;

9 May 2012      te_te_e     Views 16367    
Category: Take Care

Skin Care - სახის მოვლა

რამოდენიმე იაფი და მარტივი რჩევა, თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს
კანი ადამიანის ყველაზე მნიშვენლოვანი და ყველაზე სათუთი ადგილია. ზოგისთვის კანის მოვლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული - ძვირფასი კრემები, სახის მასაჟები, კოსმეტოლოგები და ა.შ. ხოლო ზიგისთვის კი სულაც არ არის ძვირი სიამოვნება ლამაზი სახის კანი. ბევრს არ აქვს შესაძლებლოვა იყიდოს დამზადებული სახის მოვლის საშუალებები ან იაროს სალონებში. ცნობილი დერმატოლოგები გვთავაზობენ რამოდენიმე სახის ნიღაბს რათა ჩვენი კანი ჯანმრთელი და ლამაზი იყოს.

სახის ნიღბები აუცილებელია ყველანაირი კანის მქონე ადამიანისთვის. ნიღბები ასუფთავებს ფორებს და მკვდარ კანს აცილებს სახიდან. გთავაზობთ რამოდენიმე ნიღბის რეცეპტს, რომლის დამზადება სახლის პირობებში არის შესაძლებელი და რაც მთავარია იაფი და მარტივია.

1. ნიღაბი ხორბლის სახამებლით და სტაფილოს წვენით
ამ ნიღბით შეგვიძლია სახიდან მკვდარი კანის მოშორება.
მომზადების წესი: ავიღოთ თასი, ჩავყაროთ 3 ჩაის კოვზი ხორბლის სახამებელი, 1 კვერცხის ცილა (მხოლოდ თეთრი ნაწილი), 1 ჩაის კოვზი დაფქვილი კურკუმა (საქართველოში ცოტა ძნეია შოვნა, უფრო ინდურ მაღაზიებში შეიძლება მისი შოვნა) და 3 ჩაის კოვზი სტაფილოს წვენი. სანამ ამ ნარევს სახეზე წავისვამთ საჭიროა სახე დავიბანოთ რათა მოვიშოროტ მტვერი. შემდეგ მიღებული მასა ფუნჯით ან თითით. სასურველია ვიხმაროთ ფუნჯი რათა კარგად გადავანაწილოთ სახეზე. დავიტოვოთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოვიბანოთ ნელ-თბილი წყლით.

Skin Care - სახის მოვლა

2. ნიღაბი არტიშოკით და ძმრით
ეს ნიღაბი ასუფთავებს ფორებს და აცილებს სახიდან მკვდარ კანს.
მომზადების წესი: დავჭყლიტოთ 1 არტიშოკის(რუსეთში იყიდებოდა და ვჭამდიტ, თბილისში არ მინახავს) გული, დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი ძმარი. მიღებული მასა წავისვათ სახეზე და გავიჩეროთ 15 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი მოვიშოროტ სველი პირსახოცით და შემდეგ ნელთბილი წყლით.
Skin Care - სახის მოვლა

3. ნიღაბი პომიდვრით და კიტრით
ნიღაბი დაგეხმარებათ სახის გასუფთავებაში
მომზადების წესი: ბლენდერის საშუალებით დავაბლენდეროთ გარეცხილი ნახევარი პომიდორი, 1 ჩაის კოვზი დასრესილი, დაჭყლეტილი კიტრი, 2 ჩაის კოვზი ამჟავებული რძე, 4 ცალი პიტნის ფოთოლი და 3 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი. კარგად ავურიოთ ერთმანეთში სანამ არ მივიღებთ კარგად დაბლენდერებულ მასას. წავისვათ სახეზე და ყელზე და გავიჩეროთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოვიბანოთ ნელთბილი წყლით.

4. ნიღაბი ყურძნით და ვაშლის წვენით
ნიღაბი გააჯანსაღებს გამომშრალ კანს
მომზადების წესი: დავჭყლიტოთ 6 ცალი ყურძნის მარცვალი, დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის და ვაშლის წვენი. მიღებული მასა წავისვათ სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ ცივი წყლით.

Skin Care - სახის მოვლა

5. ნიღაბი ავოკადოთი და მარწყვით
ეს ნიღაბი სახიდან და ყელიდან მოგაცილებთ მკვდარ კანს და კანს შესძენს ბრწყინვალებას.
მომზადების წესი : 1 დაჭყლეტილი ავოკადო და 4 ცალი მარწყვი ავურიოთ ერთმანეთში და წავისვათ სახეზე. მიღებული მასა გავიჩეროტ 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოვიბანოთ ცივი წყლით.

6. ნიღაბი შაქრით და პომიდვრით
ეს ნიღაბი მოგაცილებთ მკვდარ უკრედებს სახიდან და ყელიდან.
მომზადების წესი: საშუალო ზომის პომიდორი გავჭრათ შუაზე და ჩავყოთ ცოტაოდენ შაქარში. გავაჩეროთ 1 წუთი და შემდეგ წავისვათ შაქარში ჩაყოფილი პომიდორი სახეზე(როგორც ფუნჯი ისე ვიხმაროთ პომიდორი). შემდეგ გავიჩეროთ კანი 10 წუთის განმავლობაში და ჩამოვიბანოთ ცივი წყლით.
Skin Care - სახის მოვლა


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top