;
5 მაი 2012      te_te_e     20 კომენტარი     ნანახია 12491-ჯერ    
კატეგორიაში: დიეტა/რჩევები

გარდა იმისა, რომ მოდელები ლამაზი სხეულის ფორმებით გამოირჩევიან, ისინი ასევე სახის კანის სილამაზითაც შეგვიძლია გამოვარჩიოთ. მოდელისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური სილამაზე, განსაკუთრებით მეტ ყურადღებას სახეს და ტანს უთმობენ. საინტერესოა რა არის მათი კანის სილამაზის საიდუმლო. გთავაზობთ ცნობილი მოდელების რჩევებს სახის მოვლის საშუალებებთან დაკავშირებით. ისინი გვირჩევენ კონკრეტულ ბრენდებს, რათა ჩვენი კანიც ისეთივე ჯანსაღად გამოიყურებოდეს, როგორც მათი.

მოდელების კანის საიდუმლო
Anais Pouliot
"ძალიან მიყვარს თვალის კრემი. ამ მომენტისთვის მე ვიყენებ ლონდონური ბრენდის 'Elemental Herbology'-ის თვალის "ელექსირს". ის შეიცავს ბევრ მცენარეულ ექსტრაქტებს და ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. მე ძირითადად ნატურალურ პროდუქტებს ვხმარობ სახის კანისთვის. ასევე ძალიან მიყვარს Josie Maran-ის სახის კანის ზეთს "argan oil"-ს, რომელსაც თუ ძილის წინ წაისმევთ, გაღვიძების შემდეგ თქვენი კანი ისეთივე ნაზი და სუფთა იქნება როგორიც ბავშვის კანი".
მოდელების კანის საიდუმლო
Jourdan Dunn
"მე Sisley-ის პროდუქტებს ვიყენებ, რომელიც ჩემი აზრით საუკეთესოა. ამჟამად ვხმარობ მათ გამწმენდ რძეს და კანის დამარბილებელს. მათი ნიღბები ძალიან, ძალიან მაგარია. მე და დედაჩემი ახლა შავი ვარდის ნიღაბს ვხმარობთ, მაგრამ ასევე ჩემი ფავორიტი ნიღაბი Radiant Glow , რომლის წასმის შემდეგ ჩემი კანი ბზინავდა. ეს ნიღაბი საუკეთესოა განსაკუთრებით დილით, თუ არ გინდა რომ კანი დაღლილი გამოიყურებოდეს. ამ ნიღაბს კვირაში 2-ჯერ ვიყენებ".
მოდელების კანის საიდუმლო
Ginta Lapina
”მე სულ ახლახანს არმოვაჩინე ახალი ბუნებრივი კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდი Suki. ამჟამად მე სახის საპონს და სახის კანის ზეთს ვხმარობ. მე მას დილით და საღამოს ვხმარობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ასევე ვხმარობ თვალის კრემს-რომლითაც აგრეთვე ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ მე შეპყრობილი ვარ ამ ბრენდით. თავდაპირველად ამ ბრენდის შესახებ ჩემი აგენტის მეშვეობით შევიტყვე. მაგ გამომიგზავნა სატესტო ვარიანტები, რომლის მოხმარების შემდეგაც დავიწყე Suki-ს მოხმარება".
მოდელების კანის საიდუმლო
Nyasha Matonhodze
"მე ვფიქრობ რაც უფრო ნაკლებ კოსმეტიკას ხმარობ, მით უფრო კარგია კანისთვის, მაგრამ ყოველთვის ვხმარობ დავის სახის საპონს და კაკაოს კარაქს სახის კანისთვის. ამ პროდუქტებს მუდმივად ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი კანი ძალიან გადატვირთულია მოდის კვირეულების შემდეგ და ყოველთვის ვცდილობ დიდი ხანი არ გავიჩერო მაკიაჟი სახეზე და შემდეგ ყოველთვის კაკაოს კარაქს ვისმევ, რომელსაც სასიამოვნო სუნი აქვს და არ აძლევს კანს გამოშრობის საშუალებას".
მოდელების კანის საიდუმლო
Arizona Muse
"მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი სახის კანით, რადგან არ მჭირდება ბევრი "შრომა", რათა ჩემი კანი ლამაზად და სუფთად გამოიყურებოდეს, მაგრამ Caudalie-ს ბრენდს აქვს ძალიან კარგი "სილამაზის ელექსირი", რომელშიც შედის უმარავი ვიტამინი. ეს პროდუქტი ჩემს თაროზე მუდმივად დევს და რეგულარულად ვხმარობ".
მოდელების კანის საიდუმლო
Josephine Skriver
"მოდის კვირეულების დროს ვიყენებ Cleanse-ის მაკიაჟის მოსაშორებელს, რომელიც ღრმად ასუფთავებს ჩემს კანს და წყალგამძლე ტუშსაც კი. მე მას დილით და საღამოს ვიყენებ. დღის განმავლობაში ვსვავ დიდი რაოდენობით წყალს რაც კანისთვის ძალიან კარგია. წყლის გარეშე ჩემი კანი გამომშრალია და ნაცრისფერი ფერი ედება".
მოდელების კანის საიდუმლო
Liu Wen
"მე კონტრაქტი მაქვს დადებული Estée Lauder-თან, ამიტომაც მე მათ პროდუქციას ვხმარობ. განსაკუთრებით მიყვარს Advanced Night Repair-ს, რომელიც ჩემს კანს ეხმარება რათა უფრო ჯანმრთელად გამოიყურებოდეს".

კატეგორია: დიეტა/რჩევები
Tags:

20


  • m_a_n_ch_o თქვა:
    8 მაი 2012 19:43 - ID: 19,
    love

  • im888 თქვა:
    6 მაი 2012 20:47 - ID: 18,
    მადლობა ავტორს, მე უკვე გამოვიწერე რამოდენიმე აქ ნახსენები კრემი love

  • te_te_e თქვა:
    6 მაი 2012 19:56 - ID: 17,
    natalia_merlin18,
    ფასები რომ ნახო არ არის ძალიან ძვირი. მაგალითად დავის სახის საპონი იაფია და კიდევ სხვები. აქ რომ იყიდო კარგი კრემები 50-100 ლარამდე ღირს.

    elena.,
    ფოტოსესიების დროს რა თქმა უნდა ხმარობენ მაკიაჟს, მაგრამ თუ დაკვირვებით წაიკითხავ ნახავ რაც წერია. სტატიში არის ინფორმაცია თუ როგორ იცავენ სახის კანს მაკიაჟისგან :)

  • natalia_merlin18 თქვა:
    6 მაი 2012 18:22 - ID: 16,
    აუ საშინელი კანი მაქვს მე sad recourse ვერაფრით ვშველი გამომშრალი მაქვს სულ მაგრამ Avenue-ის ფირმის კრემებს ვხმარობ და კმაყოფილი ვარ ასე თუ ისე feel love ეს კიდე ძვირი სიამოვნებაა recourse love

  • te_te_e თქვა:
    6 მაი 2012 16:41 - ID: 15,
    love like you,
    Amazon.com შეგიძლია გამოწერა

  • love like you თქვა:
    6 მაი 2012 15:56 - ID: 14,
    და ეგ კოსმეტიკის ფირმები რო ბევრი არაა საქართველოში?

  • ninikoo თქვა:
    6 მაი 2012 14:08 - ID: 13,
    კარგი ნიუსია love

  • Mari Glonti თქვა:
    6 მაი 2012 14:07 - ID: 12,
    kari newsia dzalian yochag love

  • Nawka♥ თქვა:
    6 მაი 2012 02:31 - ID: 11,
    აქ ყველას ერთი ტონა ტონალური ადევს ბოლო მოდელის გარდა

  • elga თქვა:
    6 მაი 2012 00:13 - ID: 10,
    natia91
    ესენი რას გვანან და ეგ ყბაჩოა ლამაზიი სურათი რო გიყენია

  • sopho) თქვა:
    5 მაი 2012 23:31 - ID: 8,
    მერე ჩვენ რა :D

    მეც სახის ზეთს ვხმარობ ხოლმე და ძალიან კმაყოფილი ვარ, მაკიაჟსაც ვცდილობ ცოტა ხნით მესვას, მსუბუქი თუმცა მაინც!

  • Nina√ თქვა:
    5 მაი 2012 22:56 - ID: 7,
    კარგი ნიუსია feel
    მაგრამ ვსვავ არასწორია ვსვამ არის სწორი fellow

  • QueenB თქვა:
    5 მაი 2012 22:47 - ID: 6,
    რა კარგი კანი აქვთ sad
    მაგრამ ამათ საშუალებაც აქვთ,რომ ძვირიანი კანის მოვლის საშუალებები იყიდონ.

  • Anch_Bey თქვა:
    5 მაი 2012 22:11 - ID: 5,
    :))))))))))))) კარგი ნიუსია

  • helen თქვა:
    5 მაი 2012 21:53 - ID: 4,
    ყველას სახის კანი ინდივიდუალურია

    My BLOG

  • Nii♥ თქვა:
    5 მაი 2012 20:15 - ID: 3,
    ვაიმე ჩემი ოცნებაა ასეთი სახის კანი sad იმედი მაქვს მალე ამიხდება..

  • MaRihanna თქვა:
    5 მაი 2012 20:09 - ID: 2,
    კარგი ნიუსია და არიზონა love

  • marikunaa_151 თქვა:
    5 მაი 2012 20:06 - ID: 1,
    saertod monica bellucci ambobs rom mteli cxovreba zeitunis zets ismevs saxexe da ase shinarchuna axalgazrdobaa

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top