უნდა დაემატოს სპეციალური კრემების წასმაც, რომლებიც შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ (იკითხეთ ცელულიტის გასაქრობი კრემ-გელები, სასურველია ნივეა ან კლივენი). ასევე აუცილებლად მიირთვით დიდი რაოდენობით მწვანე ჩაი და გრეიფრუტი (თუ სადმე იშოვით შუა აპრილში).

მოვემზადოთ ზაფხულისთვის..


გაუხეშებულ კანთან ბრძოლა ალბათ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მატრივია. ამისათვის საკმარისია ხშირად იხმაროთ სპეციალური დამარბილებელი დუშ-გელები, ბოდი ლოსიონები, ტანის ზეთები.. მართალია Johnson's Baby სამ წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მის დამარბილებელ ზეთებს ყველაზე კარგი შედეგი აქვს და საბედნიეროდ ფასიც საკმაოდ დაბალია...

მოვემზადოთ ზაფხულისთვის..


ახლა კი მივადექით "გადაუჭრელ" პრობლემას: არასასურველი თმები არასასურველ ადგილებზე! ბევრი მიიჩნევს, რომ თმების მოცილების ყველა საშუალებას ერთნაირი ეფექტი აქვს, ამიტომ ისინი უბრალოდ იპარსავენ არასასურველ თმებს, რომლებიც მეორე თუ არა მესამე დღეს უკვე ამოდის..
მართალია ის, რომ გაპარსვას, კრემ დეპილატორებსა და "აფრხეწვას" თითქმის ერთი და იგივე შედეგი აქვს. კარგად შენიღბული რეკლამების მიუხედავად ამას ნებისმიერი ექიმი გეტყვით...
ეპილატორის ხმარება კი ბევრის აზრით (მათ შორის ჩემი აზრითაც) უბრალოდ მაზოხისტობაა.
მაშინ როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმები?
დღეისათვის ამის ყველაზე ეფექტური საშუალება ლაზერით ან ნემსით მოშორებაა.. ეს ორი საშუალება იმის გარანტიას მაინც გვაძლევს, რომ თმები მესამე დღესვე არ ამოყოფენ თავს კანიდან და არ დაუკარგავენ მას სიგლუვესა და ბზინვარებას..


ასე რომ ნუ დახარჯავთ დროს ფუჭად, ნუ დაგენანებათ ფული საკუთარი თავისთვის. იზრუნეთ თქვენს სხეულზე და შეიყვარეთ იგი!


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top